ადიგენში, სადაც მუსლიმები პარასკევის ლოცვის შესრულებას აპირებენ, აქცია იმართება. შესაბამის ვიდეოს ადგილიდან გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ადიგენში მცხოვრები მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები – ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მსგავსი ეპიზოდი ადიგენში გასულ თვესაც მოხდა. კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუ
„არსი, აზრი ამ კანონპროექტის არის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენდა დაუკითხავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია - საქართველოსთვისა“ და დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ ინფიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს, სახელმწიფოებრივი შეგრძნებისგან შორს არიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთ
ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებით, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას.
"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა დ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.
ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძი
ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული,
საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, დღეს კი “ოცნების" სახეა.
„ბექა
მთავარი მოკავშირე დღევანდელი ხელისუფლების არის ნიჰილიზმისა და დემორალიზების დათესვა...
სოფო ხორგუანი სტუმრად ვიკა ბუკიას გადაცემაში ''პირველი ხაზი''
ვიდეო: https://www.facebook.com/watch?v=1260171592037604
ეს კანონპროექტი რატომ არის რუსული? რადგან ხელს შეუშლის იმ ევროპული კანონპროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სწრაფად ინტეგრაციას, რაც შეამცირებს რუსულ გავლენას.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1512107196012997/
მურუსიძე-ჩინჩალაძემ მოითხოვეს, რომ მხოლოდ მათზე არ გადატყდეს ჯოხი, ისინი ძალიან ნერვიულობენ, ვინაიდან საკამოდ ბევრი შავ-ბნელი საქმე აქვთ ნაკეთები ივანიშვილთან ერთად. დღევანდელი იუსტიციის საბჭო არის მურუსიძის და ჩინჩალაძის იარაღი, რადგან ისინი მართავენ მას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მოყვარისა და მტრის გარჩევა აღრეული აქვს “ოცნებას”. შესაბამისად ჩვენ, როდესაც ეს ინიციატივა დავაყენეთ, ცალსახად ვთქვით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და დავიწყეთ რუსეთით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოური გავლენის აგენტე
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ მიიღებს რუსულ კანონს, თუმცა ის დებატების გამართვასაც უცნაურს უწოდებს და პირველად ინიციირების დროს მასშტაბურ პროტესტებზე მიუთითებს.
მისი თქმით, მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე, თუ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი არ სურს.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებ
პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა.
დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო.
გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.
განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატ
ბექა ლილუაშვილი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი:
ამ გამოსვლის შემდეგ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, დამუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად, აინიცირებს - ოცნების მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონის პროექტს, კერძოდ, საქართველოს კანონის პროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“.
ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრ
„აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.
“მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“,- ნათქვამია ბრძანებაში.
იპნ
რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული, - ასე მიმართა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, “ქართულ ოცნებას”.
აღნიშნული განცხადებით, იგი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირებას გამოეხმაურა.
ლილუაშვილის თქმით, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დ
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ხელისუფლების მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განმეორებით ინიცირებას.
მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს.
დღეს, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდ
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი 20-19 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5.
netgazeti
რუსეთში გეგმავენ, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად არიან დარეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებში კენჭისყრას აუკრძალონ.
შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის დუმაში გუშინ, 2 აპრილს დარეგისტრირდა.
ამასთან, მას შემდეგ, რაც ინიციატივის შესახებ მედიამ დაწერა, ინიციატორებმა ის „გადასინჯვისა და გაუმჯობესების” მიზეზით გაითხოვეს და გაუმჯობესებული ვარიანტის ხელახალი რეგისტრაციის პირობა დადეს.
კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „სამართლიანი რუსეთია“. რუსეთში ამ ეტაპზე მოქმედი კანონდებლო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უკან დააბრუნოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და ის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, გასულ წელს ამ კანონის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
დღეს, 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს.
ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმ
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ” კანონს,- ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვაშია ნათქვამი.
როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის
ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს.
„წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღ