Jump to content
Planeta.Ge

Blogs

A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა გამოშვების ვადა არ აღემატება 10 წელს, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის ტაქსებისთვის, რომელთა გამოშვების ვადა 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. „ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა გამოშვების ვადა არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. „ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დაეთმობა აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსის მიმოხილვას, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას. პარალელურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს

ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა, მიშელის განცხადება საწინააღმდეგოზე მეტყველებს. „ხელისუფლების წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ფანტასტიკური შეხვედრები ჰქ

ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა რუსეთს არ მიეცეს ატომური ენერგიის ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენების შესაძლებლობა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა რუსეთს არ მიეცეს ატომური ენერგიის ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა. „37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარმა ავარიამ უდიდესი დაღი დაასვა მთელს მსოფლიოს. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყ

ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა მამუკა სეფაშვილს, რომელიც თურქეთში მიწისვრის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულ ქართველ მაშველებს ხელმძღვანელობდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში, სპეციალურ ღონისძიებაზე, ერდოღანმა ყველა ქვეყნის მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. „ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრ

„ქართველმა ტროლებმა რუსებსაც კი აჯობეს“ – ფონ კრამონი მის შესახებ გავრცელებულ „ფეიკებზე“

ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობებს. ასე ის გამოეხმაურა დიტო ჩუბინიძის მტკიცებას, თითქოს ფონ კრამონი ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ჰერმან გერინგის შთამომავალია და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს, რომელშიც იგი თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება. ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ამ ყალბ ინფორმაციას „ძირითადად“ მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიარებენ და ეჭვობს, რომ ფეიკების დამკვეთი სავარაუდოდ სწორედ მმართველი გუნ

პრეზიდენტმა გვითხრა, თქვენი ტირილი არ ესმის პრემიერს და ჩემს სიტყვას გაიგონებსო?! - მშობელი

აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის, ეკა ჭონქაძის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მშობლებს დახმარება აღუთქვა, თავისი შესაძლებლობისამებრ დააჩქარებინოს ჯანდაცვის სამინისტროს საჭირო მედიკამენტის შემოტანა, თუმცა ეკა ჭონქაძე დასძენს, რომ პრეზიდენტმა სკეპტიკურად შეაფასა, რამდენად გაითვალისწინებს მის პოზიციას პრემიერ-მინისტრი. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს

დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. „როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს. მედიის ცნობით, რუსეთს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, მანამდე ნორვ

იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს

არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“. „გასულ კვირას ვიყავ

სოფლის მეურნეობის მინისტრის I მოადგილე გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია, გელა ხანიშვილის გადადგომის შესახებ თავდაპირველად BMG-მ გაავრცელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ხანიშვილი პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს, თუმცა განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ. გელა ხანიშვილი 2016 წლიდან იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს. ნეტგაზეთი ცდილობს ხანიშვილთან დაკავშირებას. ნეტგაზეთი

"პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში" - მშობლები ზურაბიშვილს შეხვდნენ

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში, რათა "დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და დროულად შემოვიდეს საქართველოში საჭირო მედიკამენტი - ვოზორიტიდი". "ამ წუთას დამთავრდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომესთან. მშობლები შევხვდით. ჩვენ ქალბატონ სალომეს ვუთხ

IRI - გამოკითხულთა 39% ხმას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34% კი - „ქართულ ოცნებას“

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“. კითხვაზე, „რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?“, 39 %-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 34 % -მა - „ქართული ოცნება“, 16%-მა - „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 13-მა- „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩ

„ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები, ეს არ უნდა გახდეს შემოტანაზე უარის თქმის მიზეზი" | მიმართვა ღარიბაშვილს

საქართველოში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ  საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აქონდოპლაზიის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ღია წერილით მიმართავენ. განცხადებას გთავაზობთ უცლელად: ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ასოციაცია ანიკა ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ა/ო “მზის შვილები” აჭარის შეზღუდ

ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“ დაწერა. „დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. „გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუს

მედია - საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე

საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, ინტერნეტ თაღლითების „ქოლ-ცენტრი" გამოავლინეს და ოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების 24 - კაციანი ჯგუფი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, დედაქალაქ ასტანაში, კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თ

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე - ეტყობა „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა

ეტყობა „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევას. მისი შეფასებით, კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება. "არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას." თუმცა, როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი მაინც ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო

არჩილ თალაკვაძე - IRI-ს კვლევები 8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას - ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს

გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორ

ვიოლა ფონ კრამონი - „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა - ქართველების თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. „ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!“ - წერს ევროპარლამენტარი.

მოსახლეობის 45% ხელისუფლების საგარეო კურსს პრორუსულად ან უმეტესად პრორუსულად მიიჩნევს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „თქვენი ხედვით, რა არის ხელისუფლების არსებული საგარეო კურსი“: 17% მიიჩნევს, რომ პროდასავლურია; 21% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული; 20%-ს მიაჩნია, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური; 25% მიიჩნევს, რომ პრორუსულია; არ იცის/პასუხზე უარს ამბობს 17%. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბ

როგორია საჯარო პირების რეიტინგი - IRI-ის ახალი კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით წარმოებული კვლევის თანახმად, საჯარო პირების რეიტინგი ამგვარად გამოიყურება – ყველაზე მეტ ადამიანს მოსწონს პატრიარქი (91%), შემდეგ მოდის თბილისი მერი, კახა კალაძე (52%), შემდეგ სალომე ზურაბიშვილი (48%), შემდეგ რეიტინგშია ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა (36%) და ასეთივე მოწონება აქვს რეიტინგში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილს (36%). კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრი

რეიტინგში ღარიბაშვილს ზურაბიშვილმა გადაასწრო – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძეა, მეორე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს. კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 25 აპრილს გამოაქვეყნა, რესპონდენტებს ჰკითხეს ჩამოთვლილი პირებიდან რომლის მიმართ იყვნენ პოზიტიურად განწყობილები და ვის მიმართ ნეგატიურად. შედეგების მიხედვით კი ტრადიციულად პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ (გამოკითხულ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო

ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განმარტავენ, ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო. მათივე ცნობით, აქ
×
×
  • შექმენი...