"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ არჩევნების გზით, რაც შეიძლება სწრაფად საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე და დავეწიოთ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. "
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს დახმარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება.
„ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან ა
პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.
ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ „მთავარ არხს“ რამაზ ბეღელურის დედამ, ნორა ბეღელურმა განუცხადა. მისი თქმით, რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება სჭირდება.
„ავადაა, ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, – ამბობს რამაზ ბეღელურის დედა.
რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც ა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში იყო და ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.
netgazeti
ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას - არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტ
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს და გონიერი მოსახლეობა საკუთარ სიტყვას ნამდვილად იტყვის.
ამომრჩეველს უნდა პოლიტიკურად პროგნოზირებადი გარემო.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო; https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1223635195320324/
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა.
„დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის.
ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა.
ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.
81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შეს
გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
„მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“ აკადემიის წინააღმდეგ ვითამაშეთ. 7 წლის ვიყავი, 4 თუ 5 გოლი გავიტანე და მოვიგეთ. კარგი გუნდი გვყავდა – სელმა ბაჩა, კაის რუისი. ამ მატჩის შემდეგ „ლიონის“ მენეჯერი ჯერ – ჩემს მწვრთნელს, შემდეგ კი ჩემს მშობლებს ელაპარაკა. საუბარი ხანმოკლე იყო და „ლიონში“ აღმოვჩნდი.
თუმცა შემდეგ მათ გუნდში არ და
უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად.
„პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების
ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სა
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე:
592 003 823
574 25 13 45.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.
19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მას
ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი იანვარ-ივნისში შემცირდა. შარშან პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა ადგილობრივად წარმოებული აღნიშნული პროდუქტი 31.8 ტონა, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 375.8 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს კი შემოსავლები 214.4 ათას დოლარამდე შემცირდა და სულ ექსპორტირებულია 17.5 ტონა ყველი და ხაჭო.
საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადა
საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტემატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მართალია, „ბორჯღალოსნები“ 29:40 დამარცხდნენ, მაგრამ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ისგან ქართველების თამაშმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა:
„ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მიმდინარეობს.
ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობ
გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრ
ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, რომელიც „განათლების კოალიციამ“ მოამზადა.
კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის აუცილებლობასთან დაკავშირებით რეგიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა. ყველა რეგიონში კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა დიდ წილზე (განსაკუთრებით ონსა და ჩხოროწყუში), რაც იმის მიზეზია, რომ მათი დიდი ნაწ