პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგიის ქონა უნდა იყოს და „არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა“.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს, რითაც ის სახელისუფლებო პროპაგანდას ეხმიანება რუსეთში „საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის ცხოვრების“ შესახებ.
მისი თქმით, ესაა ტყუილი აპელირება ჰუმანიტარულ და ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე.
„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართულ
ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ, ახლა გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას უკეთებს ახლა უ
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის ტურების გაყიდვის აკრძალვა მოხსნა. რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება სენსაცია გახდა ქართველებისთვის და რიგ შემთხვევაში სკანდალიც კი გამოიწვია. რუსულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ ამ გზით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბება. რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეაქო, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მას
ნათია მეზვრიშვილი (პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე):
"გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ეს არის ოცნების საოცნებო შედეგები: უმრავლესობაში ოცნება (თავისი ოლიგარქით), მთავარ ოპოზიციურ პარტიად ნაცმოძრაობა (თავისი ოლიგარქით), შემდეგ პატარა პარტიები, რომელთაგან ბევრი ოცნებისთვის კომფორტულია ოპოზიციაში და რომლებთანაც ოცნება მარტივად შექმნის მართვად კოალიციას და პარტია „საქართველოსთვის“ - რო
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი „დაიკარგა“ რუსეთის ტერიტორიაზე.
ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი, რომელიც ამ ვითარებას „შავ ვაჭრობას“ უწოდებს. ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შევიდა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატრანზიტო საქონელი. ამასთან, აღნიშნავს გამოცემა, ამ „შავი ვაჭრობის“ რეალური მოცულობა ბევრად უფრო დიდია. ევროპაში წარმოებული
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე.
11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში."
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსე
GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
„გორბის“ კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:
„იმედის“ ინფორმაციით, მათი დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, პოლიტიკური ნაწილის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს. კვლევის სრულ შედეგებს „იმედი“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
მე
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.
გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.
მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილე
IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან
ამოსავალი წერტილი, რა შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახთან ევროპაში, არის ღირებულებითი თავსებადობა. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა პრობლემები „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ თანდათან შეიცვალა მიმართულება და ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი გახდა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასდროს მიუღია მხარდაჭერა აღნიშნული პ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დააზიანოს.
რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვი
უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული.
ნეტგაზეთი
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერით ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის, ასევე, პირდაპირ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ამ თემაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს საქართველოში.
კობახიძე აბსურდულს უწოდებს მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის “საჩუქარია” პრორუსული ხელისუფლებისთვის და ამბობს:
“სინამდვილეში რეალობა არის ერთი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება.
„იმით, [რაც გვაქვს] შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატო-ს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი,
ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.
დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებ
„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პატია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება.
“ევროპის სოციალისტურ პარტიის" იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალის ფასეულობებთან”,- განაცხ
რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ ჩვენი მოქალაქეების პრაქტიკული საჭიროების ჭრილში (ოცნება შეეცდება ამაზე ააწყოს პროპაგანდა) - ამ გადაწყვეტილებას უნდა შევხედოთ კონტექსტურად ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების ჭრილში, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც ნათია მექვრიშვილი აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასა
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასია
სტუდია მონიტორმა NCDC-ის პიარის ნინო მამუკაშვილის მეილის მიმოწერა მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომ სტუდია მონიტორს უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს.
ამ საკითხზე ჩვენ ნინო მამუკაშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარში აღნიშნული მიმოწერა უარყო.
სტუდია მონიტორი·
"ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება" - ექს-პრემიერის პარტია "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს.
პარტია "საქართველოსთვის" წვერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" აწყობს, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით აფინანსებს პარტიას, რათა შემდეგ თქვას, რომ ისინი უარესები არიან.
დავით კეზერაშვილის და ხელისუფლების გარიგებაზე თავდაპირველად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ამ კომენტარით გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქ
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს.
„რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი
ისეთი პირი უჩანს ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები” მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან... “ფაშისტებზე” ისე ხშირად საუბრობენ, რომ მალე უკრაინის ტერიტორიის “უკრაინელი ფაშისტებისგან” გაწმენდას დაგვიანონსებენ (თანაც სიამაყით), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.
მისი თქმით, მოსკოვს განზრახული აქვს, "ოცნება" როგორც გაბანკროტებული ძალა, სათავისოდ გამოიყენოს.
"ისეთი ტემპით მივდი