“ყველაზე მეტად ვინც წუხს და ნერვიულობს “ნაც.მოძრაობის” დაშლაზე არის “ოცნება”. რატომ? რადგან იციან, რომ “ნაც.მოძრაობის” არარსებობის პირობებში “ოცნებას” პრობლემა ექმნება დარჩეს ხელისიფლებაში. ამიტომ უნდა დავინახოთ და დავიჯეროთ, რომ ცვლილებების დრო მოდის.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
408798455_1379597719298498_3193534942392373141_n.mp4
“ბატონ კალაძეს მინდა მივმართო, კანონი მხოლოდ მაშინ ნუ ახსენდება, როცა გადაწყვეტს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წვიმაში, ქარში ქუჩაში დატოვოს მოქალაქეები ბავშვებთან ერთად, კანონი გაახსენდეს პირველ რიგში მაშინ, როცა თვითონ გახდა ამ ქალაქში უკანონობისა და კორუფციის სიმბოლო.
თუ კორუფციასთან ბრძოლა პოპულიზმია, მაშინ დათანხმდეს ჩვენს ინიციატივას საკრებულოში და შექმნას ანტიკორუფციული კომისია, ასევე მოუწოდოს პროკურატურას გამოიძიოს თბილისისთვის დამაზიანებელი პროექტები.
კანონი უნდა კა
ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი დიდი ჩემოდნიდან გაცოცხლებული 1930-იანი წლების თბილისისა და არამარტო თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები 6 დეკემბერს არტარეას სივრცეში გამოიფინა.
გურამ წიბახაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი
“ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს: ქალაქის ყოფას, სპორტულ ღონისძიებებს, საქმიან სიტუაციებს, პორტრეტებს,
საქართველოს პრეზიდენტი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოდან სხვადასხვა ინიციტივები, ერთად თუ ცალ-ცალკე, საერთო გზავნილს უგზავნის ევროპას.
„9 დეკემბერს იქნება არასამთავრობეობის მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს საქართველოს ევროპულ
საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა.
ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა სპორტში დისციპლინისა და თავისუფლების მნიშვნელობას და ამ უკანასკნელის ნაკლებობაზე მიუთითა.
„სპორტული სამყარო უკვე შესული ხართ ევროკავშირში. წარმოადგენთ გამარჯვებულ და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს და უსაზღვრო რაოდენობით მედლები მოაქვს შინ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ქართული საზოგადოების სახელით მადლობა გა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს.
FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგი
თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“„დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 27-ვე სახელმწიფოს ელჩს ხვდებიან და მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს აწვდიან.
„როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე
არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას.
„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
მის განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
როგორც გორგოძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამას ცენტრის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს, გორგოძე ხელმძღვანელის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის.
მათივე ინფორმაციით, სოფო გორგოძე ცენტრს 1-ელი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს, წასვლის თაობაზე კი განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვება P
“ოცნება” და “ნაცები” არიან პოლიტიკური და ბიზნეს პარტნიორები, ამიტომაც არ გვაქმნევინებენ საგამოძიებო კომისიებს...
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
407849276_6812626048805515_1298773043742115029_n.mp4
რატომ არ აწყობს “ოცნებას” დაშლილი “ნაც.მოძრაობა”?
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
407872180_318748191050262_1453286728745746072_n.mp4
“როგორც კი დასუსტებულ და ფაქტობრივად დაშლილ “ნაც.მოძრაობას” საფრთხობელას სტატუსი გაუქრება, მაშინვე დაკარგავს “ოცნება” აბსოლუტურ უმრავლესობას, ხელისუფლებას.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
408748496_318729024392250_3097730718607939596_n.mp4
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ადგილობრივი დროით 23:53 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში იყო.
ნეტგაზეთი
თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა „გალაზე“, რომლის მარაგიც მათ თითქმის ამოწურული აქვთ.
მისი თქმით, ძირითად ექსპორტიორ ქვეყანაში, ინდოეთში, ვაშლზე მოთხოვნამ შედარებით იკლო, დიდი ალბათობით ადგილობრივი კარგი მოსავლის გამო, თუმცა გაიზარდა ექსპორტი ვეროპისა და ამერიკის მიმართულებით.
წლევანდელი ვაშლის მოსავალი თურქეთში შარშანდელისას, ცოტა ჩამოუვარდებოდა: 2022 წელს ვაშლის მოსავალმა 4,8 მილიონი ტონ
ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის
თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.
„სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსი
“სანამ ინსტიტუციები არ განვითარდებიან და დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალ სტანდარტს არ დაიცავენ, მანამ შეუძლებელია ელიტური კორუფციის გამოძიება.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
408389195_1062204294821698_7069175970555853845_n.mp4
“ოცნების” ყველაზე დიდი პრობლემა და ამავე დროს დანაშაულია ის, რომ პოლიტიკა და ბიზნესი არ გამიჯნა ერთმანეთისგან, რასაც წინა ხელისუფლებას ედავებოდა. დღეს ბიზნესი და კრიმინალი დაინტეგრირდა პოლიტიკაში.
შეიძლება ძალიან დიდი წარმატების პოტენციალი გქონდეს, მაგრამ ქვეყნის შიგნით განვითარების შესაძლებლობას ვერ პოულობდე, რადგან იცოდნენ, რომ “ოცნების” მხარდამჭერი არ ხარ. გეცნობათ ვითარება? 2012 წლამდე იგივე ვითარება არ იყო ? თუ “ნაც.მოძრაობას” მხარს არ უჭერდი “სხვისიანი” იყავი, იგივე ხდება დღესაც.”
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
უწყების განცხადებით, ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „შენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხალისეობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენაა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა:
„მოხალისეობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეობის გამოვლენა.საზოგადოება, ქვეყანა ეყრდნობა პირად ინიციატივას. ეს ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვში დაღუპულ და-ძმას, სოფი და გიორგი ყარალაშვილებს და დავით ბერიაშვილს ღირსების მედალი მიანიჭა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დავით ბერიაშვილი და სოფი და გიორგი ყარალაშვილები, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ, პრეზიდენტმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის დააჯილდოვა.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვ