ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს, მიიჩნევს ლონდონის კინგს კოლეჯის კონფლიქტებისა და უსაფრთხოების პროფესორი ტრეისი ჯერმანი.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] თხოვნით დაწერილ მოსაზრებაში იგი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ასევე ზრდის საქართველოსთვის „ომში ჩათრევის რისკს“.
ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, GIP-ის კითხვების საპასუხოდ ასევე საუბრობს „ო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს, მეორის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ირაკლი მარტინენკომ და ზურა მახარაძემ გუშინ დაწვეს.
„თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ და
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლამდე იკლებდა, თუმცა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 13-ით გაიზარდა.
ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა.
აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671.
იპნ
ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს.
“რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო.
ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
იპნ
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე).
„საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის.
ხ
აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, - ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკა
დღეს {მიხეილ სააკაშვილმა} განცხადება მოგვიძღვნა, სადაც ადამიანურობაზე საუბრობს. ადამიანობასა და მორალზე ვინ მესაუბრება? - სასამართლოზე საქმეზე უნდა ისაუბროს და არა პოლიტიკაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
აღნიშნულით მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას ეხებოდა.
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს.
„სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე.
არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ.
თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს.
პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდ
სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებით დათმო, სასამართლო სხდომიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას. პატიმარი რას გვიპასუხებს, ჩვენ სააკაშვილთან არ გვაქვს კითხვები, ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი?
დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს, “ნაც.მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს გვერდით უნდა მივუ
საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის, 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
„ყოველ კვირას საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელ
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.
„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხ
ჩეხეთში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გუშინ, პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებული სტუდენტი შეიჭრა და 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა.
პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და პრეზიდენტმა პეტრ პაველმა სამძიმარი გამოუცხადეს მოკლულთა და დაშავებულთა ახლობლებს. პრეზიდენტმა მომხდარი რესპუბლიკის ისტორიაში „ყველაზე ტრაგიკულად“ შეაფასა, აღნიშნავს „როიტერსი“.
„როიტერსის“ ცნობით, მსროლელი 24 წლის კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი იყო. ტრაგ
- ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ!
- “ოცნება” რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა, კითხვებზე პასუხი უნდა გეცა, ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა!
- გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია.
სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რ
- ჩვენი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ იქნება არასდროს. სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიტყვასიტყვით თქვა, რომ სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა მსჯავრდებულთა მიმართ.
- ასეთ ადამიანს დღეს „ოცნება" საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან ჩაა
ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე:
ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ!
ოცნება რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა. კითხვებზე პასუხი უნდა გეცა, ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა!
გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია
ჩვენსა და თქვენს შორის იცით რა განსხვავებაა? თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი პოლიტ.პატიმარია, ჩვენი აზრით კი - არ არის.
ჩვენ იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ „ოცნებამ" წინასაარჩევნოდ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.
GK28mhi7lgPUrO4XAPghZh5Fqc1QbmdjAAAF.mp4
მსახიობი და რეპერi კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელსაც სისხლის სამართლის სამი სხვადასხვა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებს. ეს ინფორმაცია თავად ახალციხის მერიამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
“ნეტგაზეთი” ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცის თუ არა მან, რომ კაბუ ბრალდებულია და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მიწვევა ამ ბრალდებების მიუხედავად.
“უაზრო კითხვებია, პატივცემულო. ადამიანს
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, პრაღის ცენტრში, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები.
BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა იან პალახის მოედანზე, სადაც ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.
ხელისუფლების განცხადებით, მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე გადაადგილებას და სახლში დარჩნენ.
ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია
“ნაცებო” დაზღნარდით!
“ქოცებო”, ამოძვერით სოროებიდან და გაეცით ხალხს პასუხი, რატომ ეხმარებით სააკაშვილის კამპანიის ჩატარებაში?
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
გერმანუნლი გამოცემა tagesschau-ს ცნობით, საქართველო დაინტერესებული არაა მიგრაციის შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალური მუშაობის უფლებას გულისხმობს.
გერმანული გამოცემა წერს, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის, დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა.
დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმებ