„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის. საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა.
კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისუ
„უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანება არ არის რაღაც საჩუქრის მსგავსი, ან რასაც ეს სახელმწიფოები იმსახურებენ… ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, — მიიჩნევს გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი.
„ნეტგაზეთი“ მას თბილისის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა.
ევროკავშირის კანდიდატობა
„ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო პრიორიტეტებს. გადაწყვეტილება ნაწილობრივ დამოკი
ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი განცხადებით, "ოცნების" მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში, სინამდვილეში, კი ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვთ, რომ 90 ხმას "შეუკრავენ" ზუსტად ისე, როგორც იუსტიც
მორიგი ტყუილი “გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა” და “გახარია კოკაინშიკია”-ს შემქმნელებისგან, ანუ რუსთავი 2-ის ტყუილების ახალი გამოშვება.
ფეიქების გავრცელებაში მაგრები გახდით, მაგრამ აბა, იმდენად მაგრები თუ ხართ, ეთერი გაგვიხსნათ და მოგვიწვიოთ ხოლმე - თუ ნაცებთან ლაპარაკი უფრო კომფორტულია თქვენთვის?
აი, ასე გახდა ოცნების ხელში რ2 ნაცების დროინდელი რ2-ის ზუსტი, მაგრამ უფრო ღიმილისმომგვრელი ვერსია.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეუტატი.
უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს საარტილერიო დარტყმა იყო.
“ორივე მიმართულება - სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგები.
ამ ორი უწყების გაერთიანების მიზანი იყო ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება, მობილურობა, უფრო ეფექტური მართვა და ნაკლები ბიუროკრატია, მაგრამ რეალურად ეს შედეგი არ დამდგარა, იმიტომ, რომ ოპტიმიზაციის კუთხით ხარჯების არანაირი შემცირება არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით, რომ უბრალოდ ორი მინისტრის ნაცვლად ერთი მინისტრია და ერთი უწყებაა. ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით შედეგი არ ყო
უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის დანიშვნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Telegram-ზე რადას დეპუტატები ავრცელებენ.
უმეროვის კანდიდატურას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დეპუტატების განმარტებით, დანიშვნის პროცედურა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე ჩატარდა. სახელმწიფო მეთაურს რადაში მუდმივი წარმომადგენელი წარადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში რუსტემ უმ
„ეს იმედგაცრუება იქნება ხალხისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა“, – მიიჩნევს კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.
როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები უკრაინაზე, რას ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მხრივ, რამდენად (არ) უშლის ხელს ევროინტეგრაციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – ვოლკერმა „ნეტგაზეთის“ ამ და სხვა კითხვებს თბილისში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისას ჩაწერილ ინტერვიუში უპასუხა.
კონფერენციის მრავალი
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ.
როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ასევე, იმპიჩმენტის მიზანი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანებაა.
„შოვის თემამ მათი სისტემების პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის იდეოლოგიური ხაზი და
როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა.
„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე,
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“.
„მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
იპნ
“ჩვენ ვთქვით, როცა კომისია შეიქმნება, მისი დასკვნა უნდა იყოს დამაჯერებელი და პოლიტიკისგან დაცლილი. ეს მიზანი კი მიიღწევა მხოლოდ თანმიმდევრული ნაბიჯებით. თანმიმდევრულობა კი გამოიხატება შემდეგში: დასვა პროფესიული კითხვები და დაელოდო პასუხებს. არ მოვა ეს პასუხები? დაელოდები მინისტრს. მინისტრმაც თუ ვერ გასცა შესაბამისი პასუხები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძიო კომისიით.
აი ეს იყო ჩვენი სტრატეგიული მიზადი და ის რითაც განვსხვავდებით სხვა პარტიებისგან .”
კახაბერ ქემოკლი
„რთული დღეები გვიდგას“ – ასე აფასებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ამჟამინდელ ურთიერთობებს დევიდ კრამერი – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი.
„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კრამერმა არ დაიშურა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით – უარყოფითად შეაფასა „ოცნების“ ზოგადი საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების ხაზი, კიდევ ერთხელ ისაუბრა დამატებითი სანქციების საჭიროებაზე, ჩინეთთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი დ
კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება.
გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც.
აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებ
გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver.
გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მა
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ანალიტიკოსს, ნატალი საბანაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ცხელი ზაფხული იყო, მათ შორის საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ არდადეგებზეც ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
დაგიკავშირდით ახალი პოლიტიკური სე
ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა.
პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს".
ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შაანსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს.
მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლი
„ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება.
ჩვენ საგამოძიებო კომისიას, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტს კი არ ვეწინააღმდეგებით. “ნაციონალური მოძრაობის” ამ დროს, ამ მოცემულობაში, ამ ფორმით დაყენებული საგამოძიებო კომისია ვერ დაადგენს ვერანაირ სიმართლეს და რატომ?
პირველი- შემოიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის
“საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა.
მაშინ, როცა საპარლამენტო ბერკეტები გამოუყენებელი გაქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალურ-სამართლებრივადაც გაუმართავია.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა პოლიტიკური მდგენელისგან იყოს სრულად დაცლილი.
ხვალ კენჭისყრაზე ამ საკითხის გამოტანა არის პირდაპირ ოცნების თამაში,
გახარიას გუნდს სურს სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის დადგენის რესურსი შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა.
ინტერპელაცია ხომ ნაციონალური მოძრაობის მოწვეულია, თუ არ ქონდათ მოლოდინი სიმართლის დადგენის და თუ არ თვლიდნენ, რომ ინტერპელაცია შედეგის მომტანი იქნებოდა, მაშინ რატომ მოიწვიეს. ჩვენ ჩვენით მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, როცა კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხი
პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკ
“ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ საკითხზე დადგინდეს სიმართლე, დადგინდეს ჭეშმარიტება, მათ შორის ნებისმიერი საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებით, მაგრამ ეს უნდა იყოს თამნიმდევრული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთ მხარის გადაწყვეტილებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, "ოცნებამ" შეძლოს და ამ უმძიმეს ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალოს.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი
375309744_1198928058175919_1122801995081212257_n.mp4
რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
კუზმინოვის და მისი პილოტ