მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით. ჩვენ ვართ მომსწრე პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს.
„ორივე - პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და შესაბამისად, ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა და გამიზნულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს“, - აღნიშნავს გახარია.
მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას, ჩვენთან მიმართებაში კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდია, ეს უნდა გასაჩივრდეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში.
„პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქა
ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, რესპუბლიკური საავად
შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. შეიძლება გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო ის გარკვეული პროტესტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებს მიიღებენ.
„შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე, შეიძლება გასული პე
სანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც მან აღნიშნა, მედიკოსების პროტესტმა შედეგი გამოიღო.
“სანამ საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, სანამ კონკრეტული სამშენებ
„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დაუკავშირდა „ტვიტერის“ ხელმძღვანელობას, რათა აღნიშნული პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.
„ბიბისი“ ყოველთვის არის და იყო დამოუკიდებელი. ჩვენ გვაფინანსებს ბრიტანეთის საზოგადოება ლიცენზიის გადასახადის გზით“, – ნათქვამია „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპასუხოდ, „ტვიტერის“ მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხად
დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.
„დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკ
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი შესაძლოა, აპრილში მიიღოს. მოსალოდნელია, რომ ბრიუსელი ყურადღებას უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების მექანიზმებზე გაამახვილებს, მათ შორის მესამე ქვეყნების ხარჯზე, შესაბამისად, მათ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თურქეთზე, ყაზახეთსა და არაბულ ქვეყნებზე.
სანქციების ახალ პაკეტზე საუბარი თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც 25 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ მე-10 პაკეტი დამტკიცდა. როგორც Politico წერდა, ევროკავშირის ქვეყნები შემდ
საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა.
რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქარ
თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.
გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით.
„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე
ხუმრობთ, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს თავზე მიგვეღო? ხაბეიშვილს და მარგველაშვილს გადეცით, ერთმანეთს მიხედონ. ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია? სერიოზულიც არ არის, სასაცილოა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანეს, ეს გარანტიე
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც ითხოვს, თავადაც გადასარევად ხვდება, რომ ეს არასწორია, მათ შორის არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა.
„სასამართლო ხელისუფლების
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზ
აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე;
გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათის, საბურთალოს,
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ თანხმობა არ გაუცია, მაგრამ ნებართვის გაცემას გეგმავენ.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონაა, რისთვისაც პროექტის დამტკიცებამდე საბჭოს თანხმობაა საჭირო, ხოლო ტენდერის გამოცხადება საჭირო არ არის.
„მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მშენებლობის შესახებ მერიაში პროექტი გასულ კვირას შემოვიდა, დღე არ მახსოვს. ჯერჯერობით თანხმ
11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ.
სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომ
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ექვს პოზიციას დაარტყეს, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მთელი დღის განმავლობაში კიდევ 11 დაარტყმა განახორციელეს მათი მიმართულებით.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 9 აპრილის 18:00 საათის მონაცემებშია აღნიშნული.
2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აპრილამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 178 150 რუსი აგრესორი გაანადგურეს, მათ შორის 470 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღის განმავლობაში
103 წლისა გარდაიცვალა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი, ბენჯამინ ფერენცი.
ფერენცი 1920 წელს დაიბადა უნგრეთში. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა, უნგრეთში ებრაელების დევნას გაექცა.
მან ჰარვარდში სამართალი ისწავლა და 1945 წელს შეუერთდა ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ნაცისტური არმიის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს, კერძოდ კი, მუშაობდა ამერიკული არმიის მიერ გათავისუფლებულ საკონცენტრაციო ბანაკებში.
27 წლის ასაკში ის გახდ
თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, ფარდულში დაიწყო, სადაც სუფრა იყო გაშლილი.
მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი - ლიზა დვალი
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.
პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.
„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასა
მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც