Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.633

როგორ გაქრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის კედლიდან პრეზიდენტის სურათი


katya

2.397 views

blog-0536044001369820506.jpgსოხუმის უნივერსიტეტში 25 მაისს რექტორის არჩევნები გაიმართა. არჩევნები შეიძლება ამას პირობითად ეწოდოს, რადგან არჩევანი, ფაქტიურად, არც ყოფილა. იყო სულ ორი კანდიდატი, რომელთაგან ერთ–ერთმა წინა დღეს მოხსნა კანდიდატურა და დარჩა ის ერთადერთი, რომელსაც ძალიან, ძალიან უნდოდა რექტორობის შენარჩუნება. ანუ, იმის თქმა გვინდა, რომ „დევნილი უნივერსიტეტის“ რექტორი კვლავ ის ჯონი აფაქიძეა, რომლის რექტორობის პერიოდში სოხუმის უნივერსიტეტის რეიტინგი მე–3–მე–4 ადგილიდან მე–11–დე დაეცა, რომლის რექტორობის პერიოდშიც სტუდენტთა მხოლოდ 10 %–ია დარჩენილი წარმოშობით აფხაზეთიდან . ფაქტია, სოხუმის უნივერსიტეტი ცხოვრებას ჯერ–ჯრობით ბოლო 5 წლის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, მაგრამ, რატომ გადაიფიქრა არჩევნებში მონაწილეობა ერთი დღით ადრე პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება.

–ბატონო თემურ! თქვენმა კოლეგამ და კონკურენტმა, ჯონი აფაქიძემ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ანუ შვიდიდან შვიდი ხმა. ეს ნებისმიერი კანდიდატისთვის საუკეთესო შედეგია. იცოდით რომ მას ამდენი მომხრე ყავდა და მაინც გარისკეთ მასთან კონკურენცია? ან ბოლო მომენტში რატომ გადაიფიქრეთ?

– ამას ასე მარტივად ვერ ვუპასუხებ. 2009 წლის 21 მაისს, ანუ წინა არჩევნებზეც ვმონაწილეობდი, მაგრამ მაშინ 4 კანდიდატი იყო, – პროფესორები: ილია კაკუბავა, ალექსანდრე შარქუა, ჯონი აფაქიძე და მე. არჩევნებამდე 3 დღით ადრე სოხუმის უნივერსიტეტს მაშინდელი განათლების მინისტრი, დღეს რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი, ბატონი ნიკა გვარამია ეწვია. ბატონმა ნიკამ 2009 წლის 18 მაისს პირდაპირ განუცხადა აკადემიურ საბჭოს, რომ ხელისუფლების სურვილი იყო, რექტორად პროფესორ ჯონი აფაქიძის არჩევა.

ეს ხდება 3 დღით ადრე არჩევნებამდე.

– დიახ. შესაბამისად, თუ აირჩევთ სხვასო, მაშინ, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსს, ჯიქიას 12–ში (დღეს პოლიტკოვსკაიას 12), რომელიც უნივერსიტეტს გადმოცემული ქონდა ურუზფრუტის წესით, წაგართმერვთო.

ეს მაშინდელმა განათლების მინისტრმა გითხრათ?

– დიახ.

მერე, რა უპასუხეთ?

– მე ვუთხარი, – ბატობო ნიკა, ჩვენ როცა ერთად ვიდექით იმ აქციებზე ისეთი ხელისუფლება გვსურდა, ევროპულ ღირებულებებს რომ მოიტანდა, არჩევნებამდე, სახელმწიფოს სახელით, ავალებთ ადამიანებს კონკრეტული კანდიდატის არჩევას, ეს სადაური დემოკრატიაა მეთქი.

ბატონმა გვარამიამ რაო?

– მხოლოდ გაიღიმა და არჩევნებიც ჯონი აფაქიძის გამარჯვებით დამთავრდა.

2009 წლის შემდეგ პროფესორი ჯონი აფაქიძე პირნათლად ასრულებდა იმ ამოცანებს, რომლებიც განსაზღვრული ჰქონდა ყოფილი განათლების მინისტრის – კახა ლომაიასგან.

ანუ ლომაიაც ლობირებდა აფაქიძეს?

– ჯონი აფაქიძე ზუგდიდელია, მას ყოველთვის ლობირებდნენ ფრიდონ თოდუა და კახა ლომაია. ამ კანდიდატურას მხარი მოგვიანებით პრეზიდენტმა და ქ–მა გიული ალასანიამაც დაუჭირეს.

ხელისუფლების რჩეული ყოფილა!

– ჯონი აფაქიძე არის საუკეთესო კანდიდატურა იმ ხედვებისა და მიდგომებისთვის, რაც გააჩნდა წინა ხელისუფლებას.

ანუ ნაციონალების მიერ შექმნილი განათლების სისტემისთვის საუკეთესო რექტორია.

– რა თქმა უნდა?! სისტემა იყო განსაზღვრული ისე, რომ უნივერსიტეტში უნდა ჩანერგილიყო სანდო კადრი, რომელიც არ დაუშვებდა განსხვავებულ აზრს. რექტორი თავისთავად ხდებოდა ყურმოჭრილი აგენტი ნაცმოძრაობის. ჯონი აფაქიძემ ეს ბრწყინვალედ შეასრულა.

მაგალითად?

– ნებისმიერ ღონისძიებებში, ეს იქნებოდა განმუხური, ვირტუალური ლაზიკა.მეტსაც გეტყვით, როცა სააკაშვილმა გააჟღერა ლაზიკის იდეა, ბატონ ჯონის მოუვიდა აზრად, რომ ხობში დაეწყო გათხრები. ის საზოგადოებას ისე აწვდიდა ამ ინფორმაციას, თითქოს ეს ხდებოდა ლაზიკიდან 30 კილომეტრის დაშორებით, არადა რეალურად გათხრები ხობში წარმოებდა. ანუ ამოცანა იყო ლაზიკის პოპულარიზაცია.

ესე იგი ბატონი რექტორი ყოფილი ხელისუფლების პიარ–კამპანიაშიც ყოფილა ჩართული.

– ბატონი ჯონი ნიჭიერია პიარში იმდენ ხანს, ვიდრე მისი ხელდამსმელი მთავრობა ძლიერია. 1 ოქტომბრის მერე ჯონიმ თქვა – მე ახალ მთავრობასთანაც მოვძებნი საერთოსო.

მართალია, რომ სოხუმის უნივერსიტეტი მიატოვა ომის დროს, მაშინ როცა მთელი კოლექტივი იქ იყო, ქალიც, კაციც, და თბილისში წამოვიდა, იმ არგუმენტით, რომ თავისი პოზიცია ვერ განსაზღვრა?

– ბატონ აფაქიძეს მეუღლე ყავს აფხაზი.

ეგ რა არგუმენტია? უამრავ ქართველს ყავს აფხაზი მეუღლე, მაგრამ ომის დროს არსად გაქცეულა.

– 20 მაისს აფაქიძე გამოვიწვიე ღია დებატებში, მაგრამ უარი თქვა და დახურული დებატების დროს, პროგრამის წარდგენისას ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე საბჭოს წევრებს კითხვა მეც დავუსვი – რატომ არ უთითებს აფაქიძე თავის CV-ში, რომ 1992 წლის ოქტომბერ–დეკემბერში ის ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ ცენტრში მუშაობდა, როცა სოხუმში გაგანია ომი მიდიოდა ასე უპასუხა, მას სურდა, რომ კარგი სივი ჰქონოდა.

კიდევ სხვა რამესაც მალავს აფაქიძე თავისი ბიოგრაფიიდან?

– არაფერი იმალება და ისიც გამჟღავნდა, რომ 2006 წელს ჯონი აფაქიძე მონაწილეობდა საერთაშორისო არქეოლოგიულ კონფერენციაში, რომელიც ცნობილი რუსი შოვინისტის, ვორონოვის( რომლის ბაბუა ჯერ კიდევ 1906 წელს წერდა, რომ აფხაზეთი საქართველო არააო), ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც 132 მონაწილეს შორის არის პროფესორი „დჟ. აფაქიძე.“

კონფერენციში მონაწილეობა პროფესორისთვის რა დასამალია?

– განსვენებულ პროფესორ ვორონოვს პირადად ვიცნობდი, როგორც აფხაზური სეპარატიზმის ერთ–ერთ სულის ჩამდგმელს. ის გენეტიკურად ვერ იტანდა ქართველებს. აფხაზეთის დევნილი უნივერსიტეტის რექტორისგან იმ კონფერენციაში მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორიც მოსკოვი და სეპარატისტული სოხუმი იყო, ცოტა უხერხულია, სხვა თუ არაფერი, ჩემთვის პირადად მიუღებელია.

თან იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლება მუდმივად საზოგადოების რუსეთით დაშინების რეჟიმით იყო დაკავებული. ცოტა უცნაურიც კია. ეს ამბავიც გააჟღერეთ 20 მაისს?

– რა თქმა უნდა?! და, როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი სრულიად მისაღებია იმ 7 ადამიანისთვის, რომლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და მაინც მისცეს ხმა აფაქიძეს. ჯონის ბრალი არაა, რომ მისი სიმამრი, არველოდ კუპრავა სასტიკი ანტიქართველია. ჯონის სიმამრის პატივისცემას არავინ უშლის, მაგრამ მაშინ, როგორც საჯარო პირმა და მეცნიერმა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება მისი ნათესავის პოზიციის მიმართ.

რა პოზიციაზეა საუბარი? რას წარმოადგენს ბატონი აფაქიძის სიმამრი?

– ის სოხუმის უნივერსიტეტის ერთ–ერთი აღიარებული პროფესორია. არველოდ კუპრავა ამტკიცებს, რომ გალელი მეგრელები არიან აფხაზები და კიდევ ქართველებისთვის უამრავ საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს სადაც მოუხერხდება, მათ შორის, ევროპაშიც, კერძოდ გერმანიაშიც გამოსცემს თავის ნაშრომებს. არველოდ კუპრავას აქვს საშუალება, თავისი სიყალბე მეცნიერებად გაასაღოს. არც ჯონი და არცერთი ქართველი ისტორიკოსი, გარდა ბადრი გოგიასი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს არ გამოხმაურებია ამ საკითხს.

ამბობენ, 1 ოქტომბრის შემდეგ აფაქიძემ კაბინეტში სააკაშვილის სურათი ჩამოხსნაო?

– ასეა, ეს ფაქტი სტუდენტებმა დააფიქსირეს და ფოტოც გადაიღეს. 2–3 ოქტომბრის შემდეგ ამ ფოტომ პროფესორ ზურაბ პაპასკირის კაბინეტში გადაინაცვლა.

ვერ ყოფილა აფაქიძე მთლად ერთგული კადრი ნაციონალების.თქვენი მიკვირს, ან რატომ წამოაყენეთ და ან რატომ მოხსენით კანდიდატურა?

– ნაცმოძრაობის, აფაქიძის და მასთან დაახლოვებული ელიტარული ადმინისტრაციის მიერ დაკომპლექტებული და დანიშნული აკადემიური საბჭო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ცხადია , ხმას არ მისცემდა, მაგრამ, ეს იყო საშუალება, პირველად 5 წლის მანძილზე, რომ ყველა ფაკულტეტზე მივსულიყავი ჩემი პროგრამით და მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ,რომ არსებობს განსხვავებუი აზრი სოხუმის უნივერსიტეტში. ჩემი მიზანი უკვე მიღწეულია. არჩევნების წინა დღეს მე მოვხსენი კანდიდატურა და განვაცხადე, რომ როცა სოხუმის უნივერსიტეტში იქნებოდა ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას.

არჩევნებმა როგორ ჩაიარა? აფაქიძე არ შეგხმიანებიათ, როცა კანდიდატურა მოხსენით?

– არა, რა თქმა უნდა. არჩევნები კი პროცედურის სრული დარღვევით ჩატარდა.

კერძოდ?

– არჩევნების მსვლელობას ესწრებოდა ჩემი 2 წარმომადგენელი – პროფესორი ნუგზარ კერესელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი, ავთანდილ დავითაია. მათ დააფიქსირეს, რომ საარჩევნო კაბინის თავზე დამონტაჟებული იყო ვიდეო თვალი.

– ანუ იმ თავისივე შერჩეულ 7 კაცშიც ეპარებოდა ეჭვი?

– ეს ერთგვარი დაზღვევა იყო მისთვის. თანაც აფაქიძეს აქვს ამბიცია, რომ მიეღო შვიდიდან შვიდი ხმა. ამას როგორც კადრებიდან ჩანს, აკვირდება უნივერსიტეტის ელიტარული ადნმინისტრაციის წარმომადგენელი , ბატონი კოტე ნინიძე. ის თავად აღიარებს, რომ კამერა ჩართული იყო.

– კი მაგრამ ეს ხომ სერიოზული დარღვევაა? არ აპირებთ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს?

– რა თქმა უნდა ვაპირებთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში წარიმართება.

"ქრონიკა+" #6

ესაუბრა კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...