Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლანჩხუთის მერი - ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახია - გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ. „მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა

ბერდია სიჭინავა - ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები? (ვიდეო)

ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები?   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 374652513_1300148120613093_6982611464863588345_n.mp4

პრეზიდენტი მოქალაქეებს - მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში, ამაყი ვარ, რომ ამას დღეს ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი

თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპული პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში. „საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლო

პრეზიდენტი - ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი - თუ ხელისუფლება გაიგებს და შეეგუება, იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული - თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი ი

მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად

სალომე ზურაბიშვილი - მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს - მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულებაა

ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. „მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ

დღეს, 21:00 საათზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

დღეს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

„ფაქტობრივად, წამალი ხელში გვიჭირავს“ — აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მათი შვილების „ვოზორიდიტით“ მკუნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ მაკუნა გოჩიაშვილი ავრცელებს: „ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვ

მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს საშუალება, თუ ოჯახი არ მომეხმარა – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას არ უჩნდება კითხვა იმაზე თუ როგორ შეძლო პრემიერ-მინისტრმა ევროპამდე ჩარტერული რეისის თანხის გადახდა. მდინარაძის თქმით, მან დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრემიერის მიერ გაწეულ ხარჯებზე ინფორმაცია დეკლარაციაში მოხვდება. ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადად მას საშუალება, რომ ჩარტერით ევროპაში გაფრინდეს, რაზეც მან უპასუხა: „მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალ

ჯოზეფ ბორელი საქართველოშია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის

კახაბერ ქემოკლიძე - 19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალურ მოძრაობას" (და აწ უკვე "ოცნების" თუთიყუშებს) ცივი წყალი გადაესხა

19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ენმ-ს (და აწ უკვე ოცნების თუთიყუშებს) ცივი წყალი გადაესხა., - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მოიგო სახელმწიფომ, ხოლო პოლიტიკურად წააგო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოც

ანა ბუჩუკური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - გახარიასთვის რომ დაეჯერებინათ, მელია იქნებოდა სწორი ფორმით დაკავებული და ხელისუფლებას მის გამოსაშვებად სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ამნისტირება არ მოუწევდა

"19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით იმეორებს, რასაც წლებია ჩვენი გუნდი ამბობს: ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შტურმს. გახარიასთვის რომ დაეჯერებინათ, მელია იქნებოდა სწორი ფორმით დაკავებული და ხელისუფლებას მის გამოსაშვებად სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ამნისტირება არ მოუწევდა. გაგრძელება იქნება…" ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ორ დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს

ქვედანაყოფ „ფოლადის საზღვრის“ მებრძოლებმა ხარკოვის ოლქის ორ სოფელში, სტროევკასა და ტოპოლიში უკრაინის დროშა აღმართეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებები რუსეთთან საზღვარზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს. „ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ, ნაღმების გამო ამ ტერიტორიაზე არავინ შესულა, მაგრამ ახლა მესაზღვრეებმა უსაფრთხო გზა გაკვალეს და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს“, - აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში. ipn

ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი, თოვლჭყაპი - საქართველოს რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი: ზოგან სეტყვა, ზოგან ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა; 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტე

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა - საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს არ დაუდგინა დარღვევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა. საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას. პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი: მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლ

ენტონი ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ

შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა. საუბარია 5.4 მილიონ აშშ

მიხეილ დაუშვილი - აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ, გიორგი გახარია არ ყოფილა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ, არ ყოფილა. მისი თქმით, სანქცირების პროცესი არა სურვილებზე, არამედ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა აწყობილი. „რაღაცას რომ ამბობ, მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანო, მანდ რეალობა რა იყო, გიორგი გახარია მისული იყო იმ სასტუმროში, უნდა გამართულიყო შეხვედრა, თან ეს შეხვედრა არ იყო „ნაციო

იენს სტოლტენბერგი - პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. „ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რ

პროგრამის მეტადონს ცენტრის თანამშრომელი უკანონოდ ასაღებდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” თანამშრომელი დააკავა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ეუფლებოდა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ პრეპარატს და ასაღებდა.

გიორგი შარაშიძე - მოვუწოდებ კალაძეს სასწრაფოდ დაიწყოს აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟი, შეასრულოს პირობა, რომ ამ ადგილას მხოლოდ 2-3 სართულიანი მცირე ტერასული ნაგებობა აშენდებოდა!

"კალა მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა დააბრალა, ხალხს აჯერებენ, მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულიაო. ამ ფოტოს კიდევ ერთხელ კარგად შეხედე კალა მერო და რასაც თბილისს დ ამ შემთხვევაში ტვერელის ტაძარს უკეთებთ ერთგვარი კი არა, სწორედაც რომ უდიდესი დანაშაულია, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება! მოვუწოდებ თბილისის მერს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟის დასაწყებად და იმ პირობის შესასრულებლად, რაც

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭუ

ბექა ლილუაშვილი - არც ერთ წერილზე, რომელიც ეხებოდა შოვის ტრაგედიას, პრემიერ ღარიბაშვილს პასუხი არ გაუცია. ასევე არ გაუცია პასუხი არც ერთ მინისტრს სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით და რომლებზეც პასუხის გაცემა, წესით - სავალდებულოა!

"პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე: " საპარლამენტო მუშაობაში, არის საზედამხედველო მექანიზმები და პარლამენტის წევრებმა, მიმართოთ ღია კითხვებით შესაბამის უწყებებსო და მიიღოთ პასუხები-ო"  ბატონო შალვა, მოგმართავთ საჯაროდ: თქვენ, არ გამოიყენეთ შესაძლებლობა 12 რეკომენდაციის შესრულებისას, რეალურად გაგეძლიერებინათ პარლამენტის ზედამხედველობა, მაგალითად "პარლამენტის წევრის კითხვაზე" პასუხის დაგვიანებისას დაგეწესებინათ პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმი! ეხლა კი ცდილობთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ მოქმედი მ

„საქართველოსთვის“ - „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს

„ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი „ლოიალური ცესკოს“ მიერ

თბილისში მტკვარში ბავშვს ეძებენ

თბილისში მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მტკვარში ბავშვს ეძებენ. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულია შეტყობინება მდინარეში ადამიანის ჩავარდნის შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
×
×
  • შექმენი...