Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„პროდუქცია, რაც ჩვენთან შემოდის, ისედაც ნორმალურად არ მოწმდება“ - უსაფრთხოა თუ არა Temu-დან გამოწერილი ნივთები

„საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს. როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს. როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართვე

საია და ISFED ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებას “კანონის თვითნებურ განმარტებად” აფასებენ

“სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს. ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. შესაბ

გასულია კანონის ჩარჩოებიდან – NGO-ების წარმომადგენლები ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობი

რის საფუძველზე ცნეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად | დოკუმენტი

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების და საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა დაავალა. გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ/ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო მიზანი. სამოტივაციო ნაწილი განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

საქართველოდან ბელარუსში დაბრუნებულ ქალს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება – Nexta

ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან ბელორუსიაში დაბრუნდა სისხლის სამართლის ორი მუხლით გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 28 წლის მარინა ლეონოვიჩი საქართველოში, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალმა ბელარუსში დაბრუნება, უცნობია. ის საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში მუშაობდა. მარინას ბელარუსში ბრალად ედება „

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება" წინასაარჩევნოდ მიმართავს ოპონენტების თვალთვალს, დევნას, მუქარას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა ჩაიდინა, რაც „ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს”. მეზვრიშვილის თქმით, მათ აქვთ ყველა წარმოდგენილი დარღვევის მტკიცებულება. ამასთან, მისივე შეფასებით, „საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, ისინი დაელოდებიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარებას და სათანადო სამართლებრივ

კონსტანტინ ზატულინი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება - ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. “არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა

ბექა ლილუაშვილი - ნჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება

ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება.     ვიბრძვით, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და დავასრულოთ ეს მოჯადოვებული წრე.     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000024671811998/

გიორგი გახარია - ივანიშვილს ძალიან უნდა გლობალური ომის პარტიის კორიდორებში გაისეირნოს, იქნებ ვინმე დაელაპარაკოს - ვერ უხსნიან რომ ეს პარტია არ არსებობს, მართლა სჯერა

"იმაზე რაც ქვეყანაში ბოლო 3 წელია ხდება, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. მათ ხალხი უკვე პირდაპირ არქმევს სახელებს, ზოგი მოღალატე ხდება, ზოგი კომიკური გმირი. ერთხელ ვთქვი და არ მეგონა ასე მალე თუ ახდებოდა, ადამიანს მოღალატეს არქმევს - ხალხი, ისტორია და ხალხური ფოლკლორი. ეს ამერიკაში ვიზიტები, ომზე ყვირილიც ისტერიული შანტაჟია, რომ ვინმე დაელაპარაკოთ. ივანიშვილს ძალიან უნდა გლობალური ომის პარტიის კორიდორებში გაისეირნოს, იქნებ ვინმე დაელაპარაკოს - ვერ უხსნიან რო

გახარია - ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე... კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში, მისი პერსონალური ინტერესია-ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, არჩევნებია

"არავინ იცის რა მისიით წავიდა კობახიძე ამერიკაში. ფაქტია, არავის ექნება სურვილი მას ესაუბროს, განა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, უბრალოდ იციან, რომ აზრი არ აქვს, დროს დაკარგავენ. შეიძლება რუკაზე გლობალური ომის ოფისს ეძებს. გაუგებარი ნაბიჯებით ბუნდოვანებას ქმნიან და ამით აპირებენ არჩევნებზე ფონს გასვლას. ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე. კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში ერთი ადამიანის პერსონალური ინტერესია

გიორგი გახარია - ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო, ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს - არა "ნაციონალურ მოძრაობას", არა "ოცნებას" (ვიდეო)

"მე ვთვლი არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა დაიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. დაიწყო იმ ტიპის კომუნიკაცია, რაც აქამდე არ იყო. არაფერი ჩაშლილა, უბრალოდ ვერ მოესწრო. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები. ყველა მხარეს სურდა შედეგისთვის მიგვეღწია. ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, იყო ღირსეული მცდელობა ლიმიტირებული დროით. იმისთვის, რომ სამომავლოდ გრძელვადიანი პერსპექტივა გადაგვერჩინა, დავსვი წერტილი. ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო. ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს

თეონა აქუბარდია - “ოცნების” ნარატივი ტერიტორიულ მთლიანობაზე, მძიმე საფრთხეებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას (ვიდეო)

- “ოცნების” ნარატივი ტერიტორიულ მთლიანობაზე, მძიმე საფრთხეებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას. - ჩვენი განცხადებები პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო თანხვედრაში.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1782733668922297/

ლევილში 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოთარ ზურაბიშვილი არ მიიწვიეს

“პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები”, – ამბობს, ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა. მისი ინფორმაციით, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველთა სათვისტომო არ მიუწვევიათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აჯანყების წლისთავს საფრანგეთის ქართული სათვისტომო ყ

ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ მოაწერა გახარიას პარტიამ ხელი “ქართულ ქარტიას”

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, რომელიც არჩევნ

400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა. ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს. მათი განცხადებით, პირად თავდებობაზე ხელმომწერთა ს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავები

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში “ წარდგება. ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.   ipn

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა. ინფორმაცია „პუბლიკას” გახარიას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ უერთდებიან ქარტიაში წარმოდგენილი რეფორმების ნაწილს, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე კი განსხვავებული აზრი ჰქ

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახის წევრები 20 კომპანიაში ფლობენ წილებს, დიპლომატი ამას დეკლარაციაში არ წერს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე. TI-ის ცნობით, მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო სა

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება. „თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.   იპნ
×
×
  • შექმენი...