Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა დაკარგულს კი ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების მიერ დღეს სამი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. მისი თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ა

ანდრეი ერმაკი - უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. “ცოტა ხნის წინ [5 აგვისტოს ჯიდაში შეხვედრისას] 43 ქვეყანა იყო, დღეს უკვე 58-ია. ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის და კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნების დიდი რაოდენობაა, რომლებსაც შემოერთება სურთ”, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის ყოველ პუნქტზე სამუშაოდ უკვე 10 ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც როგორც უკრაინული, ა

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო - მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები. უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა

რიკოთზე გამაგრება 77 ფერდს უტარდება - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, გამაგრება 77 ფერდს უტარდება. ამის შესახებ მან შოვში, სტიქიის ზონაში მედიასთან ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გად

გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ დასკვნას აქვეყნებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები. „დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალი

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია - ეს კეთდება მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე

გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის ამოცანა არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება „შავ სიაში“ - ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე

რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა, ანუ „შავ სიაში“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება ისეთი პროცედურების დაცვით ხდება, რომ სანქცირებულ, „შავ სიაში“ მყოფ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია. „უბრალოდ შეუძლებელია, იმ პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი

რომ გვქონოდა სპეციალური სეისმური გეოფონების სისტემა, ეს იქნებოდა სწრაფი შეტყობინების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი - გოდოლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის მიერ განრცელებული ინფორმაციით, დაამუშავეს ცენტრის სეისმური სადგურის მონაცემები, საიდანაც ჩანს რომ სტიქიის აქტიური ფაზა (ჩასახვის ზონაში) დაიწყო 14:56 საათის შემდეგ რამდენიმე წამში და პიკური აქტიურობა გაგრძელდა დაახლოებით 8 წუთი. რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა. მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მერვე დღ

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი. “გრძელდება შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ. მისივე თქმით, მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა. „10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდ

გიორგი შარაშიძე - კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს

"კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს არც კალა მერისგან და არც ივანიშვილისგან. პირველი ტყუილი ხომ არაა ბოლოსდაბოლოს… აქ მთავარი სხვა რამეა (თუმცა ტყუილებზე პასუხისმგებლობის დროც მალე მოვა) - კარგი, ვითომ ნაჩუქარს რომ ყიდი გავიგეთ, ესეც აღარ გვიკვირს, მაგრამ ვისზე ყიდი? ნაცზე?  ასეთია ნაც-ქოცური ალიანსის ლოგიკა, რომლის მიხედვით თბილისელების ინტერესები საკუთარ მერკანტილურ ინტერე

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში დააკავეს საკრუიზო რუსული გემის პროტესტის გამო, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შევიდა. მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 23 მოქალაქე დააკავა. პუბლიკა

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ბევრი სიცრუე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ - დღეს გიპასუხებთ ყველა დასმულ კითხვაზე

რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ, ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება მოვისმინეთ. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში განაცხადა, რითაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, 18:00 საათზ

თემურ მღებრიშვილი - მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათ კალაპოტიდან ამოღება

მდინარეში [რიონში] აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული. „ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნ

ანა ბუჩუკური - ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები... ჩვენმა გუნდმა სადეპუტატო კითხვებით უკვე მივმართეთ მთავრობას

ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.   მისი თქმით, ტრაგედიის პირველივე დღიდან “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”  ტრაგედიას ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით იყენებს. "ახლა ეს კომისიაც იქ

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთში აფეთქებები უფრო ხშირი და ეფექტური გახდება

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს - როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს - საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება", - აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსე

„დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა" - ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი კომპანიის განცხადება

კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი”, რომელმაც ლაგუნა ვერე შეისყიდა განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება”. „დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა პროექტი გაჩერებული – DRI

“ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა ძველი და ახალი პროექტი გაჩერებულია”, – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ახალ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარებას შეეხება. ორგანიზაციის ცნობით, მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები – განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის  დევნილთა ჩასახლება და გა

„ქართუ ფონდმა“ ლაგუნა ვერე გაყიდა

„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა და ახალი მფლობელი შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტია.“ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია „ნეო სითი დეველოპმენტის“  საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ნეო სითი დეველოპმენტის“ მესაკუთრე და 100%-იანი წლის მფლობელია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და VI-VIII მოწვეევის პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვ

რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცხედარი მდინარის კალაპოტში სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მისივე თქმით, გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშრებით აღმოჩენილია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური. „აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღო

გაერო-ს წარმომადგენელი ზაპოროჟიეზე თავდასხმაზე - კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე

კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის დენის ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსების მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად სასტუმრო Reikartz-ის დაზიანებას ეხმაურება. "შეძრწუნებული ვარ ახალი ამბებით, რომ სასტუმრო, რომელსაც ხშირად იყენებენ გაერო-ს თანამშრომლები და ჩვენი კოლ

თამარ გაბუნია - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის - თუ აქამდე იყო წელიწადში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონეებისთვის, ახლა ნებისმიერი იქნება პროგრამის მოსარგებლე

თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო. მი

ონის მერი - დღეს დაიწყება შოვში გარდაცვლილი იმ მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილთა ოჯახებთან

ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან და დღეს დაიწყება იმ გარდაცვლილი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს ონის მერია უზრუნველყოფს. „კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას

ონში მაშველების მიერ გადარჩენილი ჩეხი მზარეული, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის საკვებს ამზადებს

"ჩეხი ოჯახი, რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და ონის მაშველებმა გამოიყვანეს, მზარეული Michal Bartak-ი. მისი ინიციატივა იყო რამით დახმარებოდა რაჭველებს და ყოველ დღე ოპერატორები, ადამიანები, ვინც ტექნიკაზე ოპერირებს, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის, სასწრაფოს პერსონალისთვის, პოლიციელებისთვის დღეში ორჯერ, ჯამში 400 კაცზე აკეთებს საჭმელს, სუპებს, გულიაჟებს და ა.შ"- წერს Sal Lien-ი სოციალურ ქსელში. რუსთავი2
×
×
  • შექმენი...