„გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - ზაზა თავაძე
14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე"
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით.
უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება:
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინ
სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.
ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.
განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია.
◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
◉ დავით ერაძე (Mtavari Tv)
◉ ირაკლი იმედაძე
საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.
გთავაზობთ განცხადებას:
სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენ
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება „აჟიოტაჟური პროცესების გამო მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები”.
სებ-ი მიუთითებს, რომ შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.
ერონული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, მოკლევადიანია.
ლარ
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.
პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - X
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.
მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა.
ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს.
„შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირთან და 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი რუსული კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებას, რომელშიც რუსული კანონია მოხსენიებულია, როგორც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ამსახველი კანონი, ხელს აწერენ:
ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე: ევროკავშირი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი,
ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, არჩვენებზე აქტიური ჩართულობით კი დავიცვათ თითოეული ჩვენგანის ხმა.
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მესტიის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/959547308913622/
კანონი "ოცნებამ" მიღებამდე აამოქმედა, რაც გამოიხატა ძალადობაში, აგენტების იარლიყების მიწებებაში და ყველა იმ პროცესში, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/427498873226579/
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1101368121086950/
ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.
საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.
“საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი
საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”.
აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხ
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო.
“მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. საბ
ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, საბოლოოდ არ მიიღონ რუსული კანონი და არ დაძლიოს ვეტო.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ დამოკიდებული არიან უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.
ორგანიზაციების ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალეა. მათი თქმით, შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“- წერს პრეზიდენტი.
იპნ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნა
გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გარდა ამისა, პაპუაშვილი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე.
ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე.
დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს.
ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ურჩევს საქართვე
ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში.
ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს.
“მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვ
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.
როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს.
„საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას