პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას კი - 100 ხმა სჭირდება.
კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გ
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარlამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
"საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ.
შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული.
არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს.
“ეს არის, პრ
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ქალაქ დნიპროში ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოქალაქე ჯუმბერ სილოგავა სამი ტყვიით მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო ბიურო ორი მუხლით აწარმოებს:
115-ე – განზრახ მკვლელობა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე];
365-ე – სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება, რასაც მძიმე შედეგე
ხვალ, 1 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწ
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 28 აგვისტოს მომხდარ ავარიას კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა. კურიერი მოპედს მართავდა, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტს შსს ადასტურებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინაროებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაკავებულია თუ არა ავტომობილის მძღოლი, „პუბლიკა” ინფორმ
160 F-16 თვითმფრინავი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ.
სულ დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება.
მისივე თქმით, სექტემბერი შავი ზღვის ინიციატივასა და მშვიდობის ფორმულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე გახდება.
„ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. და ეს, თითქმის ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა.
„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში.
გრანტ შეპსი ბენ უოლესს ჩაანაცვლებს, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდ
აშშ-ს კონგრესის მოხსენების თანახმად, რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა.
მოხსენებაში, რომელიც ამერიკის დაზვერვის მონაცემებზეა დაფუძნებული, ნათქვამია, რომ რუსეთმა 2022 წლის მოსავლიდან, დაახლოებით, 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა.
„სატვირთო გემებს, რომლებიც მითვისებული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, მარცვლეული თურქეთის სანაპიროს გავლით, სირიის, ისრაელის, ირანის, საქართველოს და ლიბანის პორტებში გადაჰქონდათ“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
უკ
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
„მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას", - აცხადებს გრანტ შეპსი.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგურ
გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.
ცნობისთვ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ.
ზელენსკიმ ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში თქვა 30 აგვისტოს.
„ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება, სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა“ - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო
უკვე მერამდენე შემთხვევაა, რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე ატარებს ბრიფინგს, სადაც რუსთავის საკრებულოში ოპოზიციას მიზანმიმართულად მოიხსენიებს კოლექტიურად, კოალიციურად და “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას ჩვენს პარტიას აკისრებს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს.
მისი თქმით, რაც შეეხება ერთ-ერთი კომისიის სხდომის მოწვევას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ვალდებულება, რომელიც კო
დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა,
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა: ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე
კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს წერილობით.
პარტია “საქართველოსთვის” გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს კორუფციული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყებას თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.
კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში 31 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება.
netgazeti
უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
„ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება. რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ევროკომისია არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელებაზე. Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინ, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე ვართ ორიენტირებული, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”, — განმარტა სპინატმა.
მისი თქმით, შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკი
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა.
ცნობისთვის, გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა (ერთი მაისში, მეორე ივნისში).
ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოუშვა რუკების ოფიციალური კომპლექტი, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია მედიისთვის. ამ რუკებზე პეკინის მოკავშირე რუსეთის კუთვნილი ტერიტორიები აღნიშნულია ჩინეთის ტერიტორიად, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“.
რუკაზე ჩინეთს მიაკუთვნეს დიდი უსურიისკის კუნძული, რომელიც მდინარე ამურზე მდებარეობს. 2008 წლის შეთანხმებით იგი რუსეთმა და ჩინეთმა გაიყვეს, თუმცა რუკებზე ის სრულიად ეკუთვნის ჩინეთს.
ინდოეთის შემთხვევაში, ჩინეთის კუთვნილებადაა ნაჩვე
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ხეივანზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს საღამოს 21:00-დან ხვალ დილის 11:00-მდე საბურთალოს და ვაკის რაიონებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდ