Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს

გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 მსგავს განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი განაცხადი განხილვის პროცესშია - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექც

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უშედეგოდ ცდილობს არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე წერს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში სა

ბერდია სიჭინავა - ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს

ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს, -  ბერდია სიჭინავა - პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი გადაცემაში "რეაქცია". 349021695_990981662265471_1034419452118372918_n.mp4

ევგენი პრიგოჟინი - უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. „შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა

კირილ ბუდანოვი - კონტრშეტევა მალე დაიწყება

კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა. “ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება”, - განაცხადა ბუდანოვმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარ

სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვენიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. სლოვენიის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და სლოვენიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ მოწოდებული სახელმწიფოების საერთაშორისო კოალიცია აგრძელებს გაძლიერებას. ერთად სიმართლისთვის და შ

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ეს დღე ჩვენია“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. ამასთან, მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქ

პრიგოჟინი: უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის მიზანს საპირისპირო შედეგი მოჰყვა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მოიტანა სულ სხვა შედეგი, ვიდრე ეს მოსკოვს ეგონა. ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს. პრიგოჟინმა ვ

კახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს. დაღუპული უზბეკეთის მოქალაქეა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით განზრახ მვკლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ნეტგაზეთი

იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა. ცვლილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა. როგორც მოგვიანებით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ, მაკუნა გოჩიაშვილმა დააზუსტა – „პრემიერმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალო

ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ნავმისადგომზე სატვირთოში დიდი ოდენობით „ჰეროინია“ აღმოჩენილი

არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია. ipn

ოლაფ შოლცი - ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 160-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრის რანგში გაწევრიანებით დამთავრდება”, - განაცხადა შოლცმა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარე

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, სპეციალური კომისიის მიერ სტატუსი აღარ მიენიჭებათ

განათლების სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევდა. სამინისტრო ავრცელებს მინისტრის, გიორგი ამილახვრის კომენტარს, რომელშიც ნათქვამია, რომ მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. პუბლიკა

პოლკ „აზოვის“ მებრძოლს სეპარატისტული დონბასის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეს, ალექსეი კირკალოვს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კირკალოვი შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალული მეთოდების გამოყენებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. კირკალოვი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 15 აპრილს კირკალოვმა, რომლის მეტსახელი იყო „ფრიცი“, ქალაქ მარიუპოლში მ

გენერალ სირსკის თქმით, უკრაინის ჯარები წარმატებებს აღწევენ ბახმუტის ფლანგებზე

უკრაინის ძალებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, განაცხადა 23 მაისს უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ. „ბრძოლა გრძელდება. ჩვენი თავდაცვის ძალები წარმატებებს აღწევენ ფლანგებზე“, - დაწერა მან Telegram-ში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა ასევე დაწერა Telegram-ში, რომ ქალაქში ბრძოლები შემცირდა, მაგრამ გარეუბნებში კვლავაც გრძელდება. მალიარის თქმით, ბახმუტში უკრაინის წინსვლა „უმნიშვნელოა“,

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ვაგრძელებთ ბელგოროდის გათავისუფლებას - რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის გათავისუფლებას, - ამის შესახებ „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამზე“ წერს. მათივე მტკიცებით, რუსეთს სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს. „რუსეთის ფედერაციის არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა პატრიოტ მოხალისეთა ჯგუფს, რომლებმაც იარაღი აიღეს და უშიშრად, ღიად დაუპირისპირდნენ მოსკოვის რეჟიმს რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი იმის შესახებ, რომ რუსეთ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაახლოებით 204 360 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 480 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 789 ტანკს, 7 419 ჯავშანტექნიკას, 3 318 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309

სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გამო ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის

ვიქტორ ყიფიანი - რუსეთის გადაწყვეტილება იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არაა, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ - ამაზე პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს

ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არ არის, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებით მომწიფდა ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალ ტენდენციებსა და პირდაპირ ფრენებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ამ გამოწვევაზე ევროკავში

ჯოზეფ ბორელი - რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში, F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო. „F-16-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო
×
×
  • შექმენი...