რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებუ
ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები. 21-ე საუკუნეში საბავშვო ბაღში რომ სათამაშოს ქონა გაგიხარდება ადამიანს, იქ კომენტარიც ზედმეტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი მაია კახნიაშვილი წერს.
მისივე განცხადებით, პარტია საკრებულოს ყველა სხდომაზე აყენებდა საკითხს საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემების შესახებ.
"კერძოდ: ინვენტარის (თეფშები, ლამბაქები და ფინჯნები), სათამაშოების
რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.
88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე.
ამის თაობაზე "ფეიბუსქის" პირად გევრდზე მისი შვილიშვილი დეიკო მხეიძე წერს:
"მე ბაბუა აღარ მყავს, საქართველოს - დიდი ადამიანი. ახლა ნამდვილად ბევრს იქეიფებს თავის დიდ მეგობრებთან ერთად, ბევრს იცეკვებს, ბევრს იმღერებს..."
ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა.1975 წელს დაამთავრა ი
პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV.
მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში.
მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას.
ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეას
კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კინოცენტრის დღეს გამოქვეყნებული განცხადება რეჟისორ ნინო კირთაძეს უკავშირდებოდა და ნათქვამი იყო, რომ „კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული”.
გაგა ჩხეიძე წერს, რომ მან კირთაძე ნამდვილად დანიშნა 2019 წელს, „ევრიმაჟში” ერთპიროვნულად, რადგან მისი თქმით, ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელით და საერთაშ
„აზოვის“ ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის პროკოპენკო (რედისი), თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, პერსონალს შეხვდა.
„აზოვის“ ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამჟამად რეაბილიტაციას გადის და მალე განაახლებს სამსახურს.
„ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შატილის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა:
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ — ვკითხულობ
უხვი ნალექის გამო ქუთაისში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის “ქუთაისიპოსტის” ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლიც დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უწყების სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.
ამასთან, გენშტაბ
„ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად, მეტყველებს განზრახვებზე. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი უმრავლესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენენ“.
ლილუაშვილი აცხად
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
„ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა.
„მტერი ორი დღეა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა. ჩრდილოეთ ფლანგზე ვცდილობთ პოზიციების შენარჩუნებას, მტერი თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა მალიარმა.
ქართველ მოდელ მატილდა გვარლიანთან ერთად ვემზადებით მომავალი დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასასვლელად. ესპანელი ფოტოგრაფის, ხავიერ რუისის ფოტოსესია ძალიან ზუსტად გადმოსცემს ჩვენს მხიარულ განწყობას: მზიანი ამინდი, მსუბუქი საზაფხულო კაბა, ახლად დაკრეფილი ყვავილები და წვნიანი, მწიფე კენკრა.
ბომონდი
24 წლის სპორტსმენი, ოზურგეთელი მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია.
მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი, ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე).
„მოხდა ისე, რომ 22 წლის ოზურგეთელი, მზევინარ შარაშენიძე უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას წოდებაზეც ოცნებობს. თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში, როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნო
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი.
იპნ
საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა.
საარსებო შემწეობის მიღების უფლება
რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად რეჟისორმა დაუდასტურა.
მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა.
ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს.
ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრ
რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია.
"ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების
"ეს ომი რომ დასრულდება, ამ ზავის ნაწილი თუ არ იქნა საქართველო, საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგული სიცოცხლე, ამდენი დაღვრილი სისხლი, ამდენი დამოუკიდებლობისთვის გაწირული ახალგაზრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წელს - ვინ იხდის ამის ფასს? ხალხს რას ეუბნებიან? მაშინ როდესაც უბრალოდ არაფერი რომ არ მოიმოქმედო - გაჩუმდე, ხმა არ ამოიღო, იმ ხალხის ოცნება ასრულდება."
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თა
მაშინ, როცა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, ეს ზრდა არ აისახება საზოგადოების მრავალ სეგმენტზე, მაგალითად - არაფერი შეცვლილა სტუდენტებისთვის. უფრო სწორად, შეიცვალა უარესობისკენ - უძრავი ქონების ფასის გაზრდის გამო, მათ ბინის ქირა გაუძვირდათ., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 800 000 ამერიკელ სტუდენტს სესხი გაუუქმა., ჩვენთან კი, ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პ
ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ახლა, როდესაც ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური და შინაარსიანი,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ თვეში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის გარგრის მფლობელი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია Opyodoc ავრცელებს.
სტუდიის ცნობით, “ფილმი აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება, რომლის არსებობის ერთადერთი და უკანასკნელი დოკუმენტი, დღეს სწორედ ეს ფილმია”.
”საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთა