24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.
მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კ
სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა.
„როიტერს
„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა.
გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლო
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა.
გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყებ
სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“.
მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“.
პუბლიკა
21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გოგებაშვილზე პოლიციამ „ჩხრეკის მიზნით“ გააჩერა.
ლაშა ჟღენტთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა მისი ძმაც. ლუკა ჟღენტი ამბობს, რომ „პოლიციელები იყვნენ აგრესიულები და მის ძმაზე ფიზიკურად ძალადობდნენ”.
ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე ამბობს, რომ ამბის მედიით გაშუქების შემდეგ მას ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გაჩუმდეს. ის ამბობს, რომ მოითხოვა პოლიციის სამკერდე ჩანაწერებიც, თუმცა უთხრეს, რომ „ასეთი არ
საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წერს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
publika
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს და ამჟამად სამხედრო კომენტატორ იგორ სტრელკოვს [გირკინს] მოსკოვის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მას ბრალი ედება ექსტრემისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებაში. სასამართლომ კი 18 სექტემბრამდე მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს მიიღო.
იგორ სტრელკოვი აღკვეთის ღონისძიების სახ
ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს - “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”.
„უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედ
ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რამე პატარა ლოჯისტიკური გზა არაა. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგები
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს - ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში.
შუადღის დაახლოებით სამ საათზე "რაშისტებმა" სოფელი არტილერიით დაბომბეს - ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ - 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.
გარდა
მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეს დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ.
ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ა
“სკეპტიკურად ვართ განწყობილი პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან გაერთიანებაზე. კონკრეტულ ინდივიდებთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა გამოვრიცხავთ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ ნაც-ქოცური ალიანსის ეპოქა.
პარტია “საქართველოსთვის” შედეგი გაცილებით მაღალი იქნება 2024 წლის არჩევნებზე, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ამ ორი პარტიის მხრიდან მავნებლური ქმედებების გაგრძელება, ეს ნაწილობრივ შევძელით თვითმმართველობის არჩევნებზე და აუცილებლად შ
გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს.
ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-
გულიდან სისხლისა და უჯრედების მოშორების შემდეგ რჩება შემაერთებელი ქსოვილის „ჩონჩხი“. ტეხასის გულის ინსტიტუტის მეცნიერი დორის ტეილორი ამ „გულ-მოჩვენებას“ ღეროვანი უჯრედებით, ჟანგბადითა და სისხლით ამარაგებს – შედეგად იზრდება გულის ახალი ქსოვილი. ასზე მეტი საცდელი გული მზადაა გადასანერგად. – პატრისია ედმონდსი
ფოტო: ტეხასის გულის ინსტიტუტი
National Geographic Magazine საქართველო
“2021 წელს მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ მოვახერხეთ, რომ “ქართული ოცნება” გადავიყვანეთ ოპოზიციაში და არ მივეცით “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება, ერთპიროვნულად ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს არ შეფასდა, რადგან ჩვენ გარდა არავის პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა.
ჩვენი გუნდი ძლიერად იქნება წარმოდგენილი 2024 წლის არჩევნების შედეგებით და არ მივცემთ არც “ოცნებას” და არც “ნაც. მოძრაობას” უფლებას, ერთპიროვნულად წყვიტონ ამ ქვეყნის ბედი.”
“ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განცდა და შიში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ეს არის “ოცნების” ელექტორალური ქცევის ფსიქოტიპი. „ქართული ოცნების“ ელექტორალური გათვლა ნიშნავს ამ პოლიტიკური საფრთხობელის შექმნას. მარტივია ამის ინტერპრეტაცია - ყველაფერი, რაც აძლიერებს ან ქმნის ილუზიას, რომ აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ორად აძლიერებს „ქართულ ოცნებას”.
თუკი „ნაციონალუ
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ F-16-ები შეძლებენ“, - აღნიშნა ჯინ კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.
უკ
უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 680 ჯარისკაცი, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა 4 ტანკი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 240 690-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 133 ტანკს, 8 080 ჯავშანტექნიკას, 4 610 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 7 1
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ექვსი თვით, 2024 წლის 31 იანვრამდე, გააგრძელოს სანქციები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე.
ეს სანქციები, რომლებიც პირველად შემოიღეს 2014 წელს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან.
ისინი ამჟამად შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის, ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი
უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური ბომბების გამოყენება, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
გამოცემის ანონიმური წყაროს თქმით, კიევი ამ ბომბებს იყენებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსული ძალების კარგად გამაგრებული პოზიციების შესარყევად. კერძოდ კი, ბომბების მიზანია დაანგრიოს რუსების სანგრები, საიდანაც ისინი უკრაინელთა წინსვლას აფერხებენ.
ვაშინგტონმა შვიდ ივლისს დაადასტურა, რომ უკრაინელებისთვის კასეტური ბომბების გადაცემას გე
აშშ-მ რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას სანქციები დაუწესა.
„იუნისტრიმი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის, იტყობინება რუსული მედია.
„ნეტგაზეთის“ დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო ფულის გადმორიცხვისთვის. მიუხედავად „იუნისტრიმის“ სანქცირებისა, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შესაძლებელი რჩება, მაგალითად, „ზოლოტაია კარონას“ სისტემით.
თავად „იუნი