ჩვენი მთელი არჩევნების ლოგიკა იქნება, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ.
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
387865751_283249344595359_4908914085069773437_n.mp4
ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარდაცვლილთა რიცხვებში ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 სერიოზულად არის დაჭრილი.
იპნ
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და ეგვიპტელი გიდი მოკლეს. დაჭრილია ერთი ადამიანი.
BBC იტყობინება, რომ, სავარაუდოდ, პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა ტურიეტების ჯგუფს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ამჟამად დაკავებულია.
publika
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ოცნებიდან“ და „ხალხის ძალიდან“ აინიციირებენ რეგლამენტის პროექტს „რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე.
კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მ
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ.
ვიზიტის ფა
საქართცელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.
რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორ
ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება.
„ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს.
„ჩვენ აღ
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.
ელჩის თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში დაბრუნდა.
ამასთან ელჩი აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან.
როგორც ლაშა ჟვანიამ განმარტა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ახლა ისრაელში ხდება, მრავალი წლ
შვიდი ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ და მძევლებიც აიყვანეს.
ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაში აწარმოებენ ბრძოლებს.
ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნო
ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ ისრაელის მასშტაბით განხორციელებულ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს და ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
„ევროკავშირი მოუწოდებს შეწყდეს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობისაკენ“, - აღნიშნულია გან
რის გადასაფარად გაახსენდა დღეს პაპუაშვილს კეზერაშვილი?
ოცნების სასოწარკვეთილი მანევრები.
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
387770522_339321075267206_2350925075688876261_n.mp4
დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს.
„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი
ვეხმაურებით 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა სისტემის მარცხის ნათელი გამოვლინებაა. სისტემის, რომელმაც ვერ და არ შეძლო ადრეულ ეტაპზე უმძიმესი დანაშაულის პრევენცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის წერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთა პი
ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ „ტელეგრამ” არხზე წერს.
„ისრაელიდან საშინელი ცნობებია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა ტერორისტული შეტევების შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორიზმი არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად.
„მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო. დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბი
ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართვე
30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,გამარჯვების“ (აიააირა) დღე აღნიშნეს. ,,საზეიმო აღლუმზე“ ეგრეთწოდებულმა თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრონი წარადგინა.
გუშინ, რადიო Sputnik-ის გადაცემა „Гражданин и начальник-ის“ ეთერში, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიქმნა ეს ესკადრილია.
„ჩვენ სახელმწიფოს მეთაურთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, შეგვექმნა უპილოტო საფრენი აპარატების საავიაცი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან.
მათივე განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
საგარეო უწყების განმარტებით, გრძელდება კომუნიკაცია ისრაელის შესაბამის სამსახურებთან.
„საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამ
„დილა მშვიდობისა, საქართველოს!“ ეთერში ქუჩის მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი შესრულებით ქუჩა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
“დილა მშვიდობისა საქართველომ” ექსპერიმენტი ჩაატარა და ნახა, როგორი ემოციებით შეხვდნენ ღია სივრცეში ქუჩის მუსიკოს დავით ვაშაყმაძეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ ვოკალისტს, ფრედი მერკურს ადარებენ.
gurianews.com
აფხაზური მედია-კლუბის, ,,Апсны.Иахьа-ს“ ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში 523 ბავშვი დაიბადა.
წარმოშობით, აქედან უმეტესობა, 319 - აფხაზი, 63 - ქართველი, 59 - სომეხი, 34 - რუსი, 48 ბავშვი კი სხვა ეროვნების წარმომადგენელია.
ამასთან, ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში 562 ბავშვი დაიბადა.
ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.
ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.
ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.
„დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ - ნათქვამია გალანტ
"28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება.
ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა და ადრეულ ეტაპზე არ აღკვეთა - განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, შსს, პროკურატურა, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, სახელმწიფო, საზოგადოება."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.