სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
იპნ
ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს.
სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.
ახალი ტექნოლოგია გამოირ
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც თანამდებობა დატოვა.
7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი გადადგომის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო, რეალური უთანხმოება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლაზე დარღვეულ შეთანხმებას უკავშირდებოდა:
„პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინაც
გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და კენჭს უყრის რეზოლუციას ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურ მდივანს შეუძლია, საბჭოს ყურადღება მიმართოს ნებისმიერი საკითხისკენ, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშ
“კორუფცია არის სისტემური ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით პირდაპირ მკაფიოდ ითქვა- დღეს, ადამიანები, ვინც ჩაჭიდებულები არიან ძალაუფლებას, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჯიბეები გაისქელონ, დღეს, როდესაც გრძნობენ იმას, რომ შეიძლება ხვალ დასრულდნენ და ეს აუცილებლად მოხდება. ამის ფონზე მთელი მოწადინებით ყველანაირი წყაროდან ფულის მოპარვაზეა ეს ხალხი გადართული, ამ ხალხს სწორედ ეს ეტკინა, რომე ეს არ გაუტარდებათ.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდო
რვათვიანი პაუზის შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში საუბრობს პარტიის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში სიახლეზე, გადადგომის რეალურ მიზეზებზე, 20 ივნისზე დარჩენილ შეკითხვებზე, ოცნების წახალისებულ კორუფციასა და 2024 წლის არჩევნებში ოცნების და ნაციონალების დამარცხების ფორმულაზე. საუბარი ჩაწერილია 2023 წლის 5 დეკემბერს.
00:00 - მისალმება. პარტიული ტელევიზიების პრობლემა და გახარიას იუთუბ-არხის შექმნის მიზეზი
02:36 - რატომ
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაე
ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოსა და კავკასიი
გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა არა მხოლოდ რუსული აქტივების გაყინვა დასავლურ ქვეყნებში, არამედ მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება.
“ეს იქნება, თუ გსურთ, ავანსური გადასახადი, რომელთა გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმა
ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე.
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
10000000_1599187464223279_9221620511662940818_n.mp4
“მთავრი გამოწვევა ბევრ სხვა საკითხთან ერთად არის ის, რომ შავი ფულის მოძრაობა არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და უნდა დასრულდეს.
თუ ამ შავი ფულის გამოყენება არ შეიზღუდა, უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ეს იქნება სრული ტყუილი. “
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
10000000_1270665660269808_1715325643322076908_n.mp4
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი ნატა საბანაძე- ევროინტეგრაციის საკითხებზე.
10000000_667114672108460_7749060974544638687_n.mp4
ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბუნებრივი არის მიწოდებასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხად უსაფრთხოების პრობლემა იდგა.
ანგარიშში ბუნებრივი გაზის კომპანიებიდან მიღებული მონაცემებია ასახული. ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (მხუთავი არით CO-თი 64 ინტოქსიკაციის) და სხვა უბედური შემთხვევების რამდენიმე ათეული ფაქტი, უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა მძიმდება შემოდგომა-ზამთრის პერ
უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ილია კივა მოსკოვში მოკლული იპოვეს.
„უკრაინსკაია პრავდას“ თანამოსაუბრეები სამართალდამცავი უწყებებიდან ამბობენ, რომ „მოღალატის, კოლაბორაციონისტისა და პროპაგანდისტის ლიკვიდაციის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას“.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადის ყოფილი დეპუტატის ილია კივას ცხედარი მოსკოვის რაიონში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
„კივა მოკლეს“, — დაწერა Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგა
საქართველოში, მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით. საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგ
აფხაზეთის ხელისუფლებამ საკუთარი არაპოპულარული იდეების გასატარებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში კრემლის პროპაგანდისტები ჩართო.
მარტივი მისახვედრი იყო, რომ ინალ არძინბას მიწვევით, მედიაჯგუფ “Russia Today”-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის აფხაზეთში ვიზიტი და ახალგაზრდებთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ახალგაზრდების თვალში საერთაშორისო არასამთავრობოების დისკრედიტაცია იყო.
აფხაზმა სტუდენტებმა მარგარიტა სიმონიანის ლექცია სოხუმში აფხაზეთი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.
IPN
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.
ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გა
“ჩვენი პოლიტიკური გუნდის კაპიტალია კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება, ამიტომ ამის თქმის მორალური უფლებაც გვაქვს და ვალდებულებაც და ამ ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებში არ გვიფათურებია ხელი.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ბს.mp4
გაინტერესებთ ის 20-25 ოჯახი, ვის ჯიბეში მიდის გაზრდილი ეკონომიკა? გაინტერესებთ კონკრეტული სახელები და გვარები? დააკვირდით, ვინ გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას!
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
აბ.mp4
როგორ შეამცირა "ოცნებამ" საქართველოს პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან - რა სხვაობა აისახა ციფრებში...
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
407804247_1359933274911325_8804904656160539059_n.mp4