კომიტეტის ათმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადეს.
პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს.
კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუ
ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პუბლიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
ოკუპაცია
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხ
პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კ
საიას შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება.
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაული
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა.
„დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.
1948 წელს, ადამიანის უფლებ
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
მისივე განცხადებით, მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო
გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი წარუდგინა ვიეტნამის მოქალაქეს და მის თანამზრახველს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 9 დეკემბერს გაავრცელა.
უწყების ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ თანამზრახველთან ერთად საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად განათავსეს უკანონო წარმომავლობის თანხები, შემდეგ კი თანხა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დააბანდეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იყიდეს ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში
ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, - ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.
„რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
„რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს“, -
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს.
„აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,-
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
იპნ
ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ მარშს — “შენი ხმა ევროკავშირს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მარშის მონაწილეებს ევროპის მოედანზე დახვდა, სადაც უნდა გაიშალოს ევროკავშირის დროშა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საქართველოს ეEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს:
„შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევრო
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელი ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„მსოფლიო ცივილიზებური საზოგადოება 25 ნოემბრიდან მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან ერთიან კამპანიას აწარმოებს. პრობლემა რომელიც აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც.
მიუხედავად არა ერთი აქტიურობისა თუ კამპანიისა რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის შედეგებს აქვეყნებს.
კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 11
თბილისში ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს, რომელშიც ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.
მარშის მონაწილეები 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მიდიან ევროპის მოედნისკენ, სადაც გაიშლება ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა.
მარშის ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა.
მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭე
“როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში, აუცილებელია რომ გავაშუქოთ, თუმცა არცერთი მედიის მხრიდან არ გაშუქდა იმ დოზით, რა დოზითაც საჭირო იყო.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ბბსს.mp4
“ბატონ გაიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა. ის არის ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეების ფულს იჯიბავდა, სწორედ მისი კომპანია ემსახურება სახელმწიფო ჩარტერებს. ასეთ ადამიანს ჩამოაწერეს 20 მილიონი ლარის დავალიანება და წარმოუდგენელია ამ საკითხში არ ყოფილიყო ჩართული სახელმწიფო სამსახურები.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ბს.mp4
“2021 წელს არაფერს ისე არ დაუზიანებია ოპოზიცია და ჩვენი გუნდი და არაფერს ისე არ გაუძლიერებია ივანიშვილი და “ოცნება” , როგორც სააკაშვილის ჩამოსვლას.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
408748184_882532219834774_5226482160400547564_n.mp4
საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები.
„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
36-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპარლამენტარებმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და ევროკომისიის ექსპერტებმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ევროპა ხდება პირველი კონტინენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო წესებს ადგენს. ევროპას გლობალური სტანდარტების დაწესების დროს მის