უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას.
„რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კულება.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს
უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 2-3 ოქტომბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს.
სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალი
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია.
მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრ
„მწერალთა სახლისადმი“ გამოხატული ბოიკოტის გამო ქართველი გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებლად წარსდგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გამომცემელი გვანცა ჯობავა დღეს, 1 ოქტომბერს ავრცელებს.
ჯობავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მწერალთა სახლისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, მათვე აზრით, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე.
როგორც მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება.
„2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მო
ნატო-მ ლიეტუვაში, ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგისთვის, საჰაერო-სადესანტო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (Awacs) სადაზვერვო თვითმფრინავები განათავსა, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
ნატო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, დილან უაითის განმარტებით, აღნიშნულ სადაზვერვო თვითმფრინავებს თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტ
ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა.
მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცე
ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება , -ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.
„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმ
7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჯაროვა.
წერილში ლაზარე ამბობს, რომ მარტის აქციებზე იმავე მიზეზით იმყოფებოდა, რის გამოც იქ ყველა სხვა მოქალაქე იყო. კერძოდ, აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს წარმოშობდა:
„ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რ
საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუ
“რომელმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს ესა თუ ის კვლევა, ფაქტი არის ერთი- არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” მონაცემები დიდად არ იცვლება. ერთადერთი მზარდი რეიტინგი ვისაც აქვს, ეს არის პარტია “საქართველოსთვის”. “
გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.
384776143_205286505773975_5268074084238267226_n.mp4
იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში კლასელების მხრიდან მოზარდზე შესაძლო იძულებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილზე, სადაც მოზარდს თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებენ და ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოიქცევა. „ნეტგაზეთი“ წერილს შეგნებულად არ ასაჯაროებს.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფსიქოლოგი მაია ც
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს ეხმიანება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.
„საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურულ
დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიულ რეიტინგებზე და სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთად 50%-ზე ნაკლები აიღონ, რათა ერთად კოალიციის შექმნა მოუწიოთ.
„ჩვენ ერთი რაღაცის გვჯერა, რომ გაცილებით უფრო დიდი პოტენცი
„თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, პირველ ოქტომბერს, 06:00-დან 10:00 საათამდე დედაქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პი
კულტურის სამინისტროში, 29 სექტემბერს, კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსა და ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს შეხვედრის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონსერვატორიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ „მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც ახალი რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა და განიხილეს რექტორის მოახლოე
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 8-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალება მოითხოვეს.
„ლაზარე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სამშობლოზე გული შესტკივა, მზად არის, რომ სამშობლოს გულისთვის თავი გაწიროს”, – ამის შესახებ გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პოლიტმეტრის ეთერში ისაუბრა.
მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების ბრძოლა ლაზარეს გათავისუფლებისთვის შედეგს გამოიღებს.
მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას.
ყოველწლიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ეწყობოდა. როგორც
ლას-ვეგასის პოლიციამ 27 წლის წინ მოკლული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის საქმესთან დაკავშირებით კაცი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
Associated Press-ის თანახმად, საუბარია 60 წლის დუეინ დევისზე, რომელიც პარასკევს, დილის საათებში დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხსენებული პიროვნება გამომძიებლებისთვის კარგა ხნის მანძილზე იყო ცნობილი. დევისს, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო, მე
კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, პოლიციამ კი „საფარის“ ინფორმაციით ელექტრო სამაჯურით გუაშვა, გუშინ ღამით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესაებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თავდაპირველად ორგანიზაციამ 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმ
მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს