Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გზების დეპარტამენტი - შოვში დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები - ძებნისა და გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვოს, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობეაზე. „ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა დ

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა. „თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია - საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება

ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება. “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევ

ამ დროისთვის ცნობილია რომ შოვში 2 რუსთაველი გარდაიცვალა

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. "ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. "დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალი

მოლდოვაში უკრაინისკენ მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა

მოლდოვაში უკრაინაში მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, საუბარია მატარებელზე, რომლითაც მარცვლეული უკრაინის პორტ „რენიში“ გადაჰქონდათ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი კულმა-ჩადირ-ლუნგას მონაკვეთზე იმყოფებოდა. ლიანდაგიდან სულ ექვსი ვაგონი გადავიდა. „ავარიის სავარაუდო მიზეზი ძლიერი სიცხე იყო, რის გამოც რელსების ნაწილმა მდგრადობა დაკარგა“, – ნათქამია ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე, ხოლო 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე დაეშვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00

„შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, გამოიღვიძეთ!“ - მოქალაქე მთავრობას მიმართავს

მოქალაქე გიორგი კაცელაშვილი სოციალურ ქსელში ჯუთასკენ მიმავალი გზის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.  მისი თქმით, გზა ამორტიზებულია, ფერდობის ქვეშ კი მდინარე გადის და ამ მიმართულებით გადაადგილება უდიდესი რისკისშემცველია.  „ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთიდან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. "ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,

უკრაინელებმა რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს

5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „2023 წლის 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე ირანული "შაჰედ-136/131" თავდასხმის დრონებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უ

შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია – აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროდ დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. 7 თუ 8 ბავშვია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 18 ადამიანს ეძებენ. რაც შეეხება დაღუპულებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის ბავშვები. ბოლო ინფორმაციით,   სტიქიის ზონაში დაღუპ

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. palitranews

უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა. „სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან შეგვეძ

შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს. როგორც თანდილაშვილი განმარტავს, სპეციალისტები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მინისტრის მოადგილის თქმით, შოვში, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრას ჰქონდა ადგილი. „პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო, ნამდვილად, უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. მინდა ხაზგასმით აღვ

შსს - სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნ

შოვში ნაპოვნი 16 დაღუპულიდან ერთ-ერთი ქსენია ტრიჩევაა

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. "დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 7 პირია იდენტიფიცირებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 15 პირიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. მღებრიშვილის თქმითვე, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. „ამ დროის მონაცემებით, დღეს 4 ცხედარია ნანახი, გადასვენებული არიან პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 15 ცხედარია მოძიებული და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯის ლოკაციაზე ხდება აღნიშნული ცხედრების მო

ჩემი და კონტაქტზე არ გამოსულა, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – სამირა ისაევას ძმა

შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. „ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. „არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყ

შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას. ამასთან, გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. „ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ე

საქართველოში იაპონიის საელჩო - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, იმედს ვიტოვებთ, ყველა, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში

საქართველოში იაპონიის საელჩო უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. „იმედს ვიტოვებთ, ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის სიტყვები ევროკავშირის კომისარმაTwitter-ზე გამოაქვეყნა. „სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულოვთ ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს ოლივერ ვარჰეი. იპნ

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი,

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს
×
×
  • შექმენი...