Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“. ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ ა

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთავრობამ 7.5 მლნ ლარი გამოყო - განკარგულება

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 7.5 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულებას, რომელიც 18 მარტს გამოიცა, პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ამავე განკარგულებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თანხის გადარიცხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება. „გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით,

ბერდია სიჭინავა ვიქტორ წილოსანს - მრავალმეტრიანი ავტობუსებიდან, ალბათ, უფრო მარტივია ატკატების მიღება!

“ოცნებას” და კალაძეს, რომელსაც მე-7 წელია ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი ვერ შეუკეთებია, რა თქმა უნდა, მეტროპოლიტენის განვითარების და ახალი მეტროსადგურების აშენების არც უნარი აქვს და არც სურვილი, რადგან, მრავალმეტრიანი ავტობუსებიდან, ალბათ, უფრო მარტივია ატკატების მიღება!" პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ვიქტორ წილოსანს პასუხობს. 

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

IPN ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში პუბლიკას ეუბნებიან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთ

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ოკრესტრთან ერთად დაუკრავს. ამის შესახებ BBC Shows წერს. კონცერტი 16 აპრილს ჩატარდება. გიორგი გიგაშვილი ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს. ორკესტრს ახალგაზრდა იტალიელი-თურქი დირიჟორი  ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების, ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები. გიორგი გიგაშვილი გასულ წელს BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბ

ავლაბარში შენობის ნაწილი ჩამოინგრა - დაშავებულია ერთი პირი

ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება. იპნ

ევროკავშირის ელჩის მოადგილე - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია - რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პ

ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები (ვიდეო)

პარტია „საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ურბანული ლაბორატორია“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი საუბრობენ თბილისში გადაადგილების პრობლემებზე, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქუტურულ გამოწვევებზე, მეტროსადგურების ეფექტიანობაზე. ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები ვიდეო:   

ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე

თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. “თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინე

ანა ბუჩუკური - დღეს ყველაზე ნათლად ჩანს "ოცნების" შიშები, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ 60 %იანი მხარდაჭერა აქვთ და ამის პარალელურად ცესკოს სრულად იქვემდებარებენ

"დღეს ყველაზე ნათლად ჩანს "ოცნების" შიშები, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ 60 %იანი მხარდაჭერა აქვთ და ამის პარალელურად ცესკოს სრულად იქვემდებარებენ პარტიულ ვერტიკალში."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ბექა ლილუაშვილი - დღეს სახეზე გვყავს შიშებით შეპყრობილი ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ ფასად ეცდება ძალაუფლების გახანგრძლივებას

"დღეს სახეზე გვყავს შიშებით შეპყრობილი ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ ფასად ეცდება ძალაუფლების გახანგრძლივებას. მათ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან, საქართველოს საზოგადოების დაქვემდებარებას ვერ შეძლებენ, თუ კი საზოგადოება იქნება ფხიზლად და არჩევნებზე იქნება აქტიური."  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745133737757016/

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი - ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კა

“2012 წლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” სრულად გაფლანგა ის დიდი ნდობა, რომელიც მართლა ჰქონდა” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების და საკითხთან დაკავშირებით: ,,2012 წლის შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ” სრულად გაფლანგა ის დიდი ნდობა, რომელიც მართლა ჰქონდა. გაფლანგა ისე, რომ პოზიტიური ვერაფერი შექმნა, რაზეც შემდგომ შეიძლებოდა ახალი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ამიტომ დღეს, ფაქტობრივად, რასაც აკეთებენ, ძალიან სამწუხა

"საქართველოსთვის" - პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო სრულად დაექვემდებარა ოცნების პარტიულ ვერტიკალს... მოვუწოდებთ მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:  "პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო სრულად დაექვემდებარა ოცნების პარტიულ ვერტიკალს. ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, ხმების დათვლაზე, არჩევნების შედეგების შეჯამებაზე, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებაზე, აღნიშნული კომისიების ხელმძღვანელობაზე და კონტროლზე, დამკვირვებლებისთვის სტატუსის მინიჭებაზე და 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული

მიშა დაუშვილი - გამოაქვეყნეთ განკარგულებები, ნუ მალავთ, ადრე თუ გვიან მაინც გამოქვეყნდება და ყველა გაიგებს იმ პერიოდის განმავლობაში რა გასხვისდა, ვისზე გასხვისდა

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის კორუფცია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც უნდა იყოს მთავრობისთვის და “ოცნებისთის”, ეს უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ნაცვლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა, სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ კორუფციის წახალისებას და ხელის დაფარებას.   რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავი მინდა გაგახსენოთ, დიდი აჟიოტაჟით გვამცნეთ ყველას, რომ ვაპირებთ სამთავრობო განკარგულებების გამოქვეყნებასო, შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს სამთავრობო განკარგულებები,

ბექა ლილუაშვილი - თქვენ ხომ ის ხელისუფლება ხართ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არსებობს? _ თქვენ ხომ „მოვალოების მოხდის“ მიზნით შექმენით ანტიკორუფციული ბიურო და არა კორუფციასთან საბრძოლველად - იმიტომ რომ კორუფცია არ გაქვთ? 

„საქართველომ, ერთ დროს ლიდერმა ქვეყანამ, ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით რეგიონში - უარი თქვა ანტი-კორუფციული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. ეთგო (OECD) მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და შეუერთდეს მონიტორინგის პროგრამას, რათა მოახდინოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა“ _ ეს არის ციტატა, OECD -ის პრეს რელიზიდან, რომელსაც საქართელოში უნდა შეეფასებინა ანტი-კორუფციული ღონისძიებების ეფექტიანობა, მათ შ

ბექა ლილუაშვილი - საქართველომ, ერთ დროს ლიდერმა ქვეყანამ, ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით რეგიონში - უარი თქვა ანტი-კორუფციული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. რისი გეშინიათ?

"საქართველომ, ერთ დროს ლიდერმა ქვეყანამ, ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით რეგიონში - უარი თქვა ანტი-კორუფციული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. რისი გეშინიათ? რატომ არ შეუერთდით მონიტორინგის ამ რაუნდს? ხელისუფლება, რომელიც სუფთაა კორუფციაში, კიარ იმალება მსგავსი შეფასებისგან, პირიქით. თქვენ რატომ იმალებით? კორუფციაში მოტივტივე ხელისუფლება - სიმართლის გამოაშკარავებას დაემალეთ."      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "სა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დღეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აცნობეს. „ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა უნდა დატოვოს“, - ნათქვამია მოლდოვის საგარ

ანა ბუჩუკური - მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა, ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი „ოცნებაა“ - ჩვენი პარტია კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა - ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი "ოცნებაა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი პარტია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება. "რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. რაც შეეხება ზოგადად, პროპაგანდას - პროპაგანდა არის ყველაზე ცუდი. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. დღეს ი

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ოესიდის ანტიკორუფციული ქსელი, რადგან დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის

"ხელისუფლებამ მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ოესიდის ანტიკორუფციული ქსელი, რადგან დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის."    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986418569753471/

ანა ბუჩუკური - ხელისუფლება სააკაშვილს სისტემურად აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საშუალებას, როცა სასამართლო სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს პარტიულ თათბირებს ატარებინებს

"ხელისუფლება სააკაშვილს სისტემურად აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საშუალებას, როცა სასამართლო სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს პარტიულ თათბირებს ატარებინებს."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთის" წევრი.

შალვა კერესელიძე - კორუფციული პროექტები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას სრული თავისუფლება აქვს ფული კორუფციული დანაშაულებრივი გზით აკეთოს

"კორუფციული პროექტები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას სრული თავისუფლება აქვს ფული კორუფციული დანაშაულებრივი გზით აკეთოს და სახელმწიფო სამსახური ქვეყნის და ხალხის მსახურების ნაცვლად, ქვეყნის და ხალხის ხარჯზე გამდიდრების სამსახურად იქცეს."  შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
×
×
  • შექმენი...