ივანიშვილმა არჩევნებამდე დაგეგმა გახარიაზე თავდასხმა. არჩევნების შემდეგ, როცა მიეცათ მათ ამის საშუალება, მოახდინეს ამ თავდასხმის რეალიზება.
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/922517610067960
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმოიხილავს პოლიტიკური პარტია “ახალის” წევრის, საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ის დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან
ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„დღეს ევროკავშირის ელჩი, თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა.
Caption
ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს.
აპარატის ინფორმაციით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. აქედან სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 იანვარს იმყოფებოდა და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელ
3-4 თებერვალს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ჩამოდის.
როგორც კონგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ვიზიტი „არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა”.
პრესრელიზის მიხედვით, მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.
ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებამდე , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებ
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული განცხადების ტექსტი პლატფორმა X-ზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობით, რომელიც დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა, შიმშილობს.
„მედიის თავისუფლების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.
ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს.
რეჟიმის ყველა სპონსორი არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ყველა მათგანი უნდა დასანქცირდეს.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131797441976851
როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურ
ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი...
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
AQNknvRyCkHzeG_yWkMYVm5KtL7uWy_ueESD1noL5Pc5TgtZ7Ydp9CEeALJW9dr_tiBhY3GNAHUjbAxHrZHpcIl4.mp4
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის
ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი.
პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის.
შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე.
აშშ-ს პრეზ
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ხსნის, რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს.
გუშინ, 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.
PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ
სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს.
ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.
აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბ ჟვანიას გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ, ვხედავთ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც ფაქტობრივად, აფორმებს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის ღალატს. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ზუსტად 26 წლისთავზე გააკეთა „ოცნებამ“ ეს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას წყვეტს.
როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გ
მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო. თითქოს პროტესტზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო...
როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ, თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა.
სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო.
ვიდეო: https://www.faceboo
იზოლაცია, რომელშიც დღეს “ოცნება” არის, მისი გადადგმული ნაბიჯების შედეგია.
”ოცნებამ” იმდენად დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მისი აღდგენის არანაირი რესურსი აღარ აქვს.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1172138121043279
“ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა.
მანამდე PACE-მ “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები.
წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ, რომელიც საპატიმროში 18 დღეა შიმშილობს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ.
“ამ კარავში ვიქნებით და მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ, იგი 18 დღეა შიმშილობს. პოლიციელის მოთხოვნა უკანონოა, თითქოს უნდა გადავიტანოთ სკვერში. არც სამანქანო და არც ტროტუარს არ ვკეტავთ, კანონიერად ვმოქმედებთ”, აცხადებენ აქციის მონაწ
დღეს, ჩემი წინადადებით, მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, სანქციების მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე მათი პასუხისმგებლობაა.
„მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. არ გვინდიხართ ჩეხეთში“, - წერს ლიპავსკი.
იპნ
ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა.
„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლ