"საქართველო არის საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე და ყველა საერთაშორისო გარანტია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებს, არის მოსაძებნი და შესაქმნელი."
ნატა საბანაძე - გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი; საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow)
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/934260031686989/
საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში - შიმშილისგან.
- ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ბავშვთა მალნუტრიცია ქვია.
- ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკვების დეფიციტის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ამ მდგომარეობას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ.
- ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და ხშირად იწვევს კოგნიტური განვითარების შეფერხებას (დაბალ მ
გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის 14 მარტის ანგარიშზე: “ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ხსნის „მიზეზებს“, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტი-კორუფციული ქსელი დატოვა 2023 წელს. ოცნებას არ უნდოდა საერთაშორისო შეფასებაში მოხვედრილიყო ელიტური/პოლიტიკური კორუფციისთვის მის მიერ ანთებული მწვანე შუქი და უარი ნამდვილ ანტი-კორუფციულ რეფორმებზე. საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
„რა
ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის.
„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც
2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს.
„მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი
"ოცნება" მძიმე საკანონმდებლო ჩარევებით ცდილობს სრულად დაიქვემდებაროს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, ეს "ოცნების" სტილი გახდა და გააკეთეს ის, რომ ცესკოს სრულად გააკონტროლებენ. 2024 წლის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, იმის ნაცვლად, რომ ცესკოს მაღალ ლეგიტიმაციაზე და რეპუტაციაზე ზრუნავდნენ, მის მიმართ ნდობას აქრობენ."
მიშა დაუშვილი.
"ისეთი ქალაქები, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, ქვეყნის მთლიან ეკონომიკას უნდა ექაჩებოდეს წინ, ამის ნაცვლად, კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლული. არც ერთი მერისგან ან მმართველი რგოლისგან არ მოგვისმენია ისეთი ამბიციური პროექტები, როგორიცაა ახალი მეტროს ხაზები თბილისში, ტრამვაი ბათუმში,რასაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, რადგან მათ ურჩევნიათ მოკლევადი პროექტები, საიდანაც მარტივად იშოვიან კორუფციულ
ფულს."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.
სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.
დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის
სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
ფოტიგას თქმით, 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს იმისთვის, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა.
„ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება. სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება“, – წერს ფოტიგა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადე
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.
რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად.
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და “ახალი ხალხის” კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 1%, ხოლო რუსეთის ლი
სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია უარყოფს ქართველი მოსამართლის, ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერების (ე.წ. ვეტინგი) შემოწმების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავეს.
როგორც ნონა წოწორია აცხადებს, პირიქით, მან იმ გენპროკურორის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ზემოხსენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დააკავა
“ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩ
ზიადინ ჰუსეინლი ერთ-ერთია იმ ეთნიკური აზერბაიჯანელებიდან, რომლებმაც ქართული ენის სწავლისთვის ფული გადაიხადა 1+4 პროგრამაში, რათა შემდგომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.
ამიტომ 2024 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ფაქტობრივად იცრუა, როცა ტყუილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენის სწავლებაში თანხას იხდ
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუ პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მმართველი პარტიის ვერსისას დაამტკიცებს, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
დღეს, 18 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.
გიორგი მსხილაძემ მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა
კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ გან
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია “საგადასახადო კოდექსში“ თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სა
მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდ
"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა.
ხვალ, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა