Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“. მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხად

ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდს, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, სპორტული საზოგადოება და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი; 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრ

მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტს გეგმავს

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში პირველ ვიზიტს გეგმავს. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, უკრაინის პირველი პირი მომავალ თვეში ქალაქ აახენში შარლემანის პრიზის მისაღებად აპირებს ჩასვლას. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევამ შესაძლოა დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკის ვირტუალურად დასწრება გამოიწვიოს. გარდა ამისა, Bild-ი იუწყება, რომ ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრება.

რომის პაპი - დაე, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს

პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა. მედიის ცნობით, კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა "საყვარელი უკრაინელი ხალხის" მშვიდობისთვის ილოცა და ღმერთს შეევედრა რუსეთის ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს. „დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა

9 აპრილი - შენახული მოგონებები

მათზე ჰყვებიან და საგულდაგულოდ შენახულ თითო-ოროლა ნივთს უფრთხილდებიან. ვინ როგორ ინახავს 9 აპრილის მსხვერპლთა მოგონებებს.   ქურთუკის სახელოები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ერთი სახლია. სახლი იმ ქუჩაზე დგას, რომელსაც ახლა მამუკა ნოზაძის სახელი ჰქვია.     მამუკა ამ სახლში ბოლოს 1989 წლის 1 აპრილს შევიდა. მის დას ეს ზუსტად ახსოვს. მამუკა სტუდენტი იყო, თბილისში ცხოვრობდა და მშო

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.   9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. როგორც პარტიის წევრებმა აღნიშნეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოიტანა გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო და ამის დასაცავად ქვეყანას ისევ უწევს ბრძოლა.

ნანა მახარაძე - ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ქვეყნის მომავალი - დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენაა

ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბი

ლონდა თოლორაია - ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებაზე ვერ მივიდნენ კი არა, არ მივიდნენ - სწორი პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს, მათთვის მიუღებელია

საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების შეკრებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები „ვერ მოვიდნენ კი არა, არ მივიდნენ.“ მისივე თქმით, სწორი პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია. „ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ

უკრაინული მხარე უკმაყოფილოა ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომ რომში დიდ პარასკევს ჯვრის ტარების მსვლელობაში, უკრაინელ მოზარდებთან ერთად, რუსი მოზარდებიც მონაწილეობდნენ

უკრაინული მხარე უკმაყოფილოა ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომლითაც დიდ პარასკევს რომში გამართული ჯვრის ტარების მსვლელობაში უკრაინელი მოზარდების გვერდით რუსი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, ამით ვატიკანმა აგრესორი და მსხვერპლი ქვეყანა ერთმანეთს გაუთანაბრა. „ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ პაპის ფრანცისკეს შეშფოთების გამო უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ წლევანდელი პროცესია კიდევ ერთხელ

"მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდებული წუთებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის ასე ამაღელვებლად გაცოცხლებისთვის, მებრძოლი ქალების დაფასებისთვის და ქვეყნის უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში სწორ ადგილას დგომისთვის"

მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდებული წუთებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის ასე ამაღელვებლად გაცოცხლებისთვის, მებრძოლი ქალების დაფასებისთვის და ქვეყნის უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში სწორ ადგილას დგომისთვის, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 9 აპრილის ტრაგედიამ დამოუკიდებლობა მოიტანა, დღევანდელი ბრძოლა კი, საქართველოს ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად აქცევს.   "სამწუხაროდ,

სალომე ზურაბიშვილი - ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ ყველა ბრძოლა და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იყოს გაერთიანებული

მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მემორიალი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა. „უნდა იყოს გადაკეთებული, რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბ

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო, ჩვენი უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, ჩექმა გვინდა? თუ არ გვახსოვს ისტორია

ძალიან ვწუხვარ, რომ ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე დღეს აქ პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი, მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების, მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის, მაგრამ დრო არის, რომ ერთად ვიყოთ და ვთქვათ: არა დაყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დღესაც საჭიროა დაცვა იმის, რომ

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა დღეს, 9 აპრილს გამართულ სეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. ნანა მახარაძე არის 9 აპრილის მონაწილე ქალი, რომლის ცნობილი ფოტო დროშით საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო ნანა მალაშხია არის წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით. ნანა მალაშხიას პრეზიდენტმა ღირსების მედალი გადასცა საქართველოს ევროპული მომავლისთვ

კალაძის თქმით, მთავრობამ სკვერის მოწყობა მერიის მიერ ნებართვის გაცემამდე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობა მერიის ნებართვის გარეშე დაიწყეს. კალაძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ მერიისგან მშენებლობის ნებართვა ითხოვა, რაზეც მერიას ჯერ თანხმობა არ აქვს დაბრუნებული. „მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გით

გიორგი გახარია - დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას. მისი თქმით, გვიწევს ბრძოლა იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდნენ. „9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო! დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქ

ანა ბუჩუკური - წარმოდგენა არ მაქვს, რას ემსახურება ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქცია, ჩვენი გუნდი არ უერთდება

პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ დღევანდელ საპროტესტო აქციას არ უერთდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა. "მგონი სჯობს, რომ ამ სიმბოლოებს ყველა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ, რადგან არ შეიძლება დღეს რაღაც აქცია დააანონსო. მართალი გითხრათ, მიზანი ვერ გავიგე, თუ რას ემსახურება. როდესაც პოლიტიკურ აქციაზეა საუბარი, ამას სჭირდება თავისი წინაპირობები. დღევანდელ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, ვისაც როგორ გვესმის, ისე უნდა ვცეთ პატივი იმ ი

დღეს ბზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამო

გელა აბულაძე - მოსამართლე მგელიაშვილის სამართლიანობა და პრინციპული მიდგომა საკითხისადმი, მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რის გამოც ჩემს სასამართლო პროცესებს ჩამოაშორეს

ჩემო მეგობრებო,მინდა გამოვეხმაურო მოსამაეთლე დავით მგელიაშვილის,ჩემი სასამართლო პროცესიდან ჩამოშორების საქმეს. მოგახსენებთ,ჩემი ექვსთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა მოსამართლე დავით მგელიაშვილს.მისი პირველი პრინციპული გადაწყვეტილება იყო,ჩემი და ანზორ ფიფიასთვის აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის,გირაოთი შეცვლა და ჩვენი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, - ამის შესახებ, პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული, პარტია "საქართველოსთვის" და წალენჯიხის საკრე

მაია კახნიაშვილი - მივიღე გადაწყვეტილება, გავაგრძელო მუშაობა საკრებულოში, რათა ვემსახურო ჩემს რაიონს და დავიცვა იმ ხალხის ინტერესები, ვინც ნდობა გამომიცხადა - ვყოფილიყავი მათი ხმა

3 წლიანი დავის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა (აღდგენის ნაწილში). როგორც იქნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება (რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებიათ და ბიუჯეტს არ მიადგებოდა ის ზარალი, რაც ჩემი უკანონო გათავისუფლებით მიაყენეს), სისრულეში მოეყვანათ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ უნდა აღვდგენილიყავი ა.ა.ი.პ. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, საიდანაც უკანონოდ, ყოველგ

"ბევრ პოლიტი­კოსს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც, აქვთ მიქირავებული ბინა რუსებისთვის"

სიტყვა "რიელტორი" ინგლისური ენიდან მოდის. ამ პროფესიის წარმომადგენელთა­ გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული ფიქსირებული თანხაა რეალიზებულ პროდუქტზე. რუბრიკა "პროფესიის" სტუმარია­ რიელტორი ნინი მამაგულაშვილი: - ჩემი მოვალეობაა მოქალაქეებს ბინების ყიდვა-გაყიდვასა და ქირაობა-გაქირავებაში დავეხმარო. ამ საქმეში ფეხის მოსაკიდებლად აუცილებლად უნდა იყო კომუნიკაბელური, ზრდილობიანი, ცოტა ფსიქოლოგობაც გჭირდება, და რა თქმა უნდა, იღბალი. ტექნიკური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინ დაიწყო 90-იანი წლებ

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით - გირაოთი შეეცვალა. მისივე თქმით, დოკუმენტე

აქცია მცხეთის მერიასთან: ჯიღაურაში ცემენტის ქარხნის დემონტაჟს ითხოვენ

დღეს, 8 აპრილს, მცხეთის მერიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯიღაურაში უკანონო ცემენტის ქარხნის დემონტაჟს ითხოვენ. უკანონო ცემენტის ქარხანა საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში დგას, რომელიც ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ძვირადღირებულ სააგარაკე სივრცედ იქცა. ქარხანა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველს ეკუთვნის, წესით, ახლა არ უნდა მუშაობდეს, რადგან მცხეთის მერიამ მფლობელს ობიექტის დემონტაჟი დაავალა. თუმცა მმართველი პარტიის შემწირველმა მფ

კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა — რატომ არ სჯიან არავის

7 მარტის აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს, რომელმაც ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ხელისუფლება ირწმუნება, რომ  რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევისას „ყველაფერი იდეალურად  იყო“, თუმცა ამ დრომდე ასაიდუმლოებს 7-9 მარტის აქციებზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას. მათ ასევე კითხვები აქვთ ზაზა ბიღიაშვილის მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით. „პიროვნებებზე ნუ გადაგვყავს საქმე“ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელმა ზაზა ბიღია
×
×
  • შექმენი...