Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანა ბუჩუკური - სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად ნიშნავს, რომ "ოცნებას" განახლების რესურსი არ აქვს და პოლიტიკურად სრულად დაცლილია

"სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად ნიშნავს, რომ "ოცნებას" განახლების რესურსი არ აქვს და პოლიტიკურად სრულად დაცლილია."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1708344072908023/

ბექა ლილუაშვილი - სახიფათოა ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა

"სახიფათოა ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა. ყველა უწყება თუ ინსტიტუტი, რომელიც არჩევნების გაყალბებაში დაეხმარებოდა დაიქვემდებარეს, მომავალში რას იზამენ არავინ იცის."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/264093480088755/

ანა ბუჩუკური - ადეიშვილის ხილვა გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე არის "ოცნების" უსუსურობა და დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, მათ სიტყვას საერთაშორისო დონეზე ფასი არ აქვს

"ადეიშვილის ხილვა გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე არის "ოცნების" უსუსურობა და დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, მათ სიტყვას საერთაშორისო დონეზე ფასი არ აქვს. ასევე გავახსენებ საზოგადოებას, რომ "ოცნების" მეგობარმა ორბანმა მოახდინა ადეიშვილის რეაბილიტაცია, ამიტომ ორბანს მოკითხონ ეგ საკითხი."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/426141926524351/

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი - გელათში 21 კრიტიკული კერა გამოვლინდა - ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება

გელათში სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან, გ

კარასინი: მჯერა, არაფორმალური დიალოგის გამოცდილებას მომავალშიც გამოვიყენებთ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინი „დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის გამოცდილების გამოყენება მომავალშიც მოხდება”. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარასინისვე თქმით, 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორჭოფობის გარეშე დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით. გრიგორი კარასინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთ

ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მივმართეთ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა“, –

2025 წლის აშშ-ის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოსთვის დახმარება 8 მლნ დოლარით მცირდება

სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტში საუბარია, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასე

გამოსახლებამდე | როგორია მევახშური სქემა

„ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ”; „ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“; „ოჯახის წევრია ცუდად, დროებით შეაჩერეთ გამოსახლდება“; „წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“; „გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგი; ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ“, – ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული, ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების დროს მოსმენილი ფრაზებია. აღსრულების ბიუროს სტატიტიკით, 202

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ. „თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კ

ანა ბუჩუკური - ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ

ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ადეიშვილი აქამდეც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული საქართველოში, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან "ოცნების" სიტყვას ფასი აღარ აქვს. "მე პირადად ვერავინ მასწავლის ადეიშვილი სად უნდა იყოს ახლა, წესით.

„ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის" - პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო სოციალური პოლიტიკა - ნაწ. 1

„ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის" - პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო სოციალური პოლიტიკა - ნაწ. 1  

ბექა ლილუაშვილი - "ოცნება" ცდილობს არჩევნების გაყალბებით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, სწორედ ამიტომ სჭირდება მას კონტროლირებადი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, საარჩევნო კომისია, კონტროლირებადი ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური...

"ოცნება" ცდილობს არჩევნების გაყალბებით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, სწორედ ამიტომ სჭირდება მას კონტროლირებადი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, საარჩევნო კომისია, კონტროლირებადი ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური და ა.შ."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმდჯომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1342139129747075/

ბერდია სიჭინავა - ფაქტია, რომ დღეს "ოცნებას" აქვს კრიზისი. გვიმტკიცებენ, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლიათ, ამის ფონზე კი, ორი კვირა სამდიცინო სფეროს წარმომადგენელი ვერ იპოვეს

"ფაქტია, რომ დღეს "ოცნებას" აქვს კრიზისი. გვიმტკიცებენ, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლიათ, ამის ფონზე კი, ორი კვირა სამდიცინო სფეროს წარმომადგენელი ვერ იპოვეს, რომელიც დათანხმდებოდა, ყოფილიყო ჯანდაცვის მინისტრი. ბოლოს აღმოაჩინეს, რომ ჰყავთ იურისტი მიხეილ სარჯველაძე, კომიკურია ეს ყველაფერი."  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435133052377330/

ანა ბუჩუკური - კოალიცია ჩვენთვის ნაცმოძრაობასთან წითელი ხაზია, დღევანდელ "ოცნებასთან" ლურჯი

"ივანიშვილის 30 დეკემბერს გამოსვლის შემდეგ "ოცნებაში" სრული ქაოსია. სამწუხაროდ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" უკეთესი გახდება. კოალიცია ჩვენთვის ნაცმოძრაობასთან წითელი ხაზია, დღევანდელ "ოცნებასთან" ლურჯი."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/25637873809137113/

გიორგი შარაშიძე - არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას, არა კერპთაყვანისმცემლობას და ბელადომანიას, რომლითაც ჯერ "ნაც.მოძრაობა" იყო შეპყრობილი, ახლა კი "ოცნება"

"სამართლიანი წესრიგი არის ჩვენი მთავარი მიზანი. აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, ადამიანები უნდა შედიოდნენ სამართლიან კონკურენციაში ერთმანეთთან. არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას, არა კერპთაყვანისმცემლობას და ბელადომანიას, რომლითაც ჯერ "ნაც.მოძრაობა" იყო შეპყრობილი, ახლა კი "ოცნება". დღეს არ არსებობს ინსტიტუტები და ერთი ადამიანის პირად ნებაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება.”  გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebo

„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი - საუკეთესო რეჟისორად. ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომ

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება. ის ჩაანაცვლებს ზურაბ აბაშიძეს ე.წ. პრაღის ფორმატში, რომელიც ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითვალისწინებს გრიგორი კარასინის გავლით. ქაჯაიას მრავალწლიანი დიპლომატიურ კარიერა აქვს. ის ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთ

ანგარიში - საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს

საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს. ამასთან, ფსიქიატრიულ საწოლებს ის პაციენტები იკავებენ, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო - ოჯახის წევრები ხშირად პაციენტთა მიღებაზე უარს აცხადებენ, - ასეთია მოკვლევის შედეგი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვ

პეტრ პაველი - 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა

დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უახლოეს კვირებში გადაეცემა კიევს, - Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები" არ იქნება. ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე მიხეილ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა. პოსტიდან კი მიმდინარე წლის 29 თებერვალს გათავისუფლდა. ipn

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. „როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადო

#6 ეპიზოდი: გახარია პარტიის ახალ სახელზე, ახალ მეტროსადგურებზე, ივანიშვილის ფატალურ შეცდომაზე (ვიდეო)

#6 ეპიზოდი: პარტიის ახალ სახელზე, ახალ მეტროსადგურებზე, ივანიშვილის ფატალურ შეცდომაზე ვიდეო:    

დევიდ კამერონი - დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს

დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. „მზად ვართ ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, - განაცხადა კამერონმა. ბრიტანელი მინისტრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus რაკეტები მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატე
×
×
  • შექმენი...