Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლევან გოგიჩაიშვილი - მეგობრულად ვურჩევ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს იქ, საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური

მეგობრულად ვურჩევ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს იქ, საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური. „ოცნება" ამ არჩევნებს ვერ მოიგებს  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/702580378490515/

ზაზა თავაძე - ივანიშვილი, პირადი კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს უარს

"ივანიშვილი, პირადი კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს უარს და შესაბამისად, მეორედ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს, როდესაც ხელმეორედ აინიცირებს "რუსულ კანონს". დღეს, ივანიშვილის არასწორი პოლიტიკის გამოა, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძეს შეუძლიათ დააშანტაჟონ ის."     ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3686024935012585/

ბექა ლილუაშვილი - სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ

"სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ… მერე ასეთი ხალხი, ოჯახურ ფასეულობებზე, მორალზე და ქართულ ტრადიციებზე დაიწყებს საუბარს." საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

შალვა კერესელიძე - საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს. აი ეს არის რეალური პრობლემა, რატომაც არ ხდება სინათლის გარეშე დარჩენილი სოფლების განათების პროექტების განხორციელება

"ამ საკითხებს სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს. აი ეს არის რეალური პრობლემა, რატომაც არ ხდება სინათლის გარეშე დარჩენილი სოფლების განათების პროექტების განხორციელება." პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/938528994409965/

ეს ის ბიჭია, რომელიც GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული, სირცხვილია! - კრამონი პაპუაშვილზე

„ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილია!“,- ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითიც ეხმაურება „ქ

პრეზიდენტი - პასუხი უზრდელობაზე, უხეშობაზე და შეურაცხყოფაზე, რასაც ჰქვია რუსული კანონი და მიმართულება, არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა - საჭიროა მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ

პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა, -ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანება საერთო მიზნისკენ, რასაც ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანება ჰქვია. „არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არი

პრეზიდენტი - „ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა“ - „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით

„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა - „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. „[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული

პეტრას აუსტრევიჩუსი - როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება

როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება , - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას. “როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, ვინაიდან, დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს”, - წერს აუსტრევიჩუსი. ცნობისთვის, საპარლამენტო

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, რომ თავის შიშებზე ჭრის და კერავს, გავლენის ახალ-ახალ ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში

ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან, ამის უკან დგას შიშები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, ახალ-ახალ კანონპროექტებს, გავლენის ბერკეტებს ქმნის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე დაუსვეს კითხვა. „საქართველოს მდგომარეობის შედარება იმ ქვეყნებთან წარმოუდგენელია. ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყან

არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ipn

„ოცნება“ რუსულ კანონს აბრუნებს

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ გადათქვა და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მისი თქმით,

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე გელოდებათ იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს - იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები.   ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც იაპონური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.   დამთვალიერებელი იაპონური კულტურის თემატიკაზე რუსუდან ფეტვ

ბექა ლილუაშვილი - დღეს, “ოცნებისთვის” ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა არის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი

დღევანდელ პარლამენტში ვხედავთ, რომელი პარტია, რომელ პარტიასთან შედის კოალიციაში. დღეს, “ოცნებისთვის” ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა არის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ამიტომ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ის გადადგამს, თავისი კონტროლის გასამყარებლად, მას უნდა აჩვენოს, რომ თითქოს ეს გადაიდგა ან მრავალპარტიული ან არამხოლოდ მისი გადაწტვეტილებით. შესაბამისად, დღეს ძალიან მკაფიო მოცემულობაა, რომ სინამდვილეში ეს არის უბრალო, ჩვეულებრივი, იაფასიანი ვაჭრობის შედეგი.

თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მი

ანა ბუჩუკური - ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს - „ოცნების“ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი

ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს. „დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სტამბოლის მერზე, ექრემ იმამოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. იმამოღლუმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. იპნ

მიშა დაუშვილი "ოცნებას" - შეასრულეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ემიგრანტებს გაუზარდეთ ხელმისაწვდომობა არჩევნებზე!

მინდა ჩვენს ემიგრანტებზე და მათ მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ვისაუბრო. მსურს რამდენიმე ციფრი მოგიყვანოთ: 2023 წელს 4.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2022 წელს 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2021 წელს 2.3 მილიარდი აშშ დოლარი, მეტს არ გავაგრძელებ. მეგობრებო თუ იცით ეს რა რიცხვებია? ეს ის თანხებია რასაც ბოლო წლებია ჩვენი ემიგრანტები ყოველწლიურად რიცხავენ საქართველოში. რომ იცოდეთ ამ ძალიან დიდ რიცხვებს ასევე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ემატება როგორც ფულადი გზავნილები, რომლებიც არ ირიცხ

აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა. ეკიკპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ნეტგაზეთი

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386-გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხ

2023 წელს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით 5604 მოსწავლემ სკოლა დატოვა - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა. ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სწა

არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში ქალმა მეუღლე მოკლა

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.   იპნ
×
×
  • შექმენი...