ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ შემოაქვს მთავრობას ქვეყანაში ჩუტყვავილის ვაქცინა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანას აზრი ჰქონდეს და ეფექტური იყოს, რისკჯგუფების 80% მაინც უნდა აიცრას. როგორც მინისტრი ამბობს, სხვა შემთხვევაში ვაქცინის შეძენას აზრი არ აქვს.
ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს, 18 მაისს ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა ჰკითხა, რა პრობლემაა, რომ ჩუტყვავილის ვაქცინა არსებობდეს ქვეყანა
„საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია“ – ასე აფასებს 100-ზე მეტი ორგანიზაცია რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენის დაწყებაზე.
როგორც ორგანიზაციებში ამბობენ, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენას რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხი
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვა
Natia Mezvrishvili • ნათია მეზვრიშვილი
For English scroll down
- გუშინ ხელისუფლებამ ზუსტად 3 წუთში განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიისადმი დაქვემდებარების საკითხი - ანუ 3 წუთში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა 2024 წლის არჩევნებზე სასურველი შედეგის გასაფორმებლად.
- პარალალურად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩან
გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ - უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ „15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე და 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ გასცა თანხმობა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზი
საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე ისაუბრა ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ „ცუდი არაფერია“ უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენაში.
„თქვენ იცით, რომ ეს შეზღუდვა ცალმხრივად იყო დაწესებული. მივესალმები ა
კობახიძე და ოცნება მთელი ეს დღეები ცდილობენ მთავარი თემიდან აქცენტის გადატანას ბუღალტერიაზე. მთავარი თემაა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანონო გავლენების აღმოფხვრა, ბუღალტერიაა ნებისმიერი მოლაპარაკება 5 არამოსამართლე წევრზე, საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილების გამორიცხვით (რაც ოცნებამ ორშაბათსვე ცხადად და ნათლად გამორიცხა), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ფორმულას“ ცნობით, კეზერაშვილი მიუთითებს, რომ ქოლცენტრებთან მისი კავშირის შესახებ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ არ წყდება.
„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავში
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში.
მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში“,- ნათქვამი ორიგიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე ორგანიზაციის იურისტები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე მუშაობენ.
publika
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, 23 წლის აშოტ ფაშინიანის გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება. გამოძიების მტკიცებით, გამტაცებელი 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცის დედაა, რომელიც სამართალდამცვებმა უკვე დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტი აქვეყნებს აშოტ ფაშინიანის მონაყოლის საფუძველზე განცხადებას. ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, 17 მაისს 12:47-საათზე აშოტ ფაშინიანმა ერევანში სააპელაციო
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც “სტუმრებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას” ითვალისწინებს.
კონკრეტულად, რა მიიჩნევა “შეუსაბამო” ჩაცმულობაში, კანონპროექტის განხილვის შესახებ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის.
“განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განმარტა, საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვა
მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს რუსეთს ოკუპირებული, როცა რუსეთს დაკავებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში, ქვეყანა, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რ
1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მი
19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე
"
ოპოზიციონერი დეპუტატი რომ გქვია, ქვეყნის მომავალი რომ სასწორზე დევს, პარლამენტში ოლიგარქის ,,ოცნება" არაკონსტიტუციურად, ხელის გადაგრეხვის პრინციპით რომ საგამოძიებო კომისიებს არ გაქმნევინებს და ამ დროს, ფარულად ისევ ,,ოცნება"-ს ურიგდები დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატისთვის დამატებით სამი არამოსამართლე წევრით გამდიდრებაზე, ნაცვლად შენსავე დასაცავად, გამზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერისა, რა უნდა გიწოდოს ამ შემთხვევაში ხალხმა?!
P.S. არადა უკვირთ ხო
კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს.
სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რ
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.
ცნობისთვის, გუშინ, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარ
ანსამბლი „მართვე“ აცხადებს, რომ აშშ-ში ივლისში დაგეგმილი გასტროლზე ვერ მიდის. ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით მიზეზი აშშ-ის საელჩოს მიერ ვიზების დროულად არგაცემაა.
„მართვეს“ წევრებისთვის აშშ-ის ვიზების დროულად არგაცემაზე ინფორმაცია თავდაპირველად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. ამის შესახებ კობახიძემ 16 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აშშ-ის საელჩოს სავიზო პოლიტიკის კრიტიკისას ისაუბრა.
კობახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის მიერ სავიზო განაცხადების დაკმაყოფილები
დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.
როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი.
„დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ზურაბ გურასპაშვილი
კანდიდატი სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა.
დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 ივლისი.
უმაღლესი განათლება: 1999-2004 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხიას ფილიალი, იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება: 2006 წელს გახდა სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომ 2010 წლამდე იყო პროკურ
ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის და ასე შემდეგ, რატომ შეიძლება, დარტყმის საფუძველი გახდეს საქართველოს წინააღმდეგ და რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირ