Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ოლაფ შოლცი - ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას არ მიიღებს საქართველო

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. „ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალ

ევროკომისიის პრესსპიკერი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“. გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. „შა

პარლამენტი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერის თაობაზე პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებ

„ოცნების“ მთავრობის ექს-მინისტრი ხელისუფლების მომხრეებს და საჯარო სექტორს მიმართავს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წწ) მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის და საჯარო სექტორის საყურადღებოდ აქვეყნებს ვრცელ ხედვას მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ. „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ჯანელიძის პოსტს. „ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის, ხედვა მიმდინარე პო

„EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციის ღალატია" - 26 NGO

26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანი

არა რუსულ კანონს! – მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე

“რა თქმა უნდა, არა! რუსულ კანონს არა! რუსეთისკენ არა!” – ამბობს ნეტგაზეთთან მთამსვლელი და სამთო გიდი ბიძინა გუჯაბიძე, როდესაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიცია ვკითხეთ. “ამ წუთში რუსთან ურთიერთობაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი მყავს, მათთანაც კი არ შემიძლია ახლა კონტაქტი. ასე [მსგავსი კანონპროექტით] დაიწყო რუსეთშიც და რა დღეშია ახლა რუსეთი, იცის ყველამ. იმედია, რომ იცის. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გაგება, მან იცის. ეს [რუსული

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს – ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. ადვოკატის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველმა თავად ჩაიბარა განცხადება. დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატ

სასამართლომ ლაზარე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს. ის ციხეში 8 წელს გაატარებს. ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუს

ანა ბუჩუკური - ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან

ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან.    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/774443551329804/

რას გულისხმობს ორი კანონპროექტი, რომლებიც აგენტების კანონის ალტერნატივად გახარიას გუნდმა წარადგინა (ვიდეო)

რას გულისხმობს ორი კანონპროექტი, რომლებიც აგენტების კანონის ალტერნატივად გახარიას გუნდმა წარადგინა  

პარლამენტში ჟურნალისტების შესვლის აღკვეთა ECPMF-მა მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში შეიყვანა

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) თბილისში 8 აპრილს პარლამენტში ჟურნალისტების დაბლოკვის შესახებ წერს. რუსული კანონის განხილვისას ჟურნალისტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის შეყვანა. ECPMF ქართველ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისი საშვებისა და აკრედიტაციის მიუხედავად, პარლამენტის პრესსამსახურმა მათ ყოველგვარი ახსნის გარეშე უთხრა უარი შენობაში შესვლასა და

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი (ვიდეო)

“ოცნების” ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში, რომელიც არის მიმართული ზუგდიდის და ზუგდიდელების წინააღმდეგ საბოტაჟის განსახორციელებლად, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს ჩვენი პარტიის წარმომაგდენლის, საკრებულოს თავდჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას, მათ ერთად დაიწყეს ამის განხორციელება. ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი. დღეს, ეს ორი პარტია არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე უნდა იყოს

ბექა ლილუაშვილი - ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით

ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით - ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კ

ანა ბუჩუკური - ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია

ერთი მხრივ “ოცნება” გამოდის და უღირსად, უტიფრად ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ თითქოს ისინი არიან ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დამცველები. საზოგადოებას გავახსენებ გუშინ როგორი უღირსი საქციელით გამოირჩეოდა სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პრომო ბიჭუნა - კალაძე. ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია. ამ ყველაფერ უღირსობას აქვს ერთი მიზანი - ადამიანების დაპირისპირება,

სალომე ზურაბიშვილი - თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული

თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არის. „ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა არაფერი, თუ არა დიდი თავისუფლ

ბექა ლილუაშვილი - ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" მიზანმიმართულად და პრიმიტიულად ცდილობს საზოგადოების დაყოფას "ნაცებად" და "ქოცებად" ყველა სფეროში - სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ.

ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" მიზანმიმართულად და პრიმიტიულად ცდილობს საზოგადოების დაყოფას "ნაცებად" და "ქოცებად" ყველა სფეროში - სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835501178594272/

USAID-ის ხელმძღვანელი - საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე - უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის

USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე საუბრისას სამანტა პაუერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციები

PSC-ის დელეგაცია - ბევრი დრო არ არის - ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ

ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023

გახარია - საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს! (ფოტოები)

საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს! ხულო. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

გიორგი გახარია კახა კალაძეზე - ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა, ვერ მიხვდა, მისი არჩევანი გასაგებია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. „ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“. ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქ

მიშა დაუშვილი - ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს

ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს. ამ ქვეყნაში თუკი ვინმეს დესტაბილიზაცია, არეულობა და ომი უნდოდა და უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. "ოცნება" გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში, თურმე არეულობა უნდა ევროკავშირს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან და რუსული ოკუპაციისგან გვიცავენ, გვეხმარებიან სუვერენიტ

აშშ-ს ელჩი - როცა კანონპროექტი გაქვთ, რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა შეშფოთება გამოხატეს, თქვენი ოკუპანტი კი მიესალმა, საკუთარ თავს უნდა კითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის? - პროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის

ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვე

რობინ დანიგანი - ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს

ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს, - აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკეთა. ამერიკელმა დიპლომატმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა. “აშშ-ი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, რათა 6 მი
×
×
  • შექმენი...