"რასაც რუსეთი ოჩამჩირის გავლით ცდილობს, არის საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი. ოჩამჩირე 50 კმ-ითაა დაშორებული ზუგდიდან და არავინ იცის, რა მიზნით და რა გეგმით აპირებს რუსეთი ამ ფლოტის გახსნას, შესაბამისად შეიცავს დიდ საფრთხეებს.
ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
387188750_85520224
რატომ ვერ იქნება არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი ?
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
387785812_156245037560060_597828128955635669_n.mp4
ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე.
მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ც
უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე ადგილზეა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, - აცხადებს ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში.
„ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ირანს კავშირი
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს.
პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ამაში მას სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.
რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან.
რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი
„ნაცებმა'' თავიანთ თავს მიხედონ და „ოცნების'' გაძლიერებას თავი დაანებონ."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
387767252_695320192507121_2389149787095071959_n.mp4
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს.
„საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.
„სოციალური
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.
ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდ
სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის ექვსი წევრი განათლების მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს.
განცხადების ავტორები წერენ, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავეა უსამართლობის განცდა.
„სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნ
ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა.
განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო ცენტრი „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი.
შეგახსენებთ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა.
იპ
“დღეს ყველაზე მთავარი ჩვენს ქვეყანაში არის უსაფრთხოების საკითხი. ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა. რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს. ოცნება კი ცდილობს იმპიჩმენტის საკითხით გადაფაროს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. “
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
387833185_580294170833724_8977370477246911512_n.mp4
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა.
კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშ
ირანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“, - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.
მისიის მტკიცებით, „
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, - ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს.
შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა.
ღაზას სექტორში დაახლოე
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, „რეგიონული შეკავების ძალისხმევის გასაძლიერებლად“.
ჯგუფი მოიცავს აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდს USS Gerald R. Ford (CVN-78), Ticonderoga-ს კლასის მართვადი სარაკეტო კრეისერ USS Normandy-ს (CG 60), ასევე Arleigh-Burke-ის კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს: USS Thomas Hudner (DDG 116). ), USS Ramage (DDG 61)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ელეონორა არჩაიამ, ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელი დაათვალიერა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოს შემსრულებელს შეხვდა.
მისი განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უშედეგეოდ ითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, ამასთან, მოსახლეობა ითხოვს, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყოს ბიოთერმული ორმო ნარჩენებისთვის, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ ეკოლოგიურ გარემოს.
,,ბოლო დღეებში ჩატარებუ
„სოლიდარობა ისრაელს!“ - ამ გზავნილით ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
„ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“, - აღნიშნულა თბილისის მერიის ინფორმაციაში, რომლითაც თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.
ipn
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა.
"ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმებ