Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება. "უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პო

კახაბერ ქემოკლიძე - ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს (ვიდეო)

“ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის, ეს გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდებოდა სტრატეგიული პარტნიორის სხვადასხვა ინსიტუტის მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  377281943_2022622744744108_1236

ბერდია სიჭინავა - "ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა (ვიდეო)

"ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა.” ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი.  380982875_887021236473829_3278021363876282938_n.mp4

"საქართველოსთვის" - უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა

უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანს

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. გასული სხდომა რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო.

რომან გოცირიძე: ნათია თურნავამ უკანონო ბრძანება უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია თურნავამ „გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება“ უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს. გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში სამოქმედო გეგმის რამდენიმე პუნქტს ასახელებს. მისი თქმით, უნდა დაიწყოს ქუჩის აქციები „ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად“. „1. დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზ

ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან დღეს საღამოს ყარაბაღის მხარდასაჭერად და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური ბლოკის „დედა სომხეთის“ ხელმძღვანელმა ანდრანიკ თევანიანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეილება, ჩავატაროთ აქცია რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე", - აცხადებს თევანიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ყარაბაღზე და ის, რაც

ნიკა მელია: 17:00-ზე ეროვნულ ბანკთან ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მიზეზი სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.  ,,ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და

სოჭის აეროპორტთან მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ქალაქ სოჭში ადლერის აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა. რუსი მაღალჩინოსნების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძრის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა. რუსი მაღალჩინოსნები და სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ტელეგრამარხ BAZA-ზე წერენ, რომ ნავთობსაცავის აალება უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახებამ გამოიწვია. ტელეგრამარხი SHOT-იც წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერ

ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანს პარლამენტთან აქციით დახვდებიან

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან. „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, 18:00 საათზე, აქცია „სიმართლის საათი“ გაიმართება. როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას, ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს. ამასთან, მათივე თქმით, რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მე

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია

სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმ

ოლაფ შოლცი: საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით. შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გულწრფელი მცდელობით, რათა მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის როგორც სო

საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში 45 წლის კაცი დაჭრა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ცნობილია, რომ დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივმა სასამართლომ კი საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოდან თურქეთში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სექსუალური ძალადობის მიზნით 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. „თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად

ალიევის ადმინისტრაცია სომხებს მოუწოდებს, „აწიონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკ

თეიმურაზ ხიშბა: სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება. ,,დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენი სტუმრებისთვის შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიკურად ვითარდება", - განაცხადა ხიშბამ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ,,რუსეთის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველ

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება.  

მარია ზახაროვა: შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლად აირჩია

შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხდა. „ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? – მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარ

შარლ მიშელი: აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გან

პროკურატურის ცნობით ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2014 წლის 28 ივლისს დაიწყო. „ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევად

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა

ფაქტობრივად დაიწყო წინასაარჩევნო წელი და 2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. „ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და
×
×
  • შექმენი...