Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა", - ნათქვამია "როსკოსმოსის" განცხადებაში. მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, "ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვე

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში" წერს, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება. „როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე დღის წესრიგში

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუ

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულთა რიცხვმა მიაღწია 148-ს, იტყობინება ოლქის ადმინისტრაცია 20 აგვისტოს. საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.   19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგნოვში დაიღუპა სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი. თავდასხმის გამო დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შე

ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა, ინჟინრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითმფრინავების ასათვისებლად წვრთნა უკვე დაიწყეს და ასევე ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დანია და ნიდერლანდები ასევე დაკავებული არიან ამ საკითხით. „მომზადების ეს პერიოდი იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებ

გერმანიის შსს - გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტოტებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, - ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი - არასრულწლოვანი. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართ

ახალციხელმა ამირან ჯანაშვილმა აშშ–ში სასწავლებლად 400 000 დოლარის დაფინანსება მიიღო

ახალციხელი ახალგაზრდა, ამირან ჯანაშვილი, აშშ–ში გააგრძელებს სწავლას. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა. „2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ვაგრძელებ სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი აქ მოხვედრა არ ყოფილა რომელიმე სასტიპენდიო პროგრამის ნაწილი. უნივერსიტეტს თავად დავუკავშირდი და შევიტანე განაცხადი ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეში ჩარიცხვის წერილთან ერთად სწა

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 117 დაშავდა

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხა

“მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა. არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. “მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცეს

პროკურატურამ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 დაკარგულ მოქალაქეს, საძიებო არეალი კი სტიქიის ეპიცენტრიდან ამბროლაურამდე მანძილს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამ

„შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფილმის ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა ჯილდო აიღო კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი. ასევე „სარაევოს გულის“ მფლობელი კატეგორიაში საუკეთესო ქალი გახდა მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, ეთეროს როლს ასრულებს. ელენე ნავერიანმა სარაევოში გამარჯვება გუნდმა ქართული კინოს პროტესტს მიუძღვნა: „ეს „გული“ [პრიზი] მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დ

სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრში“ აუდიტის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს | ცენტრის პასუხი

კულტურის სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრზე“ აუდიტის დასკვნას აქვეყნებს და წერს, რომ კვლევითი ცენტრი სამინისტროს სასამართლოში უსაფუძვლოდ უჩივის. დასკვნის მიხედვით, აუდიტორული შემოწმების შედეგების (2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) თანახმად: 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმა

ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. „მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და სა

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი პილოტები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნებს უკვე გადიან

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “თვითმფრინავები Gripen - შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების, მონაწილეობით Gripen-ის სატესტო წვრთნები უკვე დაიწყო”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რო

დადასტურდა შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება. ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს: „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა: „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა, დაზიანდა ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროპორტს “სოლცი”-ს დაარტყა, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი არის განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში. რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. ახალგაზრდა სტიქიას დედასთან და დასთან ერთად ემსხვერპლა. 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი ავრცელებს, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა. „ვაგრძელებთ… შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა; კოტე მაისურა

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარებში წირვა ჩატარდება. რელიგიური სწავლების თანახმად, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე დ

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლ

15 რჩევა, რომელიც წყალში დახრჩობისგან გიხსნით

იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.   პირველი და ყველაზე მთავარი - შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან. თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი. გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტ

აზერბაიჯანმა ყარაბაღს ინტერნეტის კაბელი გადაუჭრა – სტეპანაკერტი

17 აგვისტოს აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტთან ახლოს, ლაჩინის კორიდორში, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრა, რითაც ყარაბაღელებს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კაბელის დაზიანების შემდეგ ყარაბაღელი სპეციალისტები რუს სამშვიდობოებთან ერთად შეეცადნენ ადგილზე მისვლას და დაზიანებული კაბელის შეკეთებას, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი არ დაუშვა. როგორც

საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ დაუდგინა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დააჯარიმა სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს განცხადებ
×
×
  • შექმენი...