Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოწმებული 1339 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 968-ს დაუდასტურდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი - ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 3 იყო არასრულწლოვანი, რომელთაგან ყველას ნარკოტიკული თრობა დაუდა

თემურ მღებრიშვილი - ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება - ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას

ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება , - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. თემურ ღებრიშვილის თქმით, ხვალისთვის იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა. „აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად დაშავებული 25 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლი კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მარ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია, ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თ

კახაბერ ქემოკლიძე “Killers”-ის ინციდენტზე - მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდების კოგნიტურ აღქმებზე ზემოქმედება

“Killers”-ის ინციდენტზე: მიუხედავად იმისა რომ შემთხვევითობის ალბათობა შეიძლება 15-20%-ს სცილდება მე მგონია, რომ ეს იყო კლასიკური “ჰიბრიდული სადაზვერვო” (Hybrid Intelligence) ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა ე.წ. გავლენის (Influence Operation) და ფსიქოლოგიური (PsyOps) ოპერაცია. მიზანი იყო ქართული ახალგაზრდა საზოგადოების კოგნიტურ აღქმებზე ზემოქმედება. ამ “ქეისის” მიზნობრივი შედეგი იყო: ცნობადი/გავლენიანი ამერიკელი მომღერალი ქართველებს ურჩევს რუსებთან მეგობრობას”!!!

„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის 2023 წლის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. ნომინანტებს შორის 19 ფილმი მოხვდა. უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას. მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება. ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. ამის შესახებ ბაბლოიანმა გამოცემა The Insider-ს მოუყვა. The Insider-მა ვრცელ მასალაში თავი მოუყარა რამდენიმე ჟურნალისტისა და აქტივისტის ისტორიას. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ მათი ვარაუდით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა მოწამლეს. რას ჰყვება ირინა ბაბლოიანი? როგორც „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი იხსენებს,  2022 წლის ოქტომბერში მ

მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც 2 დღის წინ ეჭვი შეიტანა შოვის სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მონაყოლში, დღეს აცხადებს, რომ თავის განცხადებას ნანობს. მმართველი პარტიის ლიდერმა ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. „ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან და შემდეგ შევხვდი. პირველ რიგში მინდა

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველ ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 133 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1064 ვაკანტურ ადგილზე 1092 მსურველის განაცხადი დარეგისტრირდა. „საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, კანონმდებლობით განს

The Killers-ის საქციელისა და ქართველი მსმენელის პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა

The Killers-ის საქციელისა და ქართველი მსმენელის პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა.  "შეძახილები და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსები მათი "ძმაა", — წერს The Guardian.  "The Killers-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ შოუს დროს საქართველოში სცენაზე რუსი დრამერი გამოიყვანეს, თაყვანისმცემლებს კი "ძმები და დები" უწოდეს, რამაც მაყურებლის გაბრაზება გამოიწვია", — წერს Reuters.  გაიგეთ მეტი: https://go.on.g

აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა. მომხდარის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. ipn

გიორგი შარაშიძე - კალა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ყველაფერზე ილაპარაკა ლაგუნა ვერეს და იპოდრომის გარდა

"კალა მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყველაფერზე ილაპარაკა ლაგუნა ვერეს და იპოდრომის გარდა! ვითომ არაფერი მომხდარა, ვითომ თავად არ ამცნო თბილისელებს დიდი ზარზეიმით, რომ იპოდრომი და ლაგუნა ვერე ივანიშვილის ქართუ ფონდისგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საჩუქრად გადადიოდა! დღეს, როცა გაირკვა, რომ იპოდრომის ნაწილი და ლაგუნა ვერე აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიით თბილისის მუნიციპალიტეტის ნაცვლად კერძო კომპანიის საკუთრება გახდა, ნაცვლად იმისა, რომ დეტალურად განე

მიხეილ დაუშვილი - ეს ვთქვი ახლა მე, რატომ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს? ამით ატყუებთ მაყურებელს (ვიდეო)

''ეს ვთქვი ახლა მე? რატომ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს? ამით ატყუებთ მაყურებელს''. მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  368001078_310230408241258_1275732367824654836_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - რატომ ვამბობთ საგამოძიებო კომისიაზე უარს ამ ეტაპზე და როგორ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის'' ეს ქმედებები „ოცნებას'' (ვიდეო)

რატომ ვამბობთ საგამოძიებო კომისიაზე უარს ამ ეტაპზე და როგორ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის'' ეს ქმედებები „ოცნებას''. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  366978200_250063701284334_2290431925434750322_n.mp4

იდენტიფიცირებულია კიდევ 3 დაღუპულის ცხედარი, ისინი თანასოფლელები იყვნენ - "ბიჭები შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები"

ფო­ტო­ზე: თე­მურ ჩარ­კვი­ა­ნი და ნიკა ჩა­ლა­ძე შოვ­ში და­ღუ­პუ­ლი კი­დევ სამი ცხე­და­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ისი­ნი სო­ფელ ლაგ­ვან­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ნიკა ჩა­ლა­ძე, თე­მურ ჩარ­კვი­ა­ნი და დიტო ფირ­ცხა­ლა­ვა არი­ან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭე­ბი შოვ­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­სა­წყე­ბად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რა დრო­საც მე­წყერ­ში მოყ­ვნენ. ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი ერთი სოფ­ლი­დან არი­ან, რა­ჭის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა პა­პუ­ნა მარ­გვე­ლა­ძე­მაც და­ა­დას­ტუ­რა

1-ელი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია, მაშველებმა 67 ადამიანი გადაარჩინეს

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი - მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუ

პაპუნა მარგველიძე - სტიქიის შედეგად დაღუპული 26 პირიდან 23 იდენტიფიცირებულია - სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება

შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ. როგორც რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. „დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს. „უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა მალიარმა. მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება. ipn

ომბუდსმენმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება არ დაეშვა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე და გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ა

ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის

საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის. ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა. ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან. ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული

მიხაილო პოდოლიაკი - ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? - უცნაურია - პუტინის ტრიუმფით “ცუდი მშვიდობის” დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც

უკრაინის ტერიტორიის ნატო-ს წევრობაზე გაცვლა უცნაურია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. პოდოლიაკის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს. “ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გ

ბერდია სიჭინავას პოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით (ვიდეო)

ბერდია სიჭინავას პოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით: 367719152_680413636864937_1490657504914122017_n.mp4

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 7 პირს ეძებენ.
×
×
  • შექმენი...