საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის თქმით, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სახალხო დამცველი მივიდა.
ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა, ხვალინდელ სასესიო სხდომაზე ვეტო არ დაძლიონ.
მიმართვის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეკითხვით მიმართა: „თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სხვა კანონში ცვლილების განხორციელება, იძლეოდა თუ არა ვეტო იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს წარმოედგინა
„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე, რასაც „ოცნების“ წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803596715038747/
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს საზოგადოებას „ქართული ქარტია” წარუდგინა, ოპოზიციურ პარტიებს კი მისი ხელმოწერა და მის ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევრო
ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” მისაღებია.
სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშ
თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია.
მერიის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი.
გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.
დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტ
ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან.
აქციით მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოდ ევროპას დააშორებს.
დღევანდელი აქციის ლოზუნგია - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა". აქციაში მონაწილეობენ სტუდენტებ
თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები რეალურად რეფერენდუმი იქნება, სადაც უნდა ვუპასუხ
სალომე ზურაბიშვილმა პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში.
ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპ
Georgian Water And Power განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას 27 მაისიდან მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის დონის მოსალოდნელ მატებაზე აფრთხილებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024 წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
GWP-ის განცხადებით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსა
უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგებთან მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი დატბორა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთავარი ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს”
ნეტგაზეთი
ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ, - ასე ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
„როდესაც მსოფლიო მოწმეა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თქვენი მტკიცე ერთგულებით, თქვენი მცდელობები დემოკრატიის დასაცავად რეზონანს თქვენს საზღვრებს მიღმა ქმნის. მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ“, - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ში.
იპნ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
„უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტშ
თუ ეს ხელისუფლება დარჩა ხელისუფლებაში, ჩვენ არა მხოლოდ იდეოლოგიური, ღირებულებითი, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების დასავლურ გარანტიებზე ვამბობთ უარს, არამედ უშუალოდ უზარმაზარ საფინანსო დახმარებაზე, სამხედრო მხარდაჭერაზე, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით, ასევე, როგორც უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებზე ვამბობთ უარს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: h
ეგრეთ წოდებული „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრ
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
„მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები.
15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 ს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყანას ღალატობს.
კობახიძე ამბობს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც გამოწვევების წინაშე დგას.
თუმცა მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, საქართველო „მოსეს
გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ
სტაბილურობის შენარჩუნების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის - მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო, ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორი
არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ - რეალური ომის პარტია ერთია: რუსული იმპერიალიზმი - მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის და „ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.
მაკრონი ქართველ ხალხს და პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე,
საქართველოს ეროვნულ დღ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს 2 პოლიციელი, რომლებიც ახალგაზრდა ქალის მოტაცებაში მონაწილეობდნენ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2