ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ალიანსის მიმართ წე
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.
სტოლტენბერგმა „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, მომავალი წევრობის კონტექსტში რას უნდა ელოდეს საქართველო ივლისში NATO-ს სამიტისგან.
„საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ძლიერად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.
საქართველოს რამდენჯერმე ვეწვიე, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყ
უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. როგორც გამოცემა Euronews წერს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა 25 მარტია და საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც კომისიამ უნგრეთს 10,2 მილიარდ ევროზე წვდომა დაუშვა.
უნგრეთისთვის გაყინული დახმარების განბლოკვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ლაეინმა „ორბანის მოსყიდვა” სცადა.
2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმარ
უზენაესი სასამართლოს პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ იზიარებენ ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.
ბაქაქურის თქმით, გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მოსამართლემ გვითხრა, რომ უზენაესი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის წინადადებით გამოდის, - ინფორმაციას გამოცემა News.am ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი - 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
დოკუმენტი, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა.
რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, გან
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.
კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამო
2024 წლის 30 იანვარს გამომცემლობამ “bloomsbury Books” გამოსცა ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანი „დიდი ტყის მახლობლად (Hard By a Great Forest )”. წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2 თებერვალს „გარდიანმა” ის დღის წიგნად დაასახელა და ვრცელი მიმოხილვაც მიუძღვნა.
ავტორის შესახებ
ლეო ვარდიაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1995 წელს 12 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ლონდონში გადასახლდა. იგი ინგლისურად წერს და ისწავლა ინგლისური ფილოლოგია ლონდონში, დედოფალი მერის უნივერსიტეტში (Queen
პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალი წევრების მიღებას აცხადებს
გაწევრიანების მსურველები გადადით და შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/GJNz9nmbVvrbPfz16
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.
კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:
სომხეთი — 96%;
საუდის არაბეთი — 94%;
აზერბაიჯანი — 88%;
პაკისტანი — 86%;
საქართველო — 83%.
ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თ
"ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ამ ეკონომიკური ზრდით ვერ სარგებლობენ, რადგან 25 ოჯახს ხმარდება."
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/788546436470376/
"ჩვენთვის მოცემული ხმა არ დაიკარგება, რადგან ორნიშნა რეიტინგი გვაქვს, თან სტაბილურად მზარდი. ხოლო იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და ყველა მსაგვი ხმა "ოცნებასთან" არ წავიდეს, მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური პარტია, რომელსაც არ აქვს გარანტია, რომ გადალახავს ბარიერს და ერთმანეთთან ფასეულობითი შეუთავსებლობა არ აქვს, გაერთიანდნეს."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2353
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ
პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დააყენეს.
აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედის და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. თუმცა როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან დარაბების დაყენება საგამოფენო სივრცის მოწყობას უკავშირდება.
„უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის
ტელეგრამ არხ „Абхазский Портал-ის“ ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა.
შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.
ტელეგრამ არხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ორივე ზოლი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა გზატკეცილზე მყოფ ერთადერთ ავტომობილს შესჯახებოდა.
პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული მანქანა მინისტრთა კაბინეტის შენობ
ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა.
Akademie der Künste ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება.
სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არი
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. გურიელიძის განცხადებით, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების სამყოფელი შენდება, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
გურიელიძის თქმით, რთულია ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რადგანაც ინფრასტრუქტურის
ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის მიმდებარედ ჩაქუჩით თავს დაესხნენ. 43 წლის ვოლკოვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
„თავს დამესხნენ ეზოში, ფეხზე დამარტყეს 15-ჯერ. ფეხი, როგორღაც, კარგად მაქვს, სიარულის დროს მტკივა…თუმცა, მოვიტეხე ხელი”, – განაცხადა მან.
თავდასხმაზე ცნობების შემდეგ, ვოლკოვმა ვიდეო გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხზე და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.
„ვიმუშავებთ და არ დავნებდებით”, – ამბობს ის.
ნავალნის ორგანიზაციის პრესსპიკერ
ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
პუბლიკა
თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც იგი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად.
გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.
როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.
მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი, ხოლო ამხილეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირა
"ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, არაეფექტურ მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე, რაც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. სახელმწიფო ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე. პირველ რიგში სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით. რა თქმა უნდა სისტემატურად გადაიხედება ჩა