გაზაფხულია. აჩუხჩუხდნენ ნაკადულები, ბავშვების და ალერგიულების ცხვირის ნესტოები და მამაკაცების სანერწყვე ჯირკვლები... ყავა „დაგვიძველდა“ იმიტომ, რომ ვის ეცალა ყავისთვის? ჯერ პირადი საერთაშორისო დაბადების დღეო, მერე ზოგადად ქალთაო... დიახაც! კიდევ ერთი წლით გავიზარდე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი „ზრდის ტენდენციის ტრაგედიას ქალთა ფსიქოლოგიაში“. ეტყობა, ევოლუციის პროცესს ჩამოვრჩი... გასული კვირის განწყობა, ამინდი და პოლიტიკა, პირადი და საქმიანი ურთიერთობები კალენდართან შესაბამისაობაში იყო – არეულ
რუსეთი, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ონანიზმს და მზესუმზირის ჭამას აკრძალავს თავის ე.წ. „დუმაში“. ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ნათელმხილველები ასე შორსმჭვრეტელნი ვერ არიან, მაგრამ მსგავსი შეზღუდვების დაწესება თან წინსწრებით, ჩვენებურ პარლამენტშიც შეიძლებოდა. თუ ნათელების და მხილველების არ გჯერათ, აგერაა პატივცემული კახიშვილი და იმას დაუჯერეთ – "დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენი
ჰიუგო იმ შუაშია , რომ “საბრალონი” 20 წლის მანძილზე წერა... წერა და წერა ადამიანის დამცირებაზე იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ანუ „უბრალოა“, ქალის ზნეობრივ დაცემაზე გაჭირვების გამო და ბავშვების დაძაბუნებაზე უმეცრების ნიადაგზე... ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში მშიერი ბალღებისთვის პურის მომპარავი ჟან ვალჟანები საკმაოდ მომრავლდნენ. მომრავლდნენ მომპარავი და მოწყალების მათხოვარი პატარებიც. „კანონის დამცველების“ რიცხვის დაზუსტება უმადური საქმეა, ახლა ისე ხშირად ეჯახე
როგორ უნდა ვიყოთ? რაც ჩვენს ცხოვრებას დამართეს, ის დაემართა ომბუდსმენის კანდიდატურასაც, ანუ, სრული გაურკვევლობა გვჭირს. ვისაც ევალება, ან ავალებენ, საზოგადოებაში აქტიურად აღვივებს ეჭვს, რომ დარჩენილ უფლებებსაც გვართმევენ და ომბუდსმენის თანამდებობა, შესაძლოა, ლიკვიდაციას დაექვემდებაროსო. არაა უფლება– არაა დამცველიც! არაა ადამიანი – არაა პრობლემა! ამ უფლებააყრილ საქართველოში ამდენი თუ დაიბრალებდა უფლებადამცველობას, მაგას როგორ ვიფიქრებდი? თუმცა, ისიც ფაქტია, დიდი არჩევენის დროს გადაწყვეტილების
თერმოსის ყავას სხვა გემო აქვს... ბავშვობიდან მახსოვს. მოკირწყლული გზა, გრძელი აღმართი, მხარზე გადაკიდებული პატარა ლურჯ და შავ ფერში კუბოკრული თერმოსი, ბუთქუჩა თეთრი თავსახურით. მაგ თავსახურიდან ჩაის მოსმას დამსახურება უნდოდა... ანუ, იმ დღეს კარგი გოგო უნდა ვყოფილიყავი – "პაი ძევოჩკა" და "უმნიცა!" – ადე რა, ზიზინკა! მომშივდა, დროზე წამიყვანე კუკიაზე!... – ეკა! დაანებე თავი მიცვალებულს, არ შეიძლება შეწუხება. – არ წუხდება, მიცინის და ვითომ ძინავს, მაინც ვერ მომატყუებს. ვიცი სადაც უნდა დავუღუტუნო
რა დროს წვიმა იყო? ბუნებასაც აერია უნარ–ჩვევები და ადამიანების რა უნდა გაგვიკვირდეს? წვიმა აკლდა ამ ნერვებაშლილ ქალაქს? პროტესტანტი მიკროავტობუსის მძღოლები არ ეყოფოდა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე ბოლო დღეებია ყოველ დილა–საღამოს „ნეილონის ნაძვის ხე“ მაქვს „ლაივში“. ისე მაინტერესებს, ვის მოუვიდა აზრად პროტესტის ეს ფორმა – ყველაზე მეტად გააღიზიანო და დააზარალო საკუთარი მომხმარებელი? ამაზე თუ დაფიქრდება ვინმე, მოხარული ვიქნები მგზავრების სახელით. დღეს ნახევარი თბილისი გულის ფანცქალით ელის სატრანსპორტ
პოლიტიკა ისტორიის უნიფორმააო ამბობენ. ისტორია ქმნის სტილს, მოდას, ხოლო მოდა, თავის მხრივ, პოლიტიკური სარჩულების კერვითაა დაკავებული. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, ფერიცვალება დღეს, სულაც არ მეხალისება პოლიტიკაზე ფიქრი და მის ოღრო-ჩოღროებში კირკიმალობა, მაგრამ სხვა გზა რომ არაა? რატომღაც, ამ ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკის გარდა სხვა არც არაფერი ხდება. ანდა, უბრალოდ საჭიროა ასე - ყველაფერი პოლიტიკის ნაწილად აღვიქვათ. ვისთვისაა საჭირო და რა მიზნით, ეგ კითხვები სხვაგან გადაამისამართეთ.
გუშინ წინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო. უდღეური თუ დღენაკლული თებერვალიც ბასტა! დღეს, ჰოპლა და, უკვე 2 მარტია! მარტი - კარტივით აჭრილი და ჩამოსარიგებელი... სხვისი არ ვიცი და მე წლებს მარტიდან მარტამდე ვითვლი, ასე დამჩემდა... მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოები წუწუნებენ - წლებთან ერთად ურთიერთობებში წერტილები მატულობს და მძიმეები მცირდებაო! არადა, სრულფასოვან სუნთქვას და მოკლე მანძილებზე კროსს შორის არჩევანის გაკეთებამდე, მრავალწერტილებით შეიძლება გულის გადაყოლება... ქართველებმა კი ვთქვით -
აი ასე! მიყვარხართო, ხალხოო! ცოტა მოძველებული მეთოდი კი აირჩია - პირდაპირ (ვითომ) ეთერში სიყვარულის ახსნა, მაგრამ ქალაქში ბილბორდების გაკვრას, ფანჯრების წინ ცეცხლოვანი გულების დანთებას და კიდევ ათას გოიმობას, ისევ ეგ ჯობდა. ტელევიზია მაინც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებაა. ეგ ჯერ კიდევ პროხოროვს ეწერა თავის „ ჟურნალისტიკის საფუძვლებში“. კი უნდა სიყვარულს მალვა , მაგრამ მერე ცხენების პარვაშიც რომ დადონ ბრალი? ისე, არ გეწყინოს მიშიკო და, მაინც მაგარი გოიმობა გამოგივიდა, შენ დედას ვფიც
ამ სამუშაო კვირამ და იანვარმა ადიდებული ენგურისგან გადაყლაპული ბორანივით მოგვჭამა ჭირი. რატომღაც მიყვარს ეს "მოკლე –კატო" თებერვალი. რაღაც 2 –3 დღენაკლულია და მაინც რამხელა შეღავათია?! თან თუ ის 2–3 დღე ორშაბათებს ემთხვევა, ხომ საერთოდ... დღეს პირველი თებერვალია. ერთკვირიანი მიკრო–ყვითელი შიმშილი დაძლეული.. გილოცავთ თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებოც! ზოგადად თებერვალი ეკლექტიკური თვეა – ზოგს სახლიდან ჯერ საახალწლო ნაძვის ხე არ გაუტანია და სავაჭრო ობიექტების სარეკლამო ბანერები მარტის მუქარა
სამყაროს გადატრიალების ჩემეული გეგმა საწყის ეტაპზევე დაიმსხვრა – როცა ამ დილით შვიდის ნახევარზე გაღვიძების პროცესში ვერაგულად მძლია ძილმა... მაღვიძარამაც დარეკა და მეზობელი კედლიდანაც მომიბრახუნეს, უბრალოდ დამეზარა...სიზარმაცე ქვეცნობიერი სიბრძნეაო და, შეგვიძლია, მომავალში, თავის მართლების პროცედურისას, ეს ვერსიაც გამოვიყენოთ. მე უფრო ის მაინტერესებს – სატელეფონო ზარი დეპრესიის ლიმიტის ამოწურვასა და მისი გაგრძელების პირობებზე ცხადი იყო თუ დამესიზმრა. დღეს, ყველა წესის დაცვით, ბანკის წარმ
სოხუმის უნივერსიტეტში 25 მაისს რექტორის არჩევნები გაიმართა. არჩევნები შეიძლება ამას პირობითად ეწოდოს, რადგან არჩევანი, ფაქტიურად, არც ყოფილა. იყო სულ ორი კანდიდატი, რომელთაგან ერთ–ერთმა წინა დღეს მოხსნა კანდიდატურა და დარჩა ის ერთადერთი, რომელსაც ძალიან, ძალიან უნდოდა რექტორობის შენარჩუნება. ანუ, იმის თქმა გვინდა, რომ „დევნილი უნივერსიტეტის“ რექტორი კვლავ ის ჯონი აფაქიძეა, რომლის რექტორობის პერიოდში სოხუმის უნივერსიტეტის რეიტინგი მე–3–მე–4 ადგილიდან მე–11–დე დაეცა, რომლის რექტორობის პერიოდშიც ს
თუ უზნაძის შეხედულებები ,,მოძველდა,, , მაშინ ალბერტ ელისს მაინც გადახედეთ, ABC მოდელს... არ მოგვწონდა და ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ განათლების სისტემას. ფაქტიურად იმას სისტემის არც არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ ერქვა ასე. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ჩვენც ახალი მიდგომებისა და იდეების მოლოდინში გავისუსეთ. უფასოდ დარიგებული წიგნები ბავშვებისთვის იყო პიარ-სვლა თუ განათლების ახლებური ხედვა, ამას მომავალი გვიჩვენებს.მაგრამ ეს საშუალო განათლების თემაა. დღეს ასევე დიდი ბჭობა მიდის
ამ მასალის დაწყებას სხვაგვარად ვაპირებდი, რომ არა, ჯერ კიდევ ჩვენი პრეზიდენტის ერთი ცხელ–ცხელი ფრაზა – „ ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში." ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სააკაშვილს ვეთანხმები, გმირები ავტო- ფარეხებში არ უნდა ცხოვრობდნენ. გმირებს, ზოგადად, ომის ვეტერანებს, სხვაგარად აფასებენ თავმოყვარე ქვეყანაში. გმირთან ყველა ვალშია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდისთვის და მიწისთვის რისკავს ყველაზე შეუფასებელს – სიცოცხ
დღეს შევცდი და " გამომძიებელ-რეპორტიორს" ვუყურე - ნაციონალური რეჟიმის პერიოდში ციხეებში არსებულ სიტუაციაზე, პატიმრების მიმართ ძალადობაზე და უკანონო მოპყრობაზე. "წინა ცხოვრების" ერთ-ერთი შავ-ბნელი თემა და მტკივნეული. დავმძიმდი გვარიანად. დიდხანს ვაწვალე "თაგვიც," კლავიატურაც. ვცდილობდი, რამე სხვაზე მეფიქრა, მაგრამ, შიში ოხერია! აგიყვანს და მორჩა! მითუმეტეს, ბავშვობიდან შემოჩენილი შიში - მაშინდელი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რატომღაც, ნაკლებად ხუნდება. ბოლომდე მოგყვება ფობიების, სისუსტეების ფო
800 ლარით "გაწეწილი", "წინა ცხოვრებაში" კიკინ-ლაღი და აწ უკვე კიკინ-მოკვეცილი და ჯეჯილობისარეალშეზღუდული ნაპატივები და არა პატივცემული გოჩა ცქიტიშვილი შეურაცხყოფილი და შეშფოთებულია, თურმე. წესით, სერიოზულად დაპანიკებულიც უნდა იყოს ფიფლმეტრების სკანდალის ვერგადარჩენის ვერსიიდან გამომდინარე. შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისთვისაც მოიცალა. პრინციპში, „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ კი არა, სრულიად IPM-ის დათვლის და კვლევის მეთოდებზე წლებია, ლეგენდები დადის, თუმ
„წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაული ისაა, როცა მათ არ კითხულობენ.“ (რეი ბრედბერი) ამასწინათ ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ, „თინეიჯერები“. ერთ–ერთმა გაოცება ვერ დაფარა, – „ამდენი წიგნი რა პონტში გაქვთო?“ ისე დავიბენი, კარგახანს პასუხი ვერ გავეცი. არ მინდოდა ჩემი გაოცებით ბიჭისთვის უხერხულობა შემექმნა, არც უპასუხობა ივარგებდა. მერე ისევ მარტივი გამოსავალი ვიპოვე. ავდექი და მის თანატოლებში ყველაზე კითხვადი წიგნი მარიო პიუზოს „ნათლია“ შევაჩეჩე. წიგნის მოცულობამ ცოტა დააფრთხო, თვალებზე შვატყვ
გზა, სადაც უდაბნო მწვანედ ბიბინებს ... - დე, სად ხარ? - გარეჯაში. - იქ, ზემოთ, უდაბნოში? - ჰო, აბა სადაა კიდევ გარეჯა?! - მანდ რა გინდა? - რისთვის დადიან ადამიანები ასეთ ადგილებში? - მე ტურისტები დამყავს და ... და ისე მეშინია მაგ ადგილის და მაგ გზის.. - რა გაშინებს? - რა ვიცი, ისეთი სიჩუმე, მთები და მინდვრებია, უდაბური, გადახრუკული, სულ მგონია, საიდანღაც დინოზავრი გამოვარდება... არა წყალი, არა მაღაზია, არა სულიერი ირგვლივ, მარტო მწყემსები, ძროხები და ცხვარი.. სანამ მ
იყო და არა იყო რა კი არა, ნამდვილად იყო ერთი გადარეული ფიზიკოსი აინშტაინი, რომელმაც, დაბნეულ საზოგადოებას, ფარდობითობის თეორია ასე განუმარტა : -შეყავით ხელი ცხელ ღუმელში და წუთი საათად მოგეჩვენებათ. დაჯექით ლამაზი ქალის გვერდით და საათი ერთ წუთში გაივლის.სწორედ ეს არის ფარდობითობა!!! ჰო, ეგააა - „სიკვდილი ტიფანისთან“ და „საუზმე ვენეციაში“.... დიდი ხნის წინ, ვიღაც თმაგაჩეჩილი წვეროსანი, იმასაც მიხვდა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა დიდი მიხვედრა უნდოდაო!? - გამოჩნდებიან მაგის
ისევ სულ სხვა ყავა იგეგმებოდა და სულ სხვა გამოვიდა. ესეც თქვენ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რა მავნებლობა მოაქვს დროსთან „შენობითში“ ფამილარობას . დღეს საზოგადოება ისევ ვიყავით მოლოდნის რეჟიმში. როგორც ვატყობ, ეს უკვე ხასიათში გადაგვივიდა... განვიხილეთ და ვიხილეთ თხის როლი ქართულ პარლამენტარიზმში. არ დაგავიწყდეთ, რომ თხა, ქართულ ფოლკლორში, განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც , როგორც წესი, ჭამს ვენახს და გადის ხიდზე. ჩვენ ჯერ აზრზე ვერ მოვედით და ხიდზე გასვლის რა მოგახსენოთ? მაგრამ იქამდე ყოფილი
დღეს, დღისით–მზისით, შუაგულ ევროპაში, ანუ გაგანია თბილისში, ისეთი "ნეილონის ნაძვის ხე" მოვიწყვე, თვითონ გამიკვირდა, საკუთარი თავის,ყველანაირი ადამიანების უფლებათა დამცველი რომ ვარ მოწოდებით, მაგიტომ... დღეს ყვითელ მიკროავტობუსში, დიდუბის ტერიტორიაზე ვიღაც ტიპი შემოგვიერთდა, მერე მივაქციე ყურადღება, მძღოლს რომ "შპილკაობა" დაუწყო – რა დღეში ხარ, თავი ვინ გგონია, მარშუტკის შოფერი ხარ, ბოლო–ბოლოო. როგორც მივხვდი, მძღოლს შენიშვნა მიუცია, კართან ნუ დგახარ, სარკეს ვერ ვაკონტროლებო და შეურაცხყოფად მიიღო
ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის აღორძინების და განვითარების პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად აღიქმებოდა ქვეყანაში 1 აპრილიდან მიმდინარეობს. კალენდარული შემთხვევითობა სამწუხაროდ არასასიამოვნო დამთხვევაში გადაიზარდა. ზოგისთვის ეს პროექტი თავისი პერსპექტივით საპირველაპრილო ხუმრობად იქცა, ზოგისთვის – თავის მოტყუების მცდელობად. თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, ყველაფერი გეგმიურად და პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
მოისვენე, თორემ მოგასვენებ!ანუ, მე შენ პენსიით უზრუნველგყოფ!–ასეთი მზრუნველი ფრაზით დაიწყო გასული კვირა „მაღალ ქართულ პოლიტიკაში“ და იქვე ღრმა ჩასუნთქვით დასრულდა... იდებატეს.. ყოველ შემთხვევაში, გადაცემას ასე ერქვა და დეკორაციაც, თითოს შესაბამისი იყო. მოდებატე კანდიდატთა შერჩევის წესს ნუ იკითხავთ, აზრი არ აქვს, მაინც არავის აქვს პასუხი. სამაგიეროდ, ქართული დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი მორიგი და რიგითი „ჩათვლა“ გაჩნდა... ვის ჩაეთვლება კვირის ბოლოს რეალურად, ნურც იმას გამახმოვანებინებთ. ითქ
ონორეზე არ ვგიჟდები, მაგრამ რომ თქვა – იქ სადაც ყველა კუზიანია, კარგი აღნაგობა სიმახინჯედ ითვლებაო, ძალიანაც მართალი იყო. სამაგიეროდ, მიყვარს გაბრიელი და მისი „პატრიარქის შემოდგომა“... და ისე ველი წლევანდელ შემოდგომას, როგორც არასდროს ... პარადოქსია, მაგრამ რეალური პარადოქსი – ძალიან ცოტას თუ ჭირდება დღეს მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს მართალი. სამაგიეროდ, უაზრო შემსრულებელსა და „საქმის მკეთებელზე“ ტაციაობაა. კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ უმადურობის ჟამი ჟამობს და უკიდეგანო ცნობისმოყვარეობისა. ნუ ხ
ანუ, გველის თუ არა საქათველოში სიგარეტით „მარიაჟი“? ბოლო დროს თამბაქოს მომხმარებლებში, ანუ „მწეველებში“ პანიკა შეიმჩნევა. აკრძალვების „დიდი შტურმის“ მოლოდინში ათას რამეს ვარაუდობენ, მათ შორის თამბაქოს ისეთ გაძვირებასაც, რომ, შესაძლოა, სიგარეტი ფუფუნების გამოვლინებად ჩაითვალოს. შესაბამისად, საზოგადოების ფინანსურად უზრუნველყოფილი ნაწილი დარჩება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ხოლო ნაკლებად უზრუნველყოფილები ბედს შეურიგდებიან და ფილტვებს უნებურად დაიწმენდენ. 31 მაისს მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა