Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანა ბუჩუკური - „ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება

„ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4736354173255495/

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება". კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკ

შალვა კერესელიძე - დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ

ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც. დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება.  შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია სა

მიშა დაუშვილი - რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

არასდროს, არსად მომავალ თაობაზე ხელისუფალს არ გაუმარჯვია. იცოდეთ, არც მუქარის, არც ძალადობის და არც არანაირი სასჯელის არავის ეშინია. რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1739335179924600/

პრეზიდენტი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავ

შალვა პაპუაშვილი - მივმართავ განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, რა წესია, კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას - ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.

„ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში კვლავ დაუპისპირდნენ ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა. „თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა. ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა და

მიშელი: პირადად ვარ იმედგაცრუებული იმით, რაც საქართველოში ხდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპი

მიშა დაუშვილი - დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება

დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქა

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს

"ოცნებაში" რაციონალურობა აღარ დარჩა, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და რასაც ივანიშვილი ეტყვის იმას აკეთებენ, ერთ ადამიანს არგებენ სახელმწიფო სისტემას. ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429987179753909/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს

ივანიშვლს თუ ჰგონია, რომ მოქალაქეებს კობახიძით და "ოცნებით" შეაშინებს, ძალიან ცდება. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს.    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516499182236206/

ბექა ლილუაშვილი -  ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება

ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება, წაახალისა მოქალაქეებს შორის ძალადობა ქოცური ზონდერ ჯგუფებით და საბოლოოდ დაემსგავსა "ნაც.მოძრაობის" რეჟმს.      ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის". ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2421615601377505/

ალექსანდრე მოწერელია - არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას

არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/

ბექა ლილუაშვილი - შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს

შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს. არაფერი აღარ დარჩა “ოცნებისთვის” სათქმელი, ყველა სიტყვა ითქვა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ჩვენი პარტნიორებისა და მოქალაქეების მხრიდან. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტის ტალღაში და ხელისუფლება აუცილებლად გატყდება, ეს გარდაულია, ისინი ერთად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ქვე

სტივენ ბლოკმანსი - კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა: ვხედავთ დაშინების, პოსტერების კამპანიას - მსგავსი რეპრესიული მექანიზმები გამოყენებულია რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში

კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა - თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროე

ადვოკატი: დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს აიძულებდნენ ესაუბრა ქართულად, ვერ საუბრობდა და ამის გამო ურტყამდნენ

გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან, მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, ბრაიან ჯეიმს ბინგამს და პატრიკ ჰენდერსენი. როგორც ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მათ აიძულებდნენ ქართულ ენაზე ესაუბრათ და პოლიციელების კითხვებისთვის ეპასუხათ. გიორგი ტაბატაძის ცნობით, პატრიკ ჰენდერსენი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს, ის ინგლისურის მასწავლებელია, რ

ანა ბუჩუკური - ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“. „მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას,

EU-ის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონთან დაკავშირებით ბორელს მიმართავს

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს  საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ. წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ იფიცებიან

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად იფიცებიან. გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა, გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ და აპირებენ, მსვლელობით ქუთაისში დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდნენ. სტუდენტების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანა, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს არ გაიწვევს. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას ოფიციალურად დღეს, 13 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სა

KIU-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გაფიცვას უერთდებიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ბექა ლილუაშვილი - როგორც გადაიქცნენ მოძალადე, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში

როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას არ ჰგავს და პირიქით, „ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოც
×
×
  • შექმენი...