Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანა ბუჩუკური - ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით... "ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა, სხვა ყველაფერი ჭორაობაა

ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით. "ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა. სხვა ყველაფერი ჭორაობაა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1582963079292001/

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში. „ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს. როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ. „ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრ

პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის ამ მ

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობაა - დაღუპულია 10-მდე ადამიანი

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა. ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 1

გახარია - ელოდებიან როდის ჩაუვარდებათ ხელში ძალაუფლება... ვერ მივართვით, ვერც "ოცნებას" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას", აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს

"თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ობიექტურად, რომ შეხედოთ ვითარებას, მთავარი ოპოზიციური პარტია ჩვენ დღეს უკვე ვართ. არ არის ეს ჯერ ასახული ციფრებში, მაგრამ ყველამ იცის და როგორც არ უნდა კეკლუცობდნენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკურ ველზე ზრდის პოტენციალი, ეს გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია , მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი ზრდის პოტენც

გიორგი გახარია - დამისხდნენ დებატებში... ნახევარი საათი მჭირდება ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი

"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუ

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიესაჯა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს სასამართლომ  4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი შანიძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა: სასამართლოს ეზოში სოლიდარობისთვის შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები: გიორგი შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა: სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობ

ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ. უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. პუბლიკა

გიორგი გახარია - ვინმეს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რაიმე ხელში უჭირავს, ძალიან ცდება, არაფერი არ უჭირავს, ეს არის ქვეყნის ბედით თამაში არჩევნების მოსაგებად

"ბიძინა ივანიშვილმა, თავის განცხადებით, ომის კონტექსტიდან გაიყვანა საერთოდ რუსეთი, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ამ დიალექტიკაში არ არის და ახალი დამნაშავე შემოგვთავაზა ომის კონტექსტში - დასავლეთი, ევროპა, ამერიკა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო მათი პროვოკაციის შედეგი. მეორე, რაც გააკეთა, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რაღაც აღიარებით თუ ბოდიშით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს, ამაზე გამოდის 5 ლარიანი ექსპერტებით. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ დასავ

გახარია - "ოცნება" მივიდა იქამდე და ივანიშვილი დაეცა იმ დონემდე, არჩევნების მოსაგებად - უკვე გამოიყენა ბავშვები, ეკლესია, ომი და მიადგა ტერიტორიული მთლიანობის თემას...

"გორში რა განცხადებებიც გაკეთდა, ომის და მშბვიდობის საკითხს ივანიშვილმა დაამატა ტერიტორიული მთლიანობის მინიშნებები. "ოცნება" მივიდა იქამდე და ივანიშვილი დაეცა იმ დონემდე, არჩევნების მოსაგებად - უკვე გამოიყენა ბავშვები, უკვე გამოიყენა ეკლესია, უკვე გამოიყენა "ნაცებს გავასამართლებ" ტყუილი, უკვე გამოიყენა ომი და რომ ხედავს მაინც ძალიან უჭირს, საბოლოო ჯამში მიადგა ყველადთვის ძალიან მტკივნეულ,  ტერიტორიული მთლიანობის თემას. ამას აკეთებს ისე უხეშად, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას აზი

გიორგი გახარია - ეს იქნება არჩევნები, როდესაც "ოცნება" დამარცხდება, ახლა ამის  გააზრების მძიმე ეტაპს გადიან

"ბიძინა ივანიშვილს, პირველ ნომრად გასვლა იმიტომ მოუწია, რომ ვერ ჩაატარებენ ეს პატარა ბიჭები საარჩევნო კამპანიას. "ოცნების " მიერ წარდგენილ სიაში არაფერია ახალი, ვერავინ - ახალი, ძლიერი პოლიტიკური სახე ვერ მიიყვანეს და ახალი ამომრჩეველი რანაირად უნდა მიიყვანონ არჩევნებზე? ეს იქნება არჩევნები, როდესაც "ოცნება" დამარცხდება, ახლა ამის  გააზრების მძიმე ეტაპს გადიან. აკვარიუმით დაატარებენ სოფელ-სოფელ ივანიშვილს და ჰგონიათ ამით რამეს გამოასწორებენ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის"

შონ ო’ მალი - პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი

ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. "პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.   იპნ

„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“

2008 წლის, რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. 15 სექტემბერში, გორში გამართული პარტიული შეკრებისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს „ენმ“-ის მიერ, ჩვენი ოსი დების და ძმების ცეცხლის ალში გახვევის გამო, ბოდიში გვაქვს მოსახდელი“ „ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა?

„დიდი შვიდეული“ – ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდება

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ. „ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტ

ჯავახიშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის მტერი იყო და არის რუსეთი, ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი. „2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა,

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.   პუბლიკა

გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია. „კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია. პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მ

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილმა უნდა გაბედოს და დაუჯდეს გიორგი გახარიას დებატებში და მერე ნახავთ, საერთოდ რა დარჩება “ოცნების” რეიტინგიდან (ვიდეო)

ივანიშვილმა უნდა გაბედოს და დაუჯდეს გიორგი გახარიას დებატებში და მერე ნახავთ, საერთოდ რა დარჩება “ოცნების” რეიტინგიდან.   “ედისონ რისერჩის” კვლევების შეფასებით, ბერდია სიჭინავა - “გახარია საქართველოსთვის” ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/480535381489934/  
×
×
  • შექმენი...