დაქირავებული სამხედროების რუსულ დაჯგუფება „ვაგნერს“ აფრიკაში, მალისა და ალჟირს შორის საზღვართან ახლოს, ტუარეგის ამბოხებულებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით „ვაგნერელია“ მოკლული.
მომხდარი „ვაგნერელებმაც“ დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებენ.
„როიტერსის“ ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კვირას სულ მცირე 20 „ვაგნერელი“ დაიღუპა.
BBC-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-ია.
ტუარეგის აჯანყებულთა ცნობით, ათობით ჯარისკაცი მო
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება დაიწყო.
როგორც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულად ემატება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილება იქნება კანონთან დაკავშირებული საკითხები.
დეპარტამენტი შედგება ორი სამსახურისგან:
რეგისტრაციის სამსახური;
დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.
დეპარტამენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც 2020 წელს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობა
TAV Georgia-ს ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიაკომპანია თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 – ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს.
publika
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) იასპარეზებენ.
ძიუდოს ტურნირი თბილისის დროით, 12:00 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუ
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძის თქმით, "სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა".
"თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშ
ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.
სიჭინავას თქმით, მამუკა ხაზარაძე უპასუხისმგებლო ინვესტორია, რომელმაც სა
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშორმლების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა
ზეგანაკვეთური სამუშაოს
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება.
ამის შესახებ დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ:
პრეზიდენტს,
121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას,
საპარლამენტო ოპოზიციას
როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამარ
დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირის 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ანონსი არ გაუვრცელებია, თუმცა ასეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში დაუდასტურეს. პასუხს ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელის.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი.
შეხვედრას ევროკავშირის ელჩის ნაცვლად დაესწრე
კორუფციონერ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს ყოველგვარი მორალური თუ პოლიტიკური უფლება, სხვის გამჭვირვალობაზე ისაუბროს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1177944966849607/
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესია, რომ ყველა ის პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ოცნებასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები, არ წარმოადგენენ მის სატელიტებს და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები. ეს არის საზოგადოების დაკვეთა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/968075938334750/
მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ!
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461159926829483/
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება. მათ თუ უნდათ ეს არჩევნები იყოს ღია და კონკურენტული, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნონ. ბევრად უფრო რთული იქნება მათთვის არგამოქვეყნებული განკარგულებები. ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებულ ბიჭებს ჰგონიათ, საქართველოს მოქალქეებს რომ ფული მოპარეს, ვინმეზე მაღლა დადგნენ. ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, დარწმუნებული ვარ
ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის.
ძალადობაც და პროპაგანდაც მემკვიდრეობით გადაეცა ივანიშვილს "ნაც.მოძრაობისგან".
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/956261902966678/
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნების დამარცხების გასაღები გიორგი გახარიას გუნდს გვიჭირავს.
ჩვენს პარტიას პოლიტიკური სვლები ჯერ არც კი დაუწყია და ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ჩვენ საარჩევნოდ ბევრად ძლიერები ვიქნებით.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1209637343384067/
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5 კგ).
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ipn
დღეს, 28 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა.
მოცურავე ნოე ფანცხავამ 100 მეტრზე ცურვის შეჯიბრში 41 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.
ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი კი მერვედფინალში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
რაც შეეხება მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს, ის ტაჯიკ სპორტსმენთან დავლატ ბოლტაევთან დამარცხდა და შეჯიბრს 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
გუშინ, 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა ს
კალაძე ის მერია, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე გველაპარაკება და თვითონ ანჩისხატისა და ტვერელის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსა და იპოდრომს ანადგურებს. ამ ადამიანებს, ევროპა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და თავიანთი შვილებისთვის უნდათ, ჩვენ კი უფსკრულში მიგვაქანებენ.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1518617459018203/
“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
მათი ცნობით, 26 - 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
"28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა.
"პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!
დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მს