რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს. ის ციხეში 8 წელს გაატარებს.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუს
ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/774443551329804/
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) თბილისში 8 აპრილს პარლამენტში ჟურნალისტების დაბლოკვის შესახებ წერს. რუსული კანონის განხილვისას ჟურნალისტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის შეყვანა.
ECPMF ქართველ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისი საშვებისა და აკრედიტაციის მიუხედავად, პარლამენტის პრესსამსახურმა მათ ყოველგვარი ახსნის გარეშე უთხრა უარი შენობაში შესვლასა და
“ოცნების” ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში, რომელიც არის მიმართული ზუგდიდის და ზუგდიდელების წინააღმდეგ საბოტაჟის განსახორციელებლად, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს ჩვენი პარტიის წარმომაგდენლის, საკრებულოს თავდჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას, მათ ერთად დაიწყეს ამის განხორციელება.
ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი. დღეს, ეს ორი პარტია არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე უნდა იყოს
ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით - ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კ
ერთი მხრივ “ოცნება” გამოდის და უღირსად, უტიფრად ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ თითქოს ისინი არიან ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დამცველები. საზოგადოებას გავახსენებ გუშინ როგორი უღირსი საქციელით გამოირჩეოდა სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პრომო ბიჭუნა - კალაძე. ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია.
ამ ყველაფერ უღირსობას აქვს ერთი მიზანი - ადამიანების დაპირისპირება,
თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არის.
„ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა არაფერი, თუ არა დიდი თავისუფლ
ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" მიზანმიმართულად და პრიმიტიულად ცდილობს საზოგადოების დაყოფას "ნაცებად" და "ქოცებად" ყველა სფეროში - სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835501178594272/
USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.
სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე საუბრისას სამანტა პაუერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციები
ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023
საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს!
ხულო. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
„ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.
ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“.
ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.
კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქ
ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს.
ამ ქვეყნაში თუკი ვინმეს დესტაბილიზაცია, არეულობა და ომი უნდოდა და უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. "ოცნება" გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში, თურმე არეულობა უნდა ევროკავშირს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან და რუსული ოკუპაციისგან გვიცავენ, გვეხმარებიან სუვერენიტ
ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვე
ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს, - აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკეთა.
ამერიკელმა დიპლომატმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა.
“აშშ-ი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, რათა 6 მი
საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხელახლა სცადოს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა.
განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ:
„ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთ
ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
რა ხდებამმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული
ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.
ილიკო სუხიშვილის თქმით, ამგვარი ნაბიჯებით დასავლეთში საქართველოს ხელისუფლება აგზავნის მესიჯს, რომ ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას და აცხადებს, რომ ახლანდელი რეჟიმი საბჭოთაზე არანაკლებ საშინელია:
„არ არის ისეთი კანონები, რომელიც პირიქით დაგვაახლოვებს ამ [დასავლურ] პერსპექტივასთან? ჩემი აზრით, და
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები“ განიხილა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, შავი ზღვ
საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება.
ის ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი აეროპორტის მაინცდამაინც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან აშენება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ბაზის სამხედრო პოტენციალს.
მისივე განმარტებით, ვაზიანის სახმედრო ბაზის დასუსტება რუსეთს საშუალებას მისცემს, თბილისის დასაკავებლად დესან
მსახიობი გივიკო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მობრუნებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოიგებს და გააკეთებს სწორ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამის შესახებ განცხადება მან TV პირველთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაცი
უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა.
„უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერს კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობას წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და