Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანა ბუჩუკური - “ოცნება” თუ ფიქრობს, რომ ივანიშვილის ინტერესებს უნდა გადააყოლოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, “ნაც.მოძრაობა” თვლის, რომ სააკაშვილს უნდა გადააყოლოს (ვიდეო)

“ოცნება” თუ ფიქრობს, რომ ივანიშვილის ინტერესებს უნდა გადააყოლოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, “ნაც.მოძრაობა” თვლის, რომ სააკაშვილს უნდა გადააყოლოს. ამით კი ვზიანდებით ჩვენ, ჩვენი შვილები და ამ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოება.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384334725_643397181257058_6265685055144373495_n.mp4

რუსუდან თევზაძე - თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ რუსუდან თევზაძემ არჩევით პოზიციაზე, ხაზს ვუსვამ - არჩევით პოზიციაზე, უბრალოდ აღარ უნდა იმუშაოს და უნდა დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან ეს მას ასე სურს (ვიდეო)

„თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ რუსუდან თევზაძემ არჩევით პოზიციაზე, ხაზს ვუსვამ - არჩევით პოზიციაზე, უბრალოდ აღარ უნდა იმუშაოს და უნდა დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან ეს მას ასე სურს.“ - რუსუდან თევზაძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ამ საქმეში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა ნიშნების არსებობის გამო, „სამართლიანი არჩევნები“ რუსუდან თევზაძის უფლებებს სახალხო დამცველთან იცავს. 384426670_1082115719831524_6697932285054588452_

მიშა დაუშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია (ვიდეო)

“პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია. შესაძლოა “ნაც.მოძრაობა” აღმოჩნდეს სწორედ იმპიჩმენტის მხარდამჭერი. ამის მაგალითები გვაქვს, უკეთესი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა უკვე მხარი დაუჭირეს რამდენიმე თვის წინ ოცნების წარმოდგენილ მოსამართლეებს.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384739098_995336054919252_1364675704547599804_n.mp4

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ. „რომ მეთქვა

გიორგი გახარია - რუსეთი, ქართველებს და აფხაზებს ართმევს ერთიან სახელმწიფოებრივ მომავალს, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთს, რადგან ერთად გვაქვს ასაშენებელი ძლიერი, ევროპული სახელმწიფო! დიდება გმირებს!

27 სექტემბერს, ზუსტად 30 წლის წინ, დაეცა სოხუმი, თუმცა ჩვენი მტრების აგრესიული მცდელობების მიუხედავად, ვერ იქცა ჩვენს წარსულად!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.    როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, რუსეთი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, დღესაც უკანონოდ აგრძელებს აფხაზეთის ოკუპაციას და ქართველებს და აფხაზებს ართმევს ერთიან სახელმწიფოებრივ მომავალს!   "ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთს, რადგან ერთად გვაქვს ასაშენებელი

რაჭაში ტყეზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ონში 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო

„გაუქმდეს ლიცენზია” – ონში რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა, რის შემდეგად ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს. ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ

არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა! - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ბიუჯეტიდან 40 მილიონის გადახდის საჭიროებას არ მოითხოვს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმ

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით შეჩერებულია"

შოთა ტყეშელაშვილი 26.09.23 20:37 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა არის შეჩერებული - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა. “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეე

რობერტა მეცოლა - ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან უკვე ამა წლის შობამდე ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ რობერტა მეცოლამ The Guardian-ს განუცხადა. „ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭ

„მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს“- სოსო ჯაჭვლიანი და გია ბურჯანაძე თურქეთში, ერთ კლინიკაში მკურნალობენ

რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის.  მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა. „მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, ახლა ოპერაცია მელოდება.. მჯერა, ყველაფერი კარგად

მიხეილ დაუშვილი - ეროვნულმა ბანკმა კი არ მართა კრიზისი, რომელიც თვითონვე შექმნა, არამედ კრიზისი ყველაზე სწორად მართეს კომერციულმა ბანკებმა - „ქართულმა ოცნებამ“ სები პარტიულ ორგანიზაციად აქცია

„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი ინსტიტუცია პარტიულ ორგანიზაციად აქცია და მიაღებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი მოკავშირის და პარტნიორის დასაცავად სჭირდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა. მისი თქმით, როდესაც იცავ ოთარ ფარცხალაძეს, რომელზეც გეუბნებიან, რომ არის „ეფესბეს“ აგენტი, ამით საქართველოში რუსულ ინტერესებს იცავ. „ჩვენმა მთავარმ

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება. განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო. თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშ

მიშა დაუშვილი - როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს სანქციებით, ჩვენთან ეროვნული ბანკი ისეთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესია (ვიდეო)

“როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს სანქციებით, ჩვენთან ეროვნული ბანკი ისეთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესია. “ მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384379946_829370871967238_2063525871438469904_n.mp4

საუბრობენ აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მოქალაქეებამდე არ მიდის – ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტ

30 წელი სოხუმის დაცემიდან — რას ამბობენ პოლიტიკოსები

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”. “ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე

თბილისში, ბახტრიონზე, გზის საფარი დაიბზარა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა. გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება გზის საფარს, მერიის

ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ

ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ. ამ სახლს მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორია აქვს. გრიგორი ადელხანოვმა თბილისში ტყავის ფაბრიკული დამუშავება დაიწყო. თბილისში ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან იწყება. XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, მისი გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, “ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვ

ვვარაუდობ, რომ არ მოხდებოდა – თურნავა ფარცხალაძის მიერ ბანკებიდან თანხის გატანაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს. „რაც შეეხება ეჭვებს, რა

რატომ არ შეეხო ფორმალური რეფორმაც კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

„კლანი“, „კორპორატივიზმი“, „სისტემაში გაბატონებული გავლენიანი ჯგუფი“ – სასამართლოს სისტემაში არსებულ გავლენიანი ჯგუფის აღსაწერად კრიტიკოსები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ეპითეტებს იყენებენ. საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ გავლენიან ჯგუფს დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა მას ეს მოსამართლის კარიერის დასრულების ფასად დაუჯდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას უარი უთხრა მოსამართლედ მუშაობის გაგრძელებაზე

ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი. ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ბექა ლილუაშვილი - ეროვნული ბანკი დაემორჩილა პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა - ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის ისტორიაში შეიძლება დარჩეს ადამიანად, რომელმაც ბანკის დამოუკიდებლობა დაანგრია

თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა ნათია თურნავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაშ

გურამ იმნაძე - კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება - მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა

კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს. როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა. „ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა ა

მოდით ხვალ კონსერვატორიასთან ყველა, ვინც წუხს და გაბრაზებულია – გიორგი გიგაშვილი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხვალ, 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბონ. აღნიშნული განცხადება პიანისტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა. „ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
×
×
  • შექმენი...