Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ეტლით მოფარიკავე ქალებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ირმა ხეცურიანი, ნინა თაბილაშვილი და გვანცა ზადილშვილი ნახევარ-ფინალში დამარცხდნენ პოლონეთის ნაკრებთან – ანგარიშით 43:45, ამ გზით, ისინი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა შეძლეს მოეპოვებინათ ბრინჯაოს მედალი.   იქამდე, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში მოიპოვეს ვერცხლის მედლები.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ ტელეარხთან ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს. სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაახლოების შესახებ კითხვაზე, მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ევროკავშირთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან. პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. „თავდაპირველად, მეტროსადგურ “ვარკეთილის” სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს “მამისონი”, რომელთანაც ხელშეკრულება გაუქმდა პირობების შეუსრულებლობის გამო. 2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კ

გიორგი გახარია - „ნაცმოძრაობა“ „წითელი ხაზია“, „ოცნება“ „ლურჯი ხაზი“, მათთან კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია - არასდროს ვყოფილვარ ისე ოპტიმისტურად განწყობილი და არასდროს მქონია ისეთი ბრძოლის უნარი, როგორც დღეს მაქვს

ჩვენ არჩევნებზე წავალთ დამოუკიდებლად- არასდროს ისე ოპტიმისტურად არ ვყოფილვარ განწყობილი, როგორც ვარ დღეს, არასდროს მქონია ისეთი ბრძოლის უნარი როგორც დღეს მაქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ შეუძლებელი და „წითელი ხაზია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის კოალიცია. მისივე თქმით, ასევე კატეგორიულად მიუღებელია დღევანდელი სახის „ქართულ ოცნებასთან“კოალიცია, ამიტომ ურჩევნიათ, ოპოზი

ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა - როგორ შეიძლება, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ამბობდეს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ძრწოდეს იმის შიშით, რომ ცესკოზე კონტროლს ვერ მოიპოვებს

როგორ შეიძლება, პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ამბობდეს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ძრწოდეს იმის შიშით, რომ კონტროლს ვერ მოიპოვებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე - იცით, რატომ მიდის რისკზე? საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და მისი პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებ

გიორგი გახარია: ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს!

2024 წლის 9 მარტს გაიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული კონფერენცია, სადაც კონფერენციის დელეგატებს წარედგინათ პარტიის პროგრამული ხედვა - „ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის“.    შეხვედრაზე გუნდის ლიდერმა გიორგი გახარიამ  მიმართა კონფერენციის წევრებს და განაცხადა:             დემოკრატიულად ჩატარებული თავისუფალი არჩევნებით საქართველო კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრო

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. იპნ

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი. „ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. “ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn

გიორგი გახარია - სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი - ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს რაღაცაში ეხმალავება

სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი.სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია. ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარიამ დასმული კითხვის, თუ რა აზრი აქვს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების დაპირისპირებაზე

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს ხუთი დღის წინ ნახეს. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებიც არიან ჩართული. ოჯახი მოქალაქეებს მიმართავს და 20 წლის ბიჭის პოვნის შემთხვევაში, 112-ზე დარეკვას სთხოვენ. იპნ

ანა ბუჩუკური - ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“ - სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს, ნუ იმალებიან!

ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველა

დმიტრო კულება - უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია

უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 15 დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა რუსული დრონები დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს. იპნ

ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება იყო

ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. გუშინ ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა. ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს. როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვ

“გაუგებარია, რატომ არ სურს პარლამენტს, დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისგან” – ქალთა მოძრაობა კანონის ცვლილებას ითხოვს

“ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. უფრო კონკრეტულად, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გაუპატიურების ის დეფინიცია, რომელიც კანონში წერია, არასწორია – არ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ფაქტობრივად არის გაუპატიურება. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, დამნაშავე დაუსჯელი რჩება. “ქალთა მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გაუპატიურების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უფლებრივი საკითხია და არ შეიძლება ამ თ

რა გამოწვევები არსებობს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში — საიას განცხადება

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც დღეს ქალებს საქართველოში აქვთ. ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სოციალური-ეკონომიკური გამოწვევები, ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე – საია დეტალურად აღწერს ამ და სხვა მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებს. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საიას ინფორმაციით, 15-69 წლის ასაკის ქალების 50,1%-ს ცხოვრების განმავლობაში ძალ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ: ბაია პატარაია (ფემინისტი, უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი) – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის; ანა არგანაშვილი 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს.

სალომე ზურაბიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს

ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა სკოლებიდან დაიწყოს. „ეს არის, ალბათ, მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს მძიმე სურათი. ეს ყველას საქმეა

პრეზიდენტი - პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს, ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა, ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს. „პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც ქალები არიან ყველა სფეროში წინ, მაგრად და ძლიერად წარმოდგენილები. რატომ არ არიან პ

ანგარიში - საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ქვეყანაში მხოლოდ 3 ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია

საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია (შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“), - ამის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ეს გარემოება ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს აქვთ

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. იპნ
×
×
  • შექმენი...