ავტორი
გიორგი ჭანტურია
Aa
როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე ორი უდიდესი ქართული ბრძოლა შედგება.
სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.
სატიტულო ბრძოლაში კი ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდება.
ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ბრძოლების წინ ბიჭებს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტო:
საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო.
„ეს არის აუცილებლობ
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთ
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონის, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრძოლას მთლიანად აკონტროლებდა. დღეს UFC-ში კიდევ ერთმა ქართველმა მოიგო, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპ
დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.
ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.
დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებ
ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა.
ბითა
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.
სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და თავისი პერსონალური ხარჯებით გაემგზავრა.
18 თებერვალს ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. თემა ევროკავშირის გაფართოებაა.
ზურაბიშვილთან ერთად პანელის მონაწილეები არიან:
ოლჰა სტეფანიშინა – უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება ამას აჩვენებს.
„ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხ
არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“.
რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შედარების მიზეზი არ არსებობს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი მის სიკვდილს ადასტურებს.
ამასთან, აცხადებს, რომ ის მოკლეს.
კირა იარმიში X-ზე წერს, რომ ნავალნი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 წუთზე.
ასევე, იარმიში ითხოვს, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს.
საქმე ეხება აფხაზეთში მცხოვრები პირის, ედგარ აბახუას ციხიდან გათავისუფლებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბახუამ 2019 წელს რუს ტურისტს სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა.
ედგარ აბახუა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა. შედეგად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მან საპატიმრო დატოვა. რუსეთი აცხადებს, რომ „სასამართლოს” ამ გადაწყვეტილებით „გაკვირვ
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ბრძანება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გულისხმობს.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქმედი შენობა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, უწყების ცნობით, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალზე კომპენსაცია გაიცემა, ამასთან ისინი ს
75 წლის ასაკაში ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.
ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი- XX და XXI ოლიმპიური თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი).
ასევე იყო: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V
გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა.
როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიცია
Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს.
თუმცა გასულ კვირას, პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მოთხოვნას სპეკულაცია უწოდეს.
რატომ არის მნ
ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია.
არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა.
ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ე
ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას.
მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყო
ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით.
პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია.
საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი.
გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ა