,, კანონები ისეა რეგულირებული, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერი მოქალაქის წინააღმდეგ ეწყობა და ყველა შენი მჩაგვრელი გამოდის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ გიცავს."
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ამ ქუჩაზე განლაგებულ ისტორიულ სახლებში ძირითადად თბილისის ძირძველი მოსახლეობა ბინადრობს, რომელთაც უძრავი ქონება წინაპრებისგან ერგოთ; თავადაც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ამიტომ იქაურობა მათთვის ორმაგად ძვირფასია. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო
ვინც ზაფხულში ასულა ზემო სვანეთში და იქაური გასაოცარი სილამაზე უნახავს, განცდილი ემოციები, უსათუოდ, სიბერემდე გაჰყვება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ზღაპრული მხარე ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო ჯადოსნური და შტამბეჭდავია, თავისი გრანდიოზული ბუნებით, იისფრად აბრჭყვიალებული, დათოვლილი მთებით და მყინვარებით, ცაში აწვდილი კოშკებით, უძველესი ტაძრებით და სალოცავებით. ნებისმიერ სიმაღლეზე ფეხს დაადგამ თუ არა, მიმოიხედავ თუ არა, ეგრევე სიამაყით ივსები, რადგან ეს დაუჯერებელი სილამაზე შენია და გაბადრულ ტურისტებ
მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა. ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორ
,,ნიკარაგუასა და ნაურუში რა დაგვკარგვია?" ოკუპირებულ აფხაზეთში გაზიფიკაციის თემაზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხის განსახილველად სოხუმში, რამდენიმე დღის წინ, რუსი სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიკაციის ქსელის შექმნაზე ისაუბრეს. ამის შესახებ აფხაზური მედია-საშუალებები იტყობინებიან. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა რუსულ დელეგაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი რესურსების და პოტენციალის შეს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 31 მარტს კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის თემაც ,,ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი”იყო.
ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ითქვა, რომ კვლევის მიხედვით ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა. ესაა: საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა; განთავსების რისკიანობა და საპენსიო კანონის ცვლილებები; საპენსიო ასაკი და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების გ
,,ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო"
ქართული ბაზარი რომ უცხოეთიდან შემოტანილი კვების პროდუქტებით არის გაჯერებული და ბაღჩეულიდან თუ ხილიდან დაწყებული, საქონლის ხორცით დამთავრებული, ჩვენს ცხოვრებაში იმპორტირებულ სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს, ეს ყველამ ვიცით.
დიდ თუ მცირე ქსელურ მაღაზიაში, სამეურნეო ბაზარსა თუ უბნის პატარა ჯიხურში, ყველგან შეგვიძლია ვიყიდოთ გაყინული ხორც-პროდუქტები, რომელთა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი
ერთ კვირაში საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. 15 სექტემბრისთვის მშობლიურ სკოლებში ერთმანეთთან შესახვედრად პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური სამზადისი ფინალურ სტადიაში შევიდა, თუმცა, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სკოლაში ირიცხებიან, ზუსტად არ იციან, ამჟამად სწავლის გაგრძელება რომელ სკოლაში მოუწევთ.
მოგეხსენებათ, თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე სკოლას, უკვე წლებია, რეაბილიტაცია ან კაპიტალური რე
ყველაფერი უნდა დავიწყოთ პრობლემის აღიარებით და უნდა ვთქვათ, რომ ჩიხში ვართ. ილია ჭავჭავაძის არ იყოს (,,ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე ერი?!“), შესაძლოა ჩემსავით ბევრს აინტერესებს, ჩვენს გარდა სადმე თუ არის კიდევ ისეთი ხალხი, ვინც ყველა დარგში ერთნაირად კარგად ,,ერკვევა“ და ყველა სფეროში პროფესიონალია იმდენად, რომ ხანძრის დროს გამოცდილ მეხანძრეებზე უკეთ იცის, როგორ ჩააქროს ცეცხლი სწრაფად; სპეცოპერაციის დროს ნებისმიერ მეთაურს მისცემს მითითებას, როგორ ჩაატაროს ოპერაცია უმტკივნეულოდ; ომის დ
,,თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?!" 31 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისე, ოჩამჩირის სოფელ კვიტოულის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კვიტოულის გამგებელმა ვახტანგ კვარაცხელიამ აცნობა. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ,,დონბასის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად,“ უკრაინაში
ყველა კუთხეს თუ ქალაქს ჰყავს თავისი კოლორიტი, აი, ბევრი ჭკუა რომ არ მოეკითხებათ და ჩვენზე მეტად თავისუფლები რომ არიან. არც პასუხისმგებლობა აწევთ, ვინმეს წინაშე და არც ვალდებულება აწუხებთ. ზოგ ქალაქს რამდენიმე ჰყავს ასეთი, მაგრამ მათში ერთი მაინც ყოველთვის უფრო გამორჩეულია. ასეთია სერგიაც ქუთაისისთვის. ის სერგია, ნიკა არაბიძე რომ ბაძავს, ხოლმე, „კომედი შოუს“ უნიჭო სკეტჩებში და ბოლო დროს, ტუტუცი ადამიანების მიერ გადაღებული ვიდეოებით გაითქვა სახელი ინტერნეტში. იმ ვიდეოებში ათას სისულელეს ალაპარაკებ
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთაგან საკუთარი ხალხის ინტერესებს აცდენილი, არათანმიმდევრული და არამართებული განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და სამწუხაროდ, მათგან სტრატეგიული კომუნიკაციის ყველა ნორმის დარღვევას და საზოგადეობის უპატივცემულობას, თითქოს, მივეჩვიეთ კიდეც... თუმცა კოვიდის საწინააღმდეგო 400 ათასი დოზა ვაქცინის ვადის გასვლის გამო, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმულმა ,,ნუგეშმა,“ სახელმწიფოს არ უზარალია, რადგან ვაქცინა ნაჩუქარი იყოო, ჩვენთვის მაინც ყოველგვარ
ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა.
მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ
სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალური გახდა სასკოლო ექსკურსიების თემა.
საგულისხმოა, რომ ვისაც ექსკურსიისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ან ორი თვით ადრე არ დაუჯავშნავს, მის დასაქირავებლად დღეს შეიძლება ორმაგი ფასის გადახდაც მოუწიოს, ვინაიდან გამართული და ბავშვების გადასაყვანად მზადმყოფი ტრანსპორტის შოვნა არც ისე ადვილია.
სატრანსპორტო მომსახურება მოსწავლეთა მშობლებს ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მას ექსკურსიის სხვა ხარჯებიც ემატება და ს
სამ თვეზე მეტია, სამყარო თავდაყირა დგას, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელი კაცობრიობა ისე დაგვიმორჩილა და დაგვიქვემდებარა, ყველანი მისი წესებით და ჩვენთვის აქამდე უჩვეულო რეჟიმით ვცხოვრობთ. არადა, იანვრის ბოლოს ვინმეს რომ ეთქვა, ძალიან მალე დადგება დრო, ლამის, მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმზე გადავა, საქართველოშიც საკმაოდ ხანგრძლივი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდება, ქალაქები ჩაიკეტება, ღამით ქუჩები დაცარიელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, ხელისუფლება ხალხ
ცხოველთა დამცველების თუ უბრალოდ მათი მოყვარულების მიერ, წინასაახალწლოდ სოციალურ ქსელში ბევრი მოწოდება და თხოვნა დაიწერა იმის შესახებ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეგვეკავებინა, ვინაიდან, ყველას კარგად მოგვეხსენება, პიტარდების სროლა და ხმაური როგორ ზიანს აყენებს შინაურ ცხოველებს და არა მარტო მათ.
ამის მტკიცებულებად გამოდგება ის განცხადება, რომელიც ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენ რომ ახალი წლის შ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა, რომლის პირველი საჯარო განხილვა, ერთი თვის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
როგორც უწყების ოფიციალური გვერდი გვამცნობს, პროექტის განხილვა სხვადასხვა დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება და უკუკავშირების შემდეგ, საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.
განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი შემდეგი პუნქტებისგან შე
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მკვიდრმა, ფოტოხელოვანმა, რომან თოლორდავამ, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ,,დღეს, არც მეტი არც ნაკლები, 10 ივლისი გახლავთ, მთელს ქვეყანაში შუა ტურისტული სეზონია. ხობისწყლის ხეობის მთავარი ტურისტული მაგისტრალი კი ჩახერგილია ნაშალი მასალით და გზაც დაკეტილია. დიახ, მეგობრებო, ის გზა, რომელიც სახელ
12 სართულიანი საცხოვრებელი კორუსი, რომლის ფოტოსაც თავშივე გთავაზობთ, თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე, ყოფილი სტადიონის და ამჟამად ბავშვთა გასართობი პარკის გასწვრივ შენდება. მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და გეგმის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. მართალია, კორპუსის დანარჩენი სამი ფასადი ბოლომდე დასრულებულია, მაგრამ ამ ერთ მხარეს ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო.
თუმცა ჩემი სათქმელი კორპუსის ჩაბარების ვადებს სულაც არ უკავშირდება და
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით.
მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპ
ტყეების გასხვისება-მითვისებაზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ არავის არსად უხსენებია ის ფაქტი, რომელზეც მე უნდა მოგიყვეთ.
საქმე ეხება დაბა სურამში მდებარე ბაიანთხევის ტყეს, რომლის გარკვეული ნაწილიც, წლების წინ ისე გასხვისდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს არაფერი გააგებინეს.
ცნობილია, რომ სურამის წიწვოვანი ტყეები საბჭოთა პერიოდში, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-ან წლებში გაშენდა. მთა, რომელზეც ამჟამად სოფლების, ზინდისისა და ბაიანთხევის ტყეები მდებარეობს, მეწყერსაშიში
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამეგრელოს რეგიონი, განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საავტომობილო გზებს, დაანგრია და საძირკველი გამოუშალა ხიდებს, რის გამოც ზოგიერთი სოფლის ცალკეული უბანი იზოლაციაში მოექცა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობის პირადი ქონებაც დააზიანა.
სოფელ ლიაში მცხოვრები ჯონი სამუშიას ოჯახი ერთ-ერთია, რომლის სახლ-
ბოლო 30 წლის განმავლობაში,საქართველოს განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნამდე მრავალი მინისტრი გვყავდა და მის მერეც, უმოკლეს დროში, კიდევ ორი გამოვიცვალეთ (ამასწინ, იმ ორიდან ერთი პოსტზე ხელახლა დავაბრუნეთ კიდეც), მაგრამ ცოდვას გაგიმხელთ და ამჟამინდელ თუ ყოფილ განათლების მინისტრებს შორის, ყველაზე საუკეთესოდ მაინც ჯეჯელავა მიმაჩნია. ამის მიზეზი, ნამდვილად, მაქვს. სკოლებში არსებულ მარადიულ პრობლემათაგან ყველაზე მთავარზე, სწორედ, ჯეჯელავამ გაამახვილა ყურადღება. მისი სახელის გაგონებაზ
ამ ენაზე აგრესიული პროპაგანდისა და ნეგატივის გარდა არაფერი მოდის ჩვენამდე და რისთვის უნდა ისწავლონ? მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, საჯარო სკოლებში მოსწავლეები ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის შესწავლას პირველი კლასის მეორე სემესტრიდანვე იწყებენ, ხოლო მეხუთე კლასიდან ემატებათ მეორე სავალდებულო უცხო ენა, რომელსაც თავადვე ირჩევენ. უფრო სწორედ, ორ ან სამ უცხო ენას შორის მათ არჩევანი სკოლამ უნდა შესთავაზოს, რის შემდეგაც მოსწავლეები, თავიანთი სურვილის
გლდანის დიდი ტბა, იგივე თეთრი ტბა სოფელ გლდანის მახლობლად, ზღვის დონიდან 546 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
მის შესახებ მოძიებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა და ის ძირითადად წვიმისა და თოვლის წ####ბით, ასევე მიწისქვეშა მწარე, მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, ამიტომ ის მლაშე ტბების რიცხვში შედის.
საბჭოთა პერიოდში ჟინვალის წყალსაცავიდან გაყვანილი არხის საშუალებით გლდანის დიდი ტბა მტკნარი წყლით მარაგდებოდა, რამაც მისი ფართობი და მოცულობა გაზარდა, მაგრამ მარილიანო
,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ"
ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს.
როგორც მისი მამიდაშვილი,