Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნება” იტყუება, როცა “ნაც.მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრობს, რადგან მათ რიგებში მრავლად შეხვდებით “ნაც.მოძრაობის” დანაშაულ ქმედებებში შესაძლო მონაწილე პირებს (ვიდეო)

“ოცნება” იტყუება, როცა “ნაც.მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრობს, რადგან მათ რიგებში მრავლად შეხვდებით “ნაც.მოძრაობის” დანაშაულ ქმედებებში შესაძლო მონაწილე პირებს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8535105616521241/

თეონა აქუბარდია - 26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე (ვიდეო)

26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე. ”ოცნებამ” საქართველოს დემოკრატიულ კურსს გადაუხვია და აირჩია ავტორიტარული გზა. თეონა აქუბარდია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1953217335101692/

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებ

„კომპანია რასაც ავრცელებს სიცრუეა" | რას პასუხობენ შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზს”

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 184 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ, გუშინ, 11 სექტემბერს ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა შიმშილობა დაიწყო, 5 ადამიანს კი პირი აქვს ამოკერილი. რას მოითხოვენ შუქრუთელები შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარა

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება გივი მიქანაძის წინააღმდეგ

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს. 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზ

კაფე „მზიური": მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის, დაველოდებით პირობების გასაჯაროებას

კაფე „მზიური” აცხადებს, რომ თბილისის მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ მათ არა მერიამ, არამედ სახალხო დამცველმა შეატყობინა. სოციალურ კაფე „მზიურს” 2024 წლის 15 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ შეატყობინა, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და ის განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება. კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუა

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება

მოახლოებული არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოებების აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რეგისტრაცია გაევლოთ იუსტიციის სამინისტროში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები,“ ხელისუფლებამ განაცხადა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი დააფინანსებს. ამ თემაზე

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-ს ძალებმა რეგიონში რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს. მედიის ინფორმაციით, ლაურინას კაშიუნასი მიიჩნევს, რომ ალიანსის მისიამ არა მხოლოდ პატრულირება უნდა მოახდინოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი ნატო-ს დონეზე, რათა მათ დაუყოვნებლივ გაანადგურონ დრონები." მინისტრის თქმით, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის აღმოჩ

ბექა ლილუაშვილი - ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს სხვა გზა და შესაძლებელია ისე დამარცხდეს “ოცნება”, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში

ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს სხვა გზა და შესაძლებელია ისე დამარცხდეს “ოცნება”, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ისე რომ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა საჯარო სამსახურში შეინარჩუნონ სამსახურები, უნდა ვესაუბროთ ექიმებს, რომ სისტემაში შევა სამართლიანი კრიტერიუმები მათი სამსახურის სათანადოდ დასაფასებლად, რომ ადამიანი თუ ის დაშავდება ან დროებით დარჩება სამსახურის გარეშე იქნება დაზღვეული და ფინანსური ვალდებულებების გამო არ გაღარიბდება. ჩვენ უნდა მოვიტანოთ ევროპული კეთილდღ

ანა ბუჩუკური - “ოცნების“ რიტორიკა არის აბსოლუტურად ყალბი - პარტიას, რომელმაც დაყო საზოგადოება აგენტებად და მოღალატეებად, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს

“ოცნების“ რიტორიკა არის აბსოლუტურად ყალბი - პარტიას, რომელმაც დაყო საზოგადოება აგენტებად და მოღალატეებად, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1060025549001501/

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე

“ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. ივანიშვილი, საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს, მას მხოლოდ ძალაუფლების და საკუთარი კორუმპირებული გარემოცვის ფულის შენარჩუნება უნდა. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1754676961968251/

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ ევროპული სივრცე, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის (ვიდეო)

ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ ევროპული სივრცე, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის. ლევან გოგიჩაიშვილი., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1046529157195746/

გიორგი ჭანტურია - ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” კი არ ეშინია, მას ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა, ენდო და საკუთარი ქვეყანა ჩააბარა

ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” კი არ ეშინია, მას ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა, ენდო და საკუთარი ქვეყანა ჩააბარა. ეს შუშის კოლბა გამოხატავს ამ ხალხის მიმართ ღალატს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ ხალხის ფასეულობებს და ღირებულებებს უღალატა.  გიორგი ჭანტურია, “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/428165736422841/

ნატა საბანაძე - გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა გადაყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობას (ვიდეო)

გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა გადაყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და არის იმის იმედი, რომ არჩევნები შეცვლის სიტუაციას.  ნატა საბანაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1553586652233326/

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა. მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრ

სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნება“ დასუსტებულია - 25%-ზე მეტს ვერ იღებენ

მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. „არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკა

რუსულმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაიწყო

რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაამატა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველ ეტაპზე მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ გამოწერილი ნივთები მიწოდების პუნქტებში ან კურიერის საშუალებით. საქართველო მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, სადაც „ოზონი“ მიტანის სერვისი აქვს. „ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამიე

ანა ბუჩუკური - ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, ქვეყანაში "ნაცური" მეთოდებით ადა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან და რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტი ადამი

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებას რთავს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვი

პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯოლდოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან ღონისძიებას შეუერთდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, მიულოცონ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამარჯვება.

გიორგი გახარია ხსნის, რატომაა ტყუილი „ოცნების“ 60%-იანი რეიტინგი

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები პარტიის 60%-იან რეიტინგზე ტყუილია. გახარიას თქმით, “ოცნებას” რომ მართლა ამხელა რეიტინგი ჰქონდეს, მმართველი პარტია სულ სხვანაირად ჩაატარებდა საარჩევნო კამპანიას. „პარტიას, რომელსაც აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ყოველთვის არჩევს, რომ ჩუმად იყოს. იქნებ, იქამდე მივიდეს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მათ 60% აქვთ“, – თქვა მან გადაცემაში „გახარიას კვირა“. ყოფილი პრემიერის თქ

მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 1000 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ლექსო სამხარაძე რომელმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, დღეს, 9 სექტემბერს 1000 ლარით დააჯარიმეს. ინციდენტი 28 მაისს მოხდა. ლექსო სამხარაძემ ვიქტორ ჯაფარიძეს მონა უწოდა და სკანდირებდა: „არა რუსულ რეჟიმს”, „გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო”, „გარბიხართ ბიძინასთან, მონებო? ჯაფარიძე ამ დროს მანქანაში იჯდა. ვიდეოს მიხედვით, მანქანიდან მას პასუხს სცემენ. მალევე ლექსო სამხარაძე გინებას იწყებს, ხოლო „ქართული ოცნების” დეპუტატი მანქანიდან გა
×
×
  • შექმენი...