4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლა
საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი.
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და
აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით.
პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა.
222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე
ჯგუფური ძალადობის ორ
სტრასბურგში, 16-17 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილმა.
„ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელ
საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე.
„2024 წლის 18 მაისს, თბილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება:
"რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია.
რუსული კანონი რუსული მხოლოდ მისი ტექსტის გამო არ არის. ეს კანონი გვაშორებს ევროპას და მივყავართ რუსეთისკენ.
რუსულ კანონზე ნებისმიერი კომპრომისი „ოცნებასთან“, როგორც ვეტოს განხილვის დროს, ისე შემდგომ პროცესში, იქნება საჩუქარი დასუსტებული ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ."
სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა ავიცილოთ და ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება, პირველ რიგში ხელისუფლებაზე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლოვაში ომის რიტორიკით აშინებდა ჩვენს მოქალაქეებს და ძალადობისგან დამცველის ნაცვლად ძალადობის მომწყობი გახდა თბილისის ქუჩებში. მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. მიზანია, რომ საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა:
„დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე ა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის.
ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
netgazeti
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი.
ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს
ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღ
კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ქუჩაში ვხედავთ სამართალდამცავების მხრიდან და ზოგადად სახელფწიფო უწყებების მხრიდან, არის ორგანიზებული დანაშაული, არ არის უბრალოდ გადაცდომები, ეს არის ორგანიზებული ძალადობა, რასაც ხელისუფლება სჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
გაგახსენებთ, ეს პროცესი საიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ერთი მეორის მიყოლებით ეს უწყებები ან უქმდებოდა ან ექვემდებარებოდა
საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს.
„ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების
ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება.
პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი.
ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას.
ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენ
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს.
ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სი
თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და
სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა — დოლართან 2.73 თეთრით, ევროსთან მიმართებით — 4.25 თეთრით;
16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი.
$1-ის კურსია 2.7596 ლარი, €1-ს კურსი — 3.0002 ლარი.
ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირდაპირ ეხება ეკონომიკას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა.
კანონი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაზე. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით უწყობენ ხელს ამ კუთხით საქართველოს განვითარებას. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი შესაძლოა, ამ მ
საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.622 მილიარდ ლარს, იურიდიული პირების კი 1.447 მლრდ ლარს შეადგენს. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობა 50.6 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მონაცემებით არარეზიდენტების წილი მთლიანი დეპოზიტების 17.9%-ს შეადგენს, ჯამური თანხა კი 9.069 მლრდ ლარია.
სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, „წარმოშობის მიხედვით, არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში გაზრდილია რუსეთის რე
წელს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად დაკეტილი იყო, რუსი ტურისტებისთვის გაიხსნა.
მაისის დასაწყისში, მეხუთე და ყველაზე დიდი ტურისტული ჯგუფი ფხენიანში ვლადივოსტოკიდან გაემგზავრა. მათ შორის იყო „კომერსანტის“ კორესპონდენტიც, რომელმაც კორეის ეს მხარე უფრო დეტალურად დაგვანახა.
ჩრდილოეთ კორეაში წელიწადში 15-30 დღის განმავლობაში, კოოპერატივებისთვის მიწათმოქმედებაში დახმარება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წმინდა მოვალეობაა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე, უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებს სწავლობენ, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო მომართვათა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოში გადაიგზავნა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ.
კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგ