Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბერლინში სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს.   იპნ

გიორგი გახარია - სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის მინისტრი, უწყება, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია

კახა კალაძის განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე კომპეტენტურად ვერ შევაფასებ. ადამიანი სულ სხვა სფეროდან არის და ამაში გასაკვირი არც არაფერია. სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის უწყება, სახელმწიფო ინსტიტუტი, მინისტრი, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლე

მერაბ დვალიშვილი: სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონ ლარს საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. “ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს. მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, იმისათვის რო

აშშ-ის საელჩო - „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები გადადო - ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ, რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?

აშშ-ს საელჩო ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ თავი კვლავ იჩინა“. „მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, - წერს საელჩო „ფეისბუქზე“ და საპასუხოდ აქვეყნე

თოლორაია: ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას

ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირის” წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელისუფლებამ მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით კამპანია წამოიწყო, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნეგატიურად არიან წარმოჩენილები. ის კიდევ ერთხელ აფასებს ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ამით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ბიურომ აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი პოლიტიკური ძალა არ მივცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს “ოცნება” მარცხისგან და ასევე არ მივცემთ საშუალებას, რომ რევანშისტულად დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა” (ვიდეო)

"ჩვენი პოლიტიკური ძალა არ მივცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს “ოცნება” მარცხისგან და ასევე არ მივცემთ საშუალებას, რომ რევანშისტულად დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა”. მთავარი არის, რომ ქვეყანა ნორმალური განვითარების პროცესში დაბრუნდეს!" დიმიტრი ცქიტიშვილო, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/402554912884612

გიორგი გახარია - უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და ხმა არ უნდა მივცეთ, არც "ნაციონალურ მოძრაობას, არც "ოცნებას. იმიტომ რომ, ერთიც უვარგისი რადიკალი გახდა და მეორეც (ვიდეო)

"უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და ხმა არ უნდა მივცეთ, არც "ნაციონალურ მოძრაობას, არც "ოცნებას. იმიტომ რომ, ერთიც უვარგისი რადიკალი გახდა და მეორეც. უნდა მიხვიდეთ და სხვა ნებისმიერი არჩევანი გააკეთოთ. ხომ არ გეუბნებით მაინცდამაინც მე მომცეთ ხმა, თუ მომცემთ მე ვიცი ამ ხმას, როგორც გამოვიყენებ. წესრიგი იქნება ამ ქვეყანაში, ვერავინ ხალხის ფულს ვერ მოიპარავს, ვისაც მოპარული აქვს, უკან მოვატანინებ და ყველაზე სწრაფად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში სიმშვიდით. ჩვენ ვინმეს კი არ ვემტერებით, ჩვენ გვინდა ერთხე

ჯო ბაიდენი - უკრაინა მოიგებს ამ ომს

უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. „უკვე ვ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კალაძის განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამინისტრო შეახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველომ თავად უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან. „ცნობილია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არის. მაშასადამე, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის დროს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციებისა, ქართველმა პ

თბილისში ტურისტი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა - მედია

რუსული მედიის ცნობით, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი, ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და თავის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საავადმყოფში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედია ინფორმაციას ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებდა. ბლოგერი წერს, რომ მან ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის და მეგობრების თხოვნით წაშალა. თუმცა მედიაში ვრცელდება უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა

კახა კალაძე - სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა

[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. თბილისის მერმა კახა კალაძემ მ

პარლამენტის წინ შიმშილობა შუქრუთელმა ქალებმაც დაიწყეს

შიმშილობის 29-ე დღეს პარლამენტის წინ მოშმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ. იმისთვის, რომ მოშიმშილე ქალებმა პარლამენტთან ღამე გაათიონ, რამდენიმე გასაბერი ლეიბი მიიტანეს. პოლიციამ  პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ პარლამენტის წინ ლეიბების გაშლა არ შეიძლება. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვი

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აერპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც დვალიშვილი ფილარმონიისკენ გაემართა, სადაც ის გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. „ამას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია“,

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე

თეონა აქუბარდია - ივანიშვილმა შეძლო, რომ საქართველო დასავლეთისგან ჩამოეშორებინა (ვიდეო)

ივანიშვილმა შეძლო, რომ საქართველო დასავლეთისგან ჩამოეშორებინა. 26 ოქტომბრამდე მოცემულობით ჩვენ კარი გვაქვს დაკეტილი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოსი და ვხედავთ ამას როგორ იყენებს რუსეთი და შეწყობილად როგორ მუშაობს “ოცნებასთან” სუვერენიტეტის წინააღმდეგ. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1047101446880962/

გახარია - ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია,ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში

"ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია. იქ არიან  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები ეროვნული მოძრაობიდან, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები რეგიონებიდან. სიაში ბევრი ახალი სახეა, მაგალითად - უსამართლობასთან სხვადასცვა რეჟიმებთან მებრძოლი ადამიანები. მე თითოეული მათგანით ვამაყობ და გულწრფელად ვისურვებდი უკეთესი სია ყოფილიყო, მაგრამ ავტორიტარული მარწუხები ბევრ რამეში გვზღუდავს. ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძ

შსს-ს ცნობით, H145 ტიპის სამივე შვეულმფრენი საქართველოშია

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. „თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. “H145” ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ა

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.   იპნ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი. „კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. „ისრაელის

მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო. ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა“. ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგ

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს. ისინი შეიკრიბნენ ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, სადაც განთავსებულია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. მათივე ინფორმაციით, ამავე შენობაში ემსახურებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, “არანაკლებ

ქალაქი ევროპაში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, თუმცა საარჩევნო უბანს არ ხსნის

ემიგრანტების არაერთგზის მიმართვისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ადგილზე აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბანი არ იხსნება. ცესკოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ერთადერთი საარჩევნო უბანი პარიზში გაიხსნება. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე
×
×
  • შექმენი...