Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ კვლავ ეხმაურება საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, ამ თემაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. “ჩვენი ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ არაერთი რამ მოხდა. პირველ რიგში, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო  რუსული თვითმფრინავი — თბილისში [ჩაფრინდა]. ახლა ქართული თვითმფრინავი მოსკოვში აპირებს გაფრენას. სად იყო ამ დღეებში აშშ? არანაირი რეაქც

შსს: მანქანის დაუფლების მიზნით ტაქსისტი მოკლეს, დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა და თანმხლებმა პირებმა ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური

საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა

საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩამოვა. სამუშაო შეხვედრებს კი ხვალ გამართავს. ხავიერ კოლომინას სამუშაო ვიზიტი საქართველოში ერთ დღეს გაგრძელდება. ამის შემდეგ ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე მიულოცა. „ჩვენი დამცველები. ფრონტის ზონა ვუჰლედარში - მარინკას თავდაცვის ხაზი. დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მეომრებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!“- დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“. იპნ

„თავისუფლება ახლოსაა“ – რა ხდება ბელგოროდში

22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა. ინფორმაცია ამ მოვლენებზე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, მისი გადამოწმება კი საკმაოდ რთულია. ამ მასალაში „ნეტგაზეთი“ შეეცადა თავი მოეყარა აქტუალური და გადამოწმებული ცნობებისთვის. მასალა პერიოდულად გან

მედია - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“. „ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი

გუბერნატორის განცხადებით, ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „დღეიდან ბელგოროდის რაიონში „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მან გაიხსენა, რომ კონტრტერორისტული რეჟიმი აწესებს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს - მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებიდან დაწყებული ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების მრე

ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს - კინზინგერი კობახიძეზე

„ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს“,- ამის შესახებ „ტვიტერში“ ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს. ამით კინზინგერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის საქართველოში ვიზიტზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ  ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და საბაჟო სამსახური მხოლოდ ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ოჯახ

„ქალ კოორდინატორებთან შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს" - კვლევა მათ გამოწვევებზე

„არჩევნებში კოორდინატორი ქალები სხვადასხვა ტიპის რისკისა და გამოწვევების წინაშე დგანან”, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში”, რომელიც ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარმა“ და ორგანიზაცია ISFED-მა მოამზადა. ჯამში, კვლევაში მონაწილეობა 31-მა კოორდინატორმა ქალმა მიიღო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებიდან. კვლევაში ვკითხულობთ, რომ კოორდინატორი ქალების კვლევები ირღვევა ყველგან: როგორც პარტიის შიგნით, ასევე – გარეთ, რაც კოორდინატორების მიმართ

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - თუმცა კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე. 22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს მის მიერ უკვე გამოთქმულ

უკრაინული მედია - რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა - „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „მოხალისეთა კორპუსი“ საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნის

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა. ინფორმაციას უკრაინული მედია „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ლეგიონი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” რუსეთის ფედერაციის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს. რუსეთის თავისუფლების ლეგიონის განცხადებითვე, ისინი გააგრძელებენ „სვლას სრულიად რუსეთის განთავისუფლებისკენ“. იპნ

ანა ბუჩუკური - ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, ასამოქმედებელია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი აცრის და სტერილიზაციის პროგრამები

ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს. მისი თქმით, ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი მარტვილში გამოვლინდა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ძაღლების 70%-ის აცრაა საჭირო ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად. ასეთ დროს წყდება ცოფის გადაცემა ძაღლებში და საბოლოოდ - ადამიანში.  ასამოქმედებ

საზოგადოებრივ მაუწყებელში იზრდება მეურვეების რაოდენობა და არჩევის წესი - "ოცნების" კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიზრდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და მათი არჩევის წესი. ბიურომ კანონპროექტი დღევანდელ, 22 მაისის, სხდომაზე დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით: 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, მათგან ორ კანდიდატს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარადგენს. ამ დრომდე კანდიდატების დასახელების უ

„ჯეოქეისი“ - საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. „ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ სურს, გამოეხმაუროს საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ იმგვარი დისკუსიის ინიცირების მცდელობას,

2021 წელს თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო“ გრიფით 5 მილიონზე მეტი დანამატია გაცემული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში წერს, რომ 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. 2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი

უკრაინის „დივერსიული ჯგუფები“ რუსეთში შემოვიდნენ - ბელგოროდის გუბერნატორი

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიული ჯგუფი“ შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე გრაივორონის რაიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და FSB უსაფრთხოების სამსახური ზომებს იღებენ შეჭრის მოსაგერიებლად. მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ მიმდინარეობს. რუსეთის სახელმწიფო საინფო

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს.  ევროპის ჩემპიონები მარიამ რეხვიაშვილი, ანასტასია ჭიჭინაძე, კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე გახდნენ, ვერცხლის მედლებს მარიამ ცეცხლაძე და სოფია ლიმარი დაეუფლნენ, ბრიჯაოს მედლები კი ემილი გოგოლაძემ და ლუკა კილაძემ მოიპოვეს. რუსთავი 2

ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად

ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის, გააძლიეროს უსაფრთხოების სექტორი ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული მისია მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა აცნობა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი. თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.

ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა. უწყების განმარტებით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში,

ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს

აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. „ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთან

როგორ (არ) გააშუქა საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობა რუსულმა მედიამ

გასულ კვირას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა დაიწყო. პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს შესრულდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქცია გაიმართა თბილისის აეროპორტთან, იმავე საღამოს კი პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდა. 19 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ლავროვის სიძის ძმა საქართველოში დაქორწინდა და ქორწილს ყვარელში, ერთ-ერთ სასტუმროში იხდიდა. მედიაში გავრცელებული ინფო

ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება - სააგენტო ნოვოროსიისკში საზღვაო გადაზიდვაზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სომხეთის ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვის დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთის გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტ ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვა დაიწყო. სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუს
×
×
  • შექმენი...