ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა.
ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება.
IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი
ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას.
26 ივლისით დათარიღებულ წერილს ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარ
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.
ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.
რას ამბობს ო’ბრაიენი?
„როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ.
მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? - ეს განცხადება მედიასთან პარტიას "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.
კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს.
"ამაში გასაკვირი რა არის?
ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
„ისინი, ვინც იარაღს მათ აწ
ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნას, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს" ისმოდა.
დაუშვილის შეფასებით, ტრაგედიაა არა ირანში ჩასვლა, არამედ ქვეყნის მეგობრების მტრებად გამ
დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო.
ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს დანიის საელჩოშიც.
როგორც თეონა აქუბარდიასთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე
ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
გრიგალაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია პარიზის ოლიმპურ თამაშებზე.
ინფორმაციისთვის, პირველ წრეში გრიგალაშვილი მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნი
"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ამ ქვეყანაში დამარცხდეს “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად, როგორც ერთმანეთის გამაძლიერებელი და სულის ჩამდგმელი ორი პოლიტიკური ძალა."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/997742485384257/
"ხაზარაძემ ანაკლიის პორტი შიდა პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენა, ახლა კი ივანიშვილი იყენებს გარე პოლიტიკური ვაჭრობისთვის. ერთადერთი, ვინც არ ვაჭრობდა ამ თემით, იყო გიორგი გახარია და მისი გუნდი. სწორედ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც ინვესტორები მოიძია, კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და ცდილობდა საქმე წინ წაეყვანა."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1036949931155180/
დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება.
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელ
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა.
მეზვრიშვილის განცხადებით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პ
"მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის თემაზე არბიტრაჟი წააგო, სადაც იგი ჩვენს ქვეყანას 5 მილიარდ ლარს ედავებოდა. ადამიანმა, რომელმაც მთელი თავისი 4 წლიანი პოლიტიკური პიარკამპანია ამ ტყუილებზე ააგო და ჩვენ გვადანაშაულებდა, გუშინ ამ ტყუილებს საერთაშორისო არბიტრაჟმა წერტილი დაუსვა. ჩვენს გუნდს მისი ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა."
მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
იპნ
პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.
როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის შესახებ საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში.
აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კა
2014 წლის 11 აგვისტოდან მიმდინარე წლის 22 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 1 ლიტრა ბენზინის საშუალო ფასი 2.54 ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის 21 მარტისდროინდელ მინიმალურ 1.65-ლარიან და 2022 წლის 18 ივლისის არაუმეტეს 4-ლარიან ფასებთან მიმართებით არის დადგენილი. შედარებისთვის: მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ამ პერიოდისთვის 4,91 ლარს შეადგენს.
სტატისტიკას დარგის პორტალი, Globalpetrolprices აქვეყნებს.
Globalpetrolprices საქართველოს მონაცემებს ოფიციალური სამთავრობო წყაროებიდან, ასევე, ნავთობკომპ
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.
დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა… ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია“, – წერს ვანო ნადირაძე.
უკრაინაში ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 70-ს აღწევს.
პუბლიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესებ
2018-2023 წლებში თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12 754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10 217 ადგილით.
„კვლევის ფარგლებში, IDFI-ს ინ